მოგესალმებით ყველას,
მართალია დღეს 15 რიცხვი არაა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მშენებლობის |შესახებ ინფორმაცია დაიდოს თვის მე-2 და მე-4 შაბათ-კვირას, რადგან ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში (15 და 30 რიცხვებში) საღამოს 18 საათის შემდეგ გადაღებას აზრი არ აქვს დაღამების გამო.
განვლილ პერიოდში |ჩვენი ამხანაგობის წევრ დავით ბაქანიძეს გარდაეცვალა დედა, ქალბატონი ნელი. ამხანაგობის სახელით ვუსამძიმრებთ ბატონ დავითს. ღმერთმა აკმაროს.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.
როგორც მშენებელმა დაგვიზუსტა, ამწე „უკრინის“ აწევის შემდეგ კიდევ 2 სართული უნდა აშენდეს, რომ გავაგრძელოთ მშენებლობა 1-ელ („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისო. მოკლედ 7-9 სართული აითვლება არა მიწის ქვედა, არამედ მიწის ზედა დონიდან. ეს ალბათ ახალ წლამდე უნდა მოხდეს. პროგნოზები და ვარაუდები ხშირად იდეალურად ზუსტი არაა, მაგრამ ასეთია გეგმა.
მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის დასრულების პერიოდშია მე-8 სართულის მშენებლობა:
მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვის დამთავრდა მე-8 სართულის მშენებლობა და დაიწყო მე-9 სართულის სამუშაოები:
მე-10 („გ“), კომერციულ („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის დასრულებისკენ მიდის მე-7 სართულის მშენებლობა:
ხედი „კარფურის“ მხრიდან:
შედარებისთვის გთავაზობთ თვენახევრის (30.09.2022) წინანდელ და დღევანდელ ფოტოებს:
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.