გილოცავთ დედის დღეს!
პირველ რიგში დედებს!
შემდეგ შვილებს!
სიხარული, ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოკლებოდეს დედებსა და შვილებს!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს წასული დედები!
გუშინ, ნოტარიუსთან ხელი მოეწერა ყველა იმ დოკუმენტს, რაც საჭირო იყო საჯარო რეესტრში წარსადგენად.
იმის გამო, რომ უკვე 18:00 საათი სრულდებოდა, რეესტრმა გვირჩია, რომ შეტანა განხორციელებულიყო 4 მარტს, რადგანაც 2 და 3 მარტი დღეების რაოდენობაში ჩაითვლებოდა, თუმცა რეალურად ვერ შეისწავლიდნენ.
ამრიგად, ხვალ 4 მარტს შეტანილი იქნება საჯარო რეესტრში, დაჩქარებული წესით (იხდის ინვესტორი).
მიუხედავად დაჩქარებული წესით მოთხოვნისა, თვალის გადავლებით შეფaსებით, რეესტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელია ჩაეტიონ იმ ვადებში, რაც გათვალისწინებულია დაჩქარებით დარეგისტრირებისას, რადგან ძალიან მოცულობითია (500-მდე ბინა, 500-ზე მეტი ავტოსადგომი, კომერციული ფართები). ამის დეტალურ შემოწმებას სავარაუდოდ 3-4 კვირა დასჭირდება. თუმცა დაგვპირდნენ, რომ მაქსიმალურად დააჩქარებენ.
იმედია, რომ რეესტრი არ დაახარვეზებს, რადგან ხარვეზის გამოსწორებასაც გარკვეული დრო უნდა.
ამის შემდეგ ვიფორმებთ ამხანაგობის სახელზე ბინებს _ საკადასტრო კოდის მინიჭება.
შემდეგი ეტაპი იქნება ინდივიდუალურად გადაფორმება.
ამისთვის, უნდა ჩატარდეს გამგეობის სხდომა, სადაც ინდივიდუალურად იქნება განხილული წარმოდგენილი დოკუმენტების დედნები.
ამ ეტაპისთვის რეესტრს მიუღია ახალი რეგულაციები.
ჩვენთვის ფაქტობრივად არაფერი იცვლება, რადგან დედნები ისედაც წარსადგენი გვქონდა.
მთავარი დოკუმენტი, რომელსაც დაეყრდნო მერია და პროექტი დაამტკიცა, იყო ფინანსთა სამინისტროს წერილი ჩვენ მიერ გადახდილი თანხის შიდა ვალად აღიარების შესახებ. როგორც მოგეხდენებათ ამხანაგობის წინა გამგეობამ არსებული ყველა დოკუმენტი დაგვიმალა და არ გადმოგვცა.
ჩვენ მიერ მოპოვებულ ვალის აღიარების სამინისტროს ეს წერილი რეესტრშიც მთავარია _ საყრდენი დოკუმენტი ბინების ინდივიდუალურად დარეგისტრირებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ ვალის აღიარების დოკუმენტში მითითებული ადამიანების გარკვეული ოდენობა გარდაცვლილია, წარმოსადგენია მათი სამკვიდროების დედანი. არის შემთხვევა, რომ მემკვიდრეც გარდაცვლილია. ამ შემთხვევაში მემკვიდრის სამკვიდროს დედანიც იქნება წარმოსადგენი.
უმრავლესობას წარმოდგენილი გაქვთ, ოღონდ ასლის („ქსეროქსის“) სახით.
ზოგიერთს დათმობილი აქვს უფლება (ცესიის წესით) სხვაზე. ამის დედნებიც უნდა წარმოადგინოთ.
ერთი სიტყვით, უნდა არსებობდეს ნოტარიული ბმა _ ვალის აღიარების სიაში მითითებულ პირსა და იმ პირს შორის ვისაც უნდა დარეგისტრირება.
გადავხედე თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დღეს ან ხვალ მეილებზე გამოგიგზავნით სამკვიდროს დედნების მოსატან პირთა სიას.
ე.ი. გამოვაგზავნი სიას და თუ ამ სიაში ბრძანდებით, უნდა წარმოადგინოთ სამკვიდროები დედნის სახით.
შემდეგ დღეებში გამოვუგზავნი იმათ სიას, ვინც ორი სამკვიდრო, უფლების დათმობის ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტების დედნები უნდა წარმოადგინონ.
ეს დედნები დარჩება (შეინახება) საჯარო რეესტრში.
იმ შემთხვევაში, თუ დედნები ვერ მოიძიეთ, მიბრძანდით იმ ნოტარიუსთან სადაც აიღეთ სამკვიდრო, ანახეთ სამკვიდროს ასლი („დაქსეროქსებული“) და მოითხოვეთ ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომელსაც რეესტრისთვის დედნის ძალა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მითითებული არიან შიდა ვალში და დღესაც ჯანმრთელად არიან (მაგ, კ.კახაია, ნ.ივანიძე, ნ.კვარაცხელია და სხვ.), არავითარი დოკუმენტის წარდგენას არ საჭიროებენ. ისინი გამგეობის წერილის საფუძველზე პირადობის წარდგენით დაირეგისტრირებენ ბინას. დამატებით კი, დაგვპირდებიან, რომ იზეიმებენ ახალსახლობას.
კიდევ ერთი _ წინა წერილის შემდეგ ძალიან ბევრმა დაამიანმა დამირეკა, ე.წ. მესამე პირებმა _ ჩარკვიანის მიერ გაყიდული ბინებიდან.
მათ რეგისტრაციას განახორციელებს ინვესტორი.
ეს წერილი ეხება არა ამხანაგობა „ბაგები 504-ს“ მთლიანად, არამედ 504-ის ერთ სუბიექტს _ „ბაგები 502-ს“, ე.ი. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამხანაგობას. საიტიც ამ ამხანაგობისაა _ bagebi502.blogspot.com
ვფიქრობ, რომ ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტების წარდგენა თავისუფლად უნდა შეძლოთ 20-25 მარტამდე.
დოკუმენტები შეგიძლიათ გადმომცეთ მე ან ქალბატონ ირა მგელაძეს (577595997).
ქალბატონი ირას _ თსუ 1-ელ კორპუსში, მე - უზენაეს სასამართლოში.
ამხანაგობის თავმჯდომარე

No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.