Friday, 4 September 2026

 მოგესალმებით მეგობრებო,


იმედია მესაკუთრის როლში თავს კარგად გრძნობთ.

.რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედი საქართველოში და ისევ თქვენი ზარები. ქონება დაირეგისტრირეთ, ახლა უფრო მეტს ითხოვთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ არსებობს მოვალეობებიც. ეს მოვალეობები თქვენ გეხებათ.

ზარების დიდი ნაწილი შეეხება იმ საკუთხს, რომლითაც გინდათ მოვალეობების ჩამოცილება და განზრახული გაქვთ ბინების გაყიდვა ან გაჩუქება. 

ბინის ახალ მფლობელს არ ექნება ეს ვალდებულება, მაგრამ თქვენ, გაყიდვის ან სხვაგვარად ბინის გადაცემის შემთხვევაში მაინც გრჩებათ.

კიდევ ერთხელ _ ბინის გაყიდვის შემთხვევაში, ძველი ვალდებულებების შესრულება ისევ თქვენ (ის პირი, რომლიც გვარიც გადაეცა განშლაში) გეკისრებათ.

მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ მფლობელს კი არა, თქვენ გეხებათ. სასამართლოს მიმდინარეობა და შედეგი თქვენი ინტერესის სფეროა და არა ახალი მესაკუთრის.

ზარების ერთი ნაწილი რემონტის დაწყებას ეხება. შემართებით და თვითდარწმუნებით გინდათ დღესვე დაიწყოთ რემონტი და უკმაყოფილებას გამოხატავთ მშენებლობის გაჭიანურების გამო. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ხალხს, რომლებიც ივლისში, 150 ლარის სავარაუდო დაკარგვაზე თავს მაცოდებდნენ და ფაქტობრივად ტრაგედიად აღიქვამდნენ. 

როდესაც ვეუბნებოდი, რომ არ დაგეკარგებათ-მეთქი, არ სჯეროდათ. ვერ გამიბედეს, თორემ ვატყობდი უნდოდათ ეთქვათ, რომ მე გადამეხადა ეს თანხა.

არავის არ დაუკარგავს.

ყველა დაპირება, რაც მოგეცით შევასრულე, თუ ჩემზე იყო დამოკიდებული. ზოგიერთმა ვადამ გადაიწია, რაც ინვესტორზე ან სხვ.  იყო დამოკიდებული. ალბათ გახსოვთ 2000-2001 წლების არჩევნები, როდესაც წურბელებივით შემოგვესია და ხა გვაკრიტიკებდა ოპოზიციური პარტიები. რამდენი გადაცემა მიუძღვნეს ტვ „ფორმულაში“, „მთავარში“, „პირველში“ და სხვ.; ერთ ჟურნალისტს ჟურნალისტთა ქართიაში ვუჩივლეთ და მოვუგეთ.

ალეკო ელისაშვილს საარჩევნო რგოლშიც ჩვენი მშენებლობა ჰქონდა ჩართული. „ლელოს“ კანდიდატები ჩვენი მშენებლობიდან ახორციელებდნენ რეპორტაჟებს. 

ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი უმაღლესი ხარისხის ცარცის ქაღალდზე ფერადად დაბეჭდილი ტრანსფარანტებით, სტიკერებით და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ფაქტი. 

მაშინ ამ გამოსვლებმა დაგვაზარალა, რადგან რამდენიმე თვის შეჩერდა მშენებლობა. 

როგორც იცით, მშენებელს ოქტომბრის ბოლოს უნდა დაემთავრებინა მშენებლობა, მაგამ 1.5 თვეა მშენებლობა შეჩერებულია თბილისის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მეზობელი სახლების ჩივილის გამო.

ინვესტორმა მოაგვარა ეს პრობლემა და სუ 2 დღეა რაც განახლდა მშენებლობა. სამაგიეროდ მშენებლობის ვადამ გადაიწია და როგორც ინვესტორმა შემატყობინა ეს იქნება დეკემბრის ბოლოს.

რას იზამთ? ვერაფერს. ეს მშენებლობაა და ასეთი რამ ხდება. ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება 50-ე წელი მშენებლობის. მაინც მივედით მრგვალ თარიღამდე.

იმედია ამხანაგობის მაწყევარი წევრები სამეგრელოდან, ელემენტარულ ანალიზს გააკეთებენ და ამხანაგობის წევრებს და მე არ დამწყევლიან. ისე, ძველ წყევლაზე ჯერ ბოდიში არ მოუხდიათ. 

კიდევ ერთი საკითხი.

როგორც გახსოვთ ინვესტორს ვთოვე და ისიც დაგვპირდა, რომ დააკმაყოფილოს თქვენი ინტერესი და სექტემბერში დაგათვალიერებინებდათ ბინებს.

ამის თაობაზე ვესაუბრე და გარკვეული წესები და პირობები იქნება დასაცავი.

სავარაუდოდ 15 სექტემბრიდან დავიწყებთ სადარბაზოების მიხედვით. გვარები გადაცემული ექნება იმვესტორს. ერთი დღე _ ერთი სადარბაზო. სადარბაზოებშიც სართულების მიხედვით იქნება დათვალიერება 14:00-18:00 საათებში. თითო ოჯახზე გამოყოფილ;ი იქნება 25-30 წუთი.

როგორც ინვესტორმა განაცხადა დასვენების დრეებში და საათებში ვერ განახორციელებენ ამ „ექსკურსიებს“. 

ისინი ადგენენ წესებს. ჩვენ ან ვემორჩილებით ან არა.

ის ვინც ვერ მოვა (ან დაიგვიანებს) დათქმულ დღეს ან საათზე, დაელოდოს დეკემბრის ბოლოს. საპატიო მიზეზები აქ არ მოქმედებს.

არც მე ვყოფილვარ ჯერ შიგნით და ჩემი დრო როცა მოვა უნდა გავეთავისუფლო სამსახურიდან.

მე გადავცემ ვიზიტის განრიგს ინვესტორს, რომლებიც სამშაბათ-ოთხშაბათს (უცხოეთში არიან) დამიდასტურებენ ან რაიმე ცვლილებას შეიტანენ.

სავარაუდოდ ამ დროისთვის გამოვაქვეყნებ განრიგს.

„ერთი საკითხიც.

იქამდე სანამ არ გაუქმებულა ჩვენი ამხანაგობა, ადრეც გთხოვეთ და ახლაც გთხოვთ, მესიჯით ან მეილით გამომიგზავნეთ ახალი მფლობელის კოორდინატები. ან თვითონ ახალ მესაკუთრეს უთხარით დამიკავშირდეს.

ზოგიერთს, ვინც გაყიდა ჰგონია, რომ ეს საიდუმლოა. ამ დროს საჯაროა, თუმცა მეილი და მობილური ამ ინფორმაციაში არაა მითითებული.

ისეთ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, როდესაც ამხანაგობის ერთი წევრის გარდაცვალების შემდეგ, მის მეუღლეს ვთხოვე გარდაცვალების ცნობა, რათა წარმედგინა სასამართლოში ძასოხოვის საქმეზე და კიდევ 6 თვით გადაგვეწია პროცესი. ამ ქალბატონმა ასეთი ცნობა არ გვაქვსო _ გამოდის ჩუმად დაუსაფლავებია ქმარი. ცნობა ავიღე რეესტრში (ღირდა 2 ლარი) და ამ ქალბატონს გავუგზავნე. ბოდიშიც არ მოუხდია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მოვალეობები და ვალდებულებები ისევ თქვენ გრჩებათ.

შესაბამისად, გელით თბილისის საქალაქო სასამართლოში (მცხეთიდან თბილისის გზაზე) ზაალ უდუმაშვილის სარჩელთან დაკავშირებით, 25 სექტემბერს 12:00 საათზე, სხდომათა დარბაზი # 63, მოსამართლე უჩა თოდუა.