Wednesday, 27 May 2026

 მოგესალმებით,


ნამდვილად საწყენია, რომ საშინლად ენამყრალი და უნამუსო წევრები გვყოლია ამხანაგობაში.

რეკავენ, ილანღებიან და წყევლაზეც გადავიდნნენ.

სირცხვილია, ჩვენ თუ წყევლის ღირსი ვართ, აღარ ყოფილა საშველი.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ წყევლა არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ თუ ადამიანი იწყევლება, თანაც უსამართლოდ, აუცილებლად მიუვა მის ოჯახსო.

ასაკით ვერ გაამართლებთ ყიამყრალობას. თუ კვდებით, დაწერეთ ანდერძი ან გადაეცით უფლება მემკვიდრეებს.

ის, რომ 49-ე წელია შენდება არა ჩემი, არამედ თქვენი ბრალია.

2010 წლიდან ჩავერთე მშენებლობაში. ჯერ პასიურად, შემდეგ უკვე აქტიურად, თუმცა ეს ადამიანები ყოველთვის ჩემ წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ხან პოლიციაში, ხან პროკურატურაში, ხან საგადასახადოში და ხან აღსრულების სამსახურში შეჰქონდათ თავიანთი ხელმოწერილი საჩივრები.

2017 წლის ბოლოს ამირჩიეს თავმჯდომარედ 502-ში, ძლივს დამარეგისტრირა საგადასახადომ 2018-ში, ხოლო 2019-ში 504-ის თავმჯდომარედ. მოვძემბეთ სანდო ინვესტორი და 2020-ში დავიწყეთ მშენებლობა. 

იქნებ დაფიქრებულიყავით რატომ დავკარგეთ ამდენი წელი?

6 წლის მანძილზე ავაშენეთ 12 სადარბაზოიანი სახლი, ე.ი. 12 კორპუსი.

გამოდის, რომ წელიწადში 2 კორპუსს ვაშენებდით და ჩვენ გვწყევლით?

დიახ, ჩემი სურვილი იყო 26 მაისისთვის დამთავრებულიყო ყველაფერი, მაგრამ არ გამოვიდა. ამის გამო უნდა გვლანძღოთ? 48 წელი ელოდებოდით მშენებლობას, მაგრამ მაინც ტკბილად ესაუბრებოდით წინა გამგეობებს.

კარგად დაიმახსოვრეთ, წყევლას და ლანძღვას ნამდვილად არ ვიმსახურებთ, არც მე და არც ქ-ნი ხათუნა. დაწყევლეთ თქვენი წარსული ქმედებები.

რაც შეეხება ჩვენ საქმეს _ ბინები და ავტოსადმომები დარეგისტრირდა ამხანაგობის სახელზე. 

კიდევ ერთხელ გადამოწმების შედეგად აღმოცნდა, რომ 20--მდე ადამიანს არ მოუტანია სამკვიდროს ან უფლების გადაცემის დედანი. თითქმის ყველა დაგვპირდა, რომ შემდეგ კვირაში მოაგვარებენ ამ საკითხს.

არის რამდენიმე პრობლემური ბინა. ამ საკითხზეც ქალბატონ ხათუნასთან ერთად ვიფიქრებთ გამოსავალზე.

თუ მოთხოვნილი საბუთები წესრიგში არ იქნება, შესაბამის ბინებს ვერ დავარეგისტრირებთ. ბინა დარჩება ამხანაგობის სახელზე და დარეგისტრირდება მოგვიანებით _ საბუთის მოტანის შემდეგ.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ამხანაგობა, ერთობლივი, სოლიდარული ინსტიტუტია და იმის თქმა, რომ მართო მე დამირეგისტრირე და სხვა არ მაინტერესებს _ სირცხვილი და არაეთიკურია პროფესორ-მასწავლებლების ამხანაგობის წევრებიდან.

რაც შეეხება იმას, რომ სასამართლო ჩვენ არ გვეხება _ ელემენტარული უვიცობაა. ღმერთმა არ ქნას ჩვენი წაგება, მაგრამ ყველა ჩვენგანზე გაიყოფა წაგებული თანხა.

საბუთების წარმოდგენის შემდეგ უნდა შეიკრიბოს ამხანაგობის გამგეობა, მიიღოს სია (რომელშიც შევა ის ოჯახები, რომელსაც წესრიგში ექნება საბუთები), რომლებიც უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურად და დადასტურდეს ნოტარიულად. ნოტარიულად დადასტურებულ ოქმს დაერთვება თქვენ მიერ წარმოდგენილი დედნები (დაახლოებით 500-700 ფურცელი). ნოტარიუსის გადასახადსაც გადაიხდით სოლიდარულად.

ვადებს აღარ ვასახელებ. ყველაზე უფრო მე მინდა დამთავრდეს ეს საგიჟეთი. ამიტომ, ჩვენი ლანძღვა და წყევლა თქვენ ოჯახებს უბრუნდება უკან.

როგორც კი საჭირო იქნება შეგატყობინებთ.

ამხანაგობის თავმჯდომარე

.


Thursday, 21 May 2026

 მოგესალმებით,


დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი.

გოჩა ძასოხოვმა სცადა ისვ გაეჭიანურებია პროცესი, თუმცა არ გამოუვიდა.

სებაჰატდინ ილდიზის ადვოკატმა თურქის და ძასოხოვის გამართლება განაგრძო, მაგრამ აკლდა ძველებური რიხი და არგუმენტები.

საბოლოოდ , პროცესი დამთავრდა. დარჩა გამოცხადება, რომლის თარიღი მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ ამისთვის აქვს 1 თვე.

ნებისმიერ შემთხვევაში 21 ივნისამდე გამოაცხადებს _ დანიშნავს გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს.

Tuesday, 19 May 2026

მოგესალმებით,


შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 21 მაისს გვაქვს სასამართლო ძასოხოვის ძმაკაც საბაჰატდინ ილდიზის სარჩელთან დაკავშირებით.

ე.ი.  ხდომა შედგება 21 მაისს, 13 საათზე, # 11 სხდომის დარბაზში.

სიმბოლურია, რომ ამ დღეს არის ჩვენი ადვოკატის _ ხათუნა გრიგალაშვილის დაბადების დღეც.

Tuesday, 12 May 2026

მოგესალმებით,

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის დღეს!

 სასამართლო პროცესი ჩატარდა. გარდა ნუგზარ ივანიძისა კიდევ 5 ადამიანი ესწრებოდა. აუცილებელი არაა ბინის მესაკუთრე მოვიდეს. გამოგზავნეთ ოჯახის სხვა წევრები თუ თქვენ ვერ ახერხებთ.

როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოვიდა ხათუნა გრიგალაშვილი.

სრულიად ტყუილები ილაპარაკა ძასოხოვის ადვოკატმა. 

შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ იმდენი სამართლებრივად ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებებზე ისაუბრა, რომ თვითონაც აებლანდა მოსაზრებები. ბოლოს სასამართლოსთვის წარდგენი ტექსტი წაიკითხა, დროის გახანგრძლივებისთვის.

სააპელაციო სასამართლოს შემდეგ სხდომაზე განხილული იქნება მტკიცებულებები და როგორც გაცხადდა დამთავრდება კიდეც სასამართლო განხილვა.

ხდომა შედგება 21 მაისს, 13 საათხე, # 11 სხდომის დარბაზში.

სიმბოლურია, რომ ამ დღეს არის ჩვენი ადვოკატის _ ხათუნა გრიგალაშვილის დაბადების დღე.


ბინების და ავტოსადგომების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობაა. ბინების რეგისტრაციაზე განაცხადები ყველა შეტანილია. ჯერ კიდევ მოდის პასუხები. თითქმის ყველას ბინას არეგისტრირებენ ამხანაგობის სახელზე. თუმცა რამდენიმეს, მათ შორის მეც უარი მითხრეს. ამის თაობაზე შეტანილია საჩივარი. სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ბინების რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს.

სამშუხაროდ, გარკვეული შეცდომები აღმოვაჩინე რეესტრის გადაწყვეტილებებში. არეულია კოდები, არასწორადაა მითითებული განაცხადის ნომერი და სხვ.

რაღაც დრო დასჭირდება რეესტრის შეცდომების გასწორებასაც.

ყველა აღმოჩენილ მათგანზე (ამ ეტაპზე 25 განცხადება) შეტანილია განცხადება გამოსწორების შესახებ. 13-ში კიდევ 10 იქნება შესატანი.

წინასწარ ძნელია თქმა, მაგრამ რეესტრიდან დარეგისტრირებაზე, ახალ-ახალი შეცდომის გამოსწორებაზე ალბათ ეს კვირა დაგვჭირდება.

პარალელურად კეთდება დარეგისტრირებული ბინებისა და ავტოსადგომების სია. ეს სია უნდა დამტკიცდეს ამხანაგობის გამგეობაზე.

გარდაცვლილ ადამიანზე რეგისტრაცია არ ხდება. ზოგიერთს არ აქვს წარმოდგენილი სამკვიდროს დედანი.  ამ დოკუმენტის წარდგენაზე ბევრჯერ გთხოვეთ. ჩემი ბინისთვის კი არა თქვენი ბინისთვის. მეტს ამაზე აღარ დავწერ, ალბათ, თქვენ უკეთესად იცით.

ზოგიერთს აქვს რწმუნება. რწმუნებულს ჩვენ ვერ ჩავთვლით მესაკუთრედ. შემდეგ, რეესტრში მიიტანეთ რწმუნება და იმათმა განსაზღვრონ მესაკუთრედ დარეგისტრირების საკითხი.

კედევ ერთხელ _ არავითარ ვადას აღ გეუბნებით, რადგან ვადის გასვილთანავე იწყება საათიანი ახსნა-განმარტებები თითოეულ თქვენგანთან. ამის დრო ნამდვილად არ მაქვს _ თქვენსავე ბინებზე და ავტოსადგომებზე ვმუშაობ.

ნამდვილად არ ველოდი საჯარო რეესტრის ამდენ შეცდომას. 

მე თვითონ შეგატყობინებთ სიახლეებს. დარეკვა საჭირო არაა.

ზოგიერთმა ისევ დაიწყო წუწუნი, რომ კვდება და ა.შ.

ამ არგუმენტით საქმე ვერ დაჩქარდება _ ყველასი ერთად კეთდება. გარდა ამისა დიდი ხანია აგიკრძალეთ სიკვდილი _ ეს მაინც შეასრულეთ. 

ამხანაგობის თავმჯდომარე

Monday, 4 May 2026

 მოგესა;მებით ყველას,

ცოტა მკაცრი წერილის გამოგზავნა გამომივიდა, მაგრამ სჯობს წერილით საყვედური, ვიდრე ტელეფონით.

2 კვირაზე მეტია დილიდან საღამომდე საჯარო რეესტრში ვარ, შემდეგ სახლში ვაგრძელებ დოკუმენტების მომზადებას ღამის 2-3 საათამდე და ნამდვილად არ მცალია საათობით თქვენთან საუბარზე და დეტალების მემილიონედ ახსნა-განმარტებაზე. ამასთან ზოგიერთი უსაფუძვლო პრეტენზიებით იწყებს კრიტიკას და ლანძღვას.

49-ე წელია გრძელდება მშენებლობა და ასეთი რა მოუთმენელი დაგემართათ, რომ რამდენიმე კვირა ან თვე ვერ მოგითმენიათ?

ამხანაგობა არის სოლიდარული მმართველობის გაერთიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობაც სოლიდარულია. 

სოლიდარული და არა მარტო ამხანაგობის თავმჯდომარის. თავი დავანებოთ იმას, რომ გარდა 1-2 ადამიანისა, არავის მოსვლია თავში დახმარების შემოთავაზება. სამსახურში მეც ვმუშაობ და უსაქმურად ნამდვილად არ დავეხეტები ზოგიერთივით. უფრო მეტიც, იმის მოსმენაც არავის უნდა თუ რა ეტაპები დაგვრჩა გასაკეთებელი.

თუ რაიმე ვადას ვიტყვი და არ დაემთხვევა (სხვების მიზეზით), საყვედურების ნიაღვარი მოდის სატელეფონო საუბრებზე.

ამხანაგობა სოლიდარული ქმედების ინსტიტუტია, თუმცა სასამართლო სხდომებზე მხოლოდ მე, ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი და ნუგზარ ივანიძე ესწრება. ბატონი ნუგზარიც იღებს ბინას, მაგრამ მოდის პროცესზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შვილი გარდაეცვალა.

ხუთშაბათს  7 მაისს. 11:00 საათზე (სხდომის დარბაზი # 15) გვაქვს სასამართლო პროცესი   სააპელაციო სასამართლოში (დიღომი, პოლიციის სამმართველოს გვერდით) ძასოხოვის ძმაკაც საბაჰატდინ ილდიზთან.

პროცესი და შედეგი ეხება ყველას და არა მარტო 2 ადამიანს.

ბინის დოლარებზე გადაანგარიშებაზე და ფინანსური და საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრები სასამართლო გადაწყვეტილების შედეგებზეცაა დამოკიდებული.

პროცესზე ვნახავთ როგორი სოლიდარული პიროვნებები ბრძანდებით.

სხვა ინფორმაცია 1 კვირის შემდეგ.

ამხანაგობის თავმჯდომარე