Thursday, 26 March 2026

 მოგესალმებით მეგობრებო,


რეესტრმა დაასრულა შემოწმება.

ერთადერთი, რაც მოითხოვეს, ესაა მერიისგან ახალი ნებართვა.

როგორც მერიაში განუცხადეს ჩვენ ინვესტორს, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ 1 თვე საპასუხოდ, შეეცდებიან უფრო ადრე გასცენ ეს დოკუმენტი.

იდეალური იქნება აღდგომამდე, ვნახოთ.

ამრიგად, ველოდებით მერიიდან პასუხს. პასუხის მიღებისთანავე ვიწყებთ ამხანაგობის სახელზე რეგისტრაცია, ხოლო შემდეგ ინდივიდუალურს.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი სიახლე _ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ა.წ. 16 აპრილს, 11 საათზე, # 15 სხდომათა დარბაზში  ჩატარდება სასამართლო პროცესი ძასოხოვის თურქი ძმკაცის  სიბაჰადტინ ილდიზის საჩივარზე ჩვენსა და ვტბ ბანკის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ამ საქმეში ხაშურის სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა, ხოლო ბანკს 7 მილინი დოლარის დაკისრება დაავალა. ბანკმაც უჩივლა საკასაციო სასამართლოში.

ვიტოვებთ იმედს, რომ მოხვალთ სასამართლოზე, ისინიც კი, ვისაც ნოტარიულად დამოწმებული სამკვიდროს ან უფლების დათმობის დოკუმენტების მოტანაც კი ეზარება.

იმედია ამ დროისთვის მერიის პასუხიც იქნება.

ამხანაგობის თავმჯდომარე

Saturday, 21 March 2026

 


ამონარიდი სერგო ჯორბენაძის წიგნიდან _ „ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვ ილისა, რომელიც ზუსტად მიესადაგება საქართველოს დღევანდელ გლოვას:


ადამიანი სიკვდილშიც იცნობა!
სწორედ სიკვდილის შემდგომ იწყება მთელი სისრულით იმათი აღიარება, ვისაც თანამედროვე და მომავალ თაობებზე უზრუნია, მათთვის „სიყვარულით უშენებია“.


სიკვდილით სიცოცხლის ძლიერება წარმოჩნდება.!

სწორედ ბუმბერაზ ვაჟა-ფშაველას ჰქონდა უფლება, ეთქვა:


„შენი ჭირიმე, სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა!“


Monday, 2 March 2026

 გილოცავთ დედის დღეს!

პირველ რიგში დედებს!

შემდეგ შვილებს!

სიხარული, ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოკლებოდეს დედებსა და შვილებს!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს წასული დედები!




გუშინ, ნოტარიუსთან ხელი მოეწერა ყველა იმ დოკუმენტს, რაც საჭირო იყო საჯარო რეესტრში წარსადგენად.

იმის გამო, რომ უკვე 18:00 საათი სრულდებოდა, რეესტრმა გვირჩია, რომ შეტანა განხორციელებულიყო 4 მარტს, რადგანაც 2 და 3 მარტი დღეების რაოდენობაში ჩაითვლებოდა, თუმცა რეალურად ვერ შეისწავლიდნენ.

ამრიგად, ხვალ 4 მარტს შეტანილი იქნება საჯარო რეესტრში, დაჩქარებული წესით (იხდის ინვესტორი). 

მიუხედავად დაჩქარებული წესით მოთხოვნისა, თვალის გადავლებით შეფaსებით, რეესტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელია ჩაეტიონ იმ ვადებში, რაც გათვალისწინებულია დაჩქარებით დარეგისტრირებისას, რადგან ძალიან მოცულობითია (500-მდე ბინა, 500-ზე მეტი ავტოსადგომი, კომერციული ფართები). ამის დეტალურ შემოწმებას სავარაუდოდ 3-4 კვირა დასჭირდება. თუმცა დაგვპირდნენ, რომ მაქსიმალურად დააჩქარებენ.

იმედია, რომ რეესტრი არ დაახარვეზებს, რადგან ხარვეზის გამოსწორებასაც გარკვეული დრო უნდა.

ამის შემდეგ ვიფორმებთ ამხანაგობის სახელზე ბინებს _ საკადასტრო კოდის მინიჭება.

შემდეგი ეტაპი იქნება ინდივიდუალურად გადაფორმება.

ამისთვის, უნდა ჩატარდეს გამგეობის სხდომა, სადაც ინდივიდუალურად იქნება განხილული წარმოდგენილი დოკუმენტების დედნები.

ამ ეტაპისთვის რეესტრს მიუღია ახალი რეგულაციები.

ჩვენთვის ფაქტობრივად არაფერი იცვლება, რადგან დედნები ისედაც წარსადგენი გვქონდა.

მთავარი დოკუმენტი, რომელსაც დაეყრდნო მერია და პროექტი დაამტკიცა, იყო ფინანსთა სამინისტროს წერილი ჩვენ მიერ გადახდილი თანხის შიდა ვალად აღიარების შესახებ. როგორც მოგეხდენებათ ამხანაგობის წინა გამგეობამ არსებული ყველა დოკუმენტი დაგვიმალა და არ გადმოგვცა.

ჩვენ მიერ მოპოვებულ ვალის აღიარების სამინისტროს ეს წერილი რეესტრშიც მთავარია _  საყრდენი დოკუმენტი ბინების ინდივიდუალურად დარეგისტრირებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ვალის აღიარების დოკუმენტში მითითებული ადამიანების გარკვეული ოდენობა გარდაცვლილია, წარმოსადგენია მათი სამკვიდროების დედანი. არის შემთხვევა, რომ მემკვიდრეც გარდაცვლილია. ამ შემთხვევაში მემკვიდრის სამკვიდროს დედანიც იქნება წარმოსადგენი.

უმრავლესობას წარმოდგენილი გაქვთ, ოღონდ ასლის („ქსეროქსის“) სახით.

ზოგიერთს დათმობილი აქვს უფლება (ცესიის წესით) სხვაზე. ამის დედნებიც უნდა წარმოადგინოთ.

ერთი სიტყვით, უნდა არსებობდეს ნოტარიული ბმა _ ვალის აღიარების სიაში მითითებულ პირსა და იმ პირს შორის ვისაც უნდა დარეგისტრირება.

გადავხედე თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დღეს ან ხვალ მეილებზე გამოგიგზავნით სამკვიდროს დედნების მოსატან პირთა სიას.

ე.ი. გამოვაგზავნი სიას და თუ ამ სიაში ბრძანდებით, უნდა წარმოადგინოთ სამკვიდროები დედნის სახით.

შემდეგ დღეებში გამოვუგზავნი იმათ სიას, ვინც ორი სამკვიდრო, უფლების დათმობის ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტების დედნები უნდა წარმოადგინონ.

ეს დედნები დარჩება (შეინახება) საჯარო რეესტრში.

იმ შემთხვევაში, თუ დედნები ვერ მოიძიეთ, მიბრძანდით იმ ნოტარიუსთან სადაც აიღეთ სამკვიდრო, ანახეთ სამკვიდროს ასლი („დაქსეროქსებული“) და მოითხოვეთ ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომელსაც რეესტრისთვის დედნის ძალა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მითითებული არიან შიდა ვალში და დღესაც ჯანმრთელად არიან (მაგ, კ.კახაია, ნ.ივანიძე, ნ.კვარაცხელია და სხვ.), არავითარი დოკუმენტის წარდგენას არ საჭიროებენ. ისინი გამგეობის წერილის საფუძველზე პირადობის წარდგენით დაირეგისტრირებენ ბინას. დამატებით კი, დაგვპირდებიან, რომ იზეიმებენ ახალსახლობას.

კიდევ ერთი _ წინა წერილის შემდეგ ძალიან ბევრმა დაამიანმა დამირეკა, ე.წ. მესამე პირებმა _ ჩარკვიანის მიერ გაყიდული ბინებიდან.

მათ რეგისტრაციას განახორციელებს ინვესტორი.

ეს წერილი ეხება არა ამხანაგობა „ბაგები 504-ს“ მთლიანად, არამედ 504-ის ერთ სუბიექტს _ „ბაგები 502-ს“, ე.ი. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამხანაგობას. საიტიც ამ ამხანაგობისაა _ bagebi502.blogspot.com

ვფიქრობ, რომ ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტების წარდგენა თავისუფლად უნდა შეძლოთ 20-25 მარტამდე.

დოკუმენტები შეგიძლიათ გადმომცეთ მე ან ქალბატონ ირა მგელაძეს (577595997).

ქალბატონი ირას _ თსუ 1-ელ კორპუსში, მე - უზენაეს სასამართლოში.

ამხანაგობის თავმჯდომარე


Sunday, 1 March 2026

 მოგესალმებით მეგობრებო,



გილოცავთ გაზაფხულის დადგომას!

48-ე გაზაფხულზე (აღმასკომის პირველი აქტიდან. ამ დოკუმენტამდე 2 წელი (1976 წლიდან) სიების შედგენა და დოკუმენტების მოძიება-შესაბამისობა მიმდინარეობდა) როგორც იქნა ვამთავრებთ დიდ ეპოპეას. მართალია ზოგიერთები მოგვიანებით შემოუერთდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ არავის დღემდე იმედიც არ გვქონდა აშენების.

მოკლედ, მივედით ბოლოში. 

მერიის ყველა ხარვეზი არათუ გამოსწორდა, არამედ სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაზე იქნა შემოწმებული.

გუშინ, შაბათს ნოტარიუსმა დაამთავრა დოკუმენტების შემოწმება და ხვალ, ორშაბათს გუმბათი და მე (თქვენი სახელით) ვაწერთ ხელს ახალ განშლას და რეესტრში ჩასაბარებელ სხვა წერილებს. მარტო მე, 1500-ზე მეტი ხელმოწერა მაქვს გასაკეთებელი ყველა ფურცელზე.

ამის შემდეგ, ორივე მხარე მივდივართ რეესტრში და ვაბარებთ დოკუმენტების სრულ პაკეტს.

იმედია, რომ რეესტრს არავითარი შენიშვნა არ ექნება.

რეესტრის დადებითი პასუხის შემდეგ ვიწყებთ ამხანაგობის სახელზე საკადასტრო კოდის დარეგისტრირებას. უკვე ამის შემდეგ კი, ინდივიდუალურად თქვენზე დარეგისტრირებას.

ვადებს სპეციალურად არ ვასახელებ, რადგან 2-3 დღის გადაცდენაზე ზოგიერთს პანიკა ეწყება და იწყებს ნერვიულობას, ლანძღვას, ტყუილი ფაქტების მოგონებას _ თითქოს ამდენი წელი უქმად არ ისხდნენ და ზიანს გვაყენებდნენ .

საკადასტრო კოდისა და ავტოსადგომის თანხების აკრეფა შაბათს თამთავრდა.

ამხანაგობის სახელზე არა, მაგრამ თქვენ სახელზე დარეგისტრირებისთვის უნდა გაკეთდეს ინდივიდუალური მიმართვები რეესტრზე, ამისთვის საჭიროა სამკვიდროების ან ცესიის ხელშეკრულებების დედნების მოტანა.

შემდეგ კვირაში, მეილზე გამოგიგზავნით ამ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლის დედნებიც გვჭირდება. უმრავლესობამ მშვენივრად იცით, რომ დედნები არ გადმოგიციათ.

თუ დედნები არ გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ ნოტარიუსებს და მათი დამოწმებული ასლი აიღოთ.

დედანი დოკუმენტის გარეშე ინდივიდუალურად ვერ დაგირეფისტრირებთ, ვერ მივმართავთ რეესტრს.

დედანი სამკვიდროები, ცესიის (დათმობის) ან ნასყიდობის ხელშეკრულებები და რწმუნებები შეგიძლიათ მომაწოდოთ პირადად მე ან ქალბატონ ირა მგელაძეს.

არავითარი დოკუმენტის მოტანა არ სჭირდება იმათ, ვინც თავიდან იყო ამხანაგობის წევრი და დღეს საბედნიეროდ ჯანმრთელად არის. მაგალითად. ე.აკობია, ი.მგელაძე, ო.ქომურჯიშვილი და სხვ.

ჩვენ ამხანაგობაშიც მოვიდა გაზაფხული.

ამხანაგობის თავმჯდომარე


.