Monday, 4 May 2026

 მოგესა;მებით ყველას,

ცოტა მკაცრი წერილის გამოგზავნა გამომივიდა, მაგრამ სჯობს წერილით საყვედური, ვიდრე ტელეფონით.

2 კვირაზე მეტია დილიდან საღამომდე საჯარო რეესტრში ვარ, შემდეგ სახლში ვაგრძელებ დოკუმენტების მომზადებას ღამის 2-3 საათამდე და ნამდვილად არ მცალია საათობით თქვენთან საუბარზე და დეტალების მემილიონედ ახსნა-განმარტებაზე. ამასთან ზოგიერთი უსაფუძვლო პრეტენზიებით იწყებს კრიტიკას და ლანძღვას.

49-ე წელია გრძელდება მშენებლობა და ასეთი რა მოუთმენელი დაგემართათ, რომ რამდენიმე კვირა ან თვე ვერ მოგითმენიათ?

ამხანაგობა არის სოლიდარული მმართველობის გაერთიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობაც სოლიდარულია. 

სოლიდარული და არა მარტო ამხანაგობის თავმჯდომარის. თავი დავანებოთ იმას, რომ გარდა 1-2 ადამიანისა, არავის მოსვლია თავში დახმარების შემოთავაზება. სამსახურში მეც ვმუშაობ და უსაქმურად ნამდვილად არ დავეხეტები ზოგიერთივით. უფრო მეტიც, იმის მოსმენაც არავის უნდა თუ რა ეტაპები დაგვრჩა გასაკეთებელი.

თუ რაიმე ვადას ვიტყვი და არ დაემთხვევა (სხვების მიზეზით), საყვედურების ნიაღვარი მოდის სატელეფონო საუბრებზე.

ამხანაგობა სოლიდარული ქმედების ინსტიტუტია, თუმცა სასამართლო სხდომებზე მხოლოდ მე, ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი და ნუგზარ ივანიძე ესწრება. ბატონი ნუგზარიც იღებს ბინას, მაგრამ მოდის პროცესზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შვილი გარდაეცვალა.

ხუთშაბათს  7 მაისს. 11:00 საათზე (სხდომის დარბაზი # 15) გვაქვს სასამართლო პროცესი   სააპელაციო სასამართლოში (დიღომი, პოლიციის სამმართველოს გვერდით) ძასოხოვის ძმაკაც საბაჰატდინ ილდიზთან.

პროცესი და შედეგი ეხება ყველას და არა მარტო 2 ადამიანს.

ბინის დოლარებზე გადაანგარიშებაზე და ფინანსური და საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრები სასამართლო გადაწყვეტილების შედეგებზეცაა დამოკიდებული.

პროცესზე ვნახავთ როგორი სოლიდარული პიროვნებები ბრძანდებით.

სხვა ინფორმაცია 1 კვირის შემდეგ.

ამხანაგობის თავმჯდომარე


No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.