Saturday 29 May 2021

 მოგესალმებით მეგობრებო.


გაგაცნობთ დღევანდელ მდგომარეობას.

ცოტათი შეიცვალა 3 დღის წინ დაგეგმილი სამუშაოები იმ კუთხით, რომ შემდეგი კვირის სამუშაოები ამ კვირაში გაკეთდა.

კერძოდ, დარჩენილი ნაწილის მონგრევასთან ერთან მიმდინარეობდა ნანგრევების გატანა. თითქმის მოსუფთავდა ეზოს უკანა მხარე. გატანილი იქნა უამრავი ნანგრევი მანქანებით. გარდა ამისა თითქმის მთლიანად ჩამოინგრა სვეტების მცირე ნარჩენები საძირკველსა და კედლებში.

უკანა მხარე დღეს ასე გამოიყურება:







გამომდინარე იქიდან, რომ შესრულდა მომავალი კვირის სამუშაოები, ამ კვირის გასაკეთებელი, მცირედი სამუშაო, გადაიდო შემდეგი კვირისთვის.

კონკრეტულად _ მოსანგრევი დარჩა სულ მცირე ნაწილი, რომელიც მოინგრევა ორშაბათს:






იგივე, დასანგრევი მცირე მონაკვეთი სხვა რაკურსით:





შემდეგ კვირას დაიწყება დროებითი გზის მონგრევაც:



ხედი, ყიფშიძის ქუჩაზე გასასვლელი დროებითი გზიდან:




ესეც მიქელაძის ქუჩის მხარეს მოსუფთავებული სამშენებლო პოლიგონი:



ესეც საერთო ხედი „კარფურის“ მხრიდან:




ამრიგად, ორშაბათს დამთავრდება „ზ“ სადარბაზოს დარჩენილი ნაწილის და დაიწყება ყიფშიძეზე გასასვლელი დროებითი გზის მონგრევა.

Wednesday 26 May 2021

გილოცავთ!

ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ფინანსური შეჭირვების გამო იძულებული გახდნენ გადახვეწილიყვნენ სხვა ქვეყნებში და დღესაც კი უჭირთ საქართველოში დაბრუნება. გული არ გაიტეხოთ, ყველაფერი კარგად იქნება.



მიუხედავად დამოუკიდებლობის დღისა, მშენებლობა დღესაც მიმდინარეობდა. ძირითადი კორპუსიდან, ფაქტობრივად დარჩენილია მხოლოდ ბოძები, რომლის დანგრევას 2 დღე დასჭირდება. ნანგრევებიც გასატანი იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ შაბათ საღამოსთვის ნგრევა დამთავრებული იქნება (დარჩება მხოლოდ ბოძების ბოლო ნაწილები, რომლებიც კედელში ან საძირკველშია და უფრო ფრთხილ მონგრევას საჭიროებს.

მართალია წინა ინფორმაციიდან ერთი კვირა არ გასულა, მაგრამ თვალისა და გულის გასახარათ მაინც გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


საერთო ხედი ზემოდან:





3 დღის წინ, აქ იყო „ი“ სადარბაზოს ნაწილი მოსანგრევი:




დარჩენილია „ზ“ სადარბაზოს მცირედი ნაწილის მონგრევა, თუმცა ეს შედარებით ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რადგანაც ორივე მხრიდან კედლებია:




თუ მანქანებისთვის აღარ იქნა საჭირო, შემდეეგ კვირაში მოსანგრევი და ასაღები იქნება ყიფშიძის ქუჩაზე გასასვლელად შექმნილი ახალი გზა:




კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 

გაიხარეთ თქვენ და საქართველომ!

Saturday 22 May 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,


გაგაცნობთ მშენებლობის მიმდინარეობის დღევანდელ მდგომარეობას.


საერთო ხედი მიქელაძის ქუჩიდან:




წინა კვირის შემდეგ დაინგრა „ი“ სადარბაზო. 

დარჩენილია ამ სადარბაზოს პატარა ნაწილის მონგრევა:




მოსანგრევი დარჩა „ზ“ და „თ“ სადარბაზოების პირველი სართულები:






მოსანგრევ ნაწილზე, სართულებს შორის გამყოფი ბეტონი ჩანგრეულია:





ძველი შენობის ამ დარჩენილი ნაწილის დანგრევის გარდა, საჭირო იქნება 1-2 დღე, არმატურის ბეტონისაგან გამოსაცალკევებლად, რადგან იქ, სადაც ბეტონს ყრიან (სულ 2 ადგილია ამისთვის გამოყოფილი თბილისში), არ შეიძლება არმატურასთან ერთად გადაყრა.

არმატურის გამოცალკევებასაც „კოდალა“ ახორციელებს (ამიტომ იყო საჭირო 2 კოდალის ერთდროულად მუშაობა). ამის შემდეგ გატანილ უნდა იქნეს ნანგრევი ბეტონები.

ეზოს დასუფთავების შემდეგ გამოჩნდება სვეტების პატარ-პატარა წანაზარდები, რომლებიც დარჩენილი იქნება საერთო ნგრევის შემდეგ და მოითხოვს უფრო ფაქიზ, იუველირულ მუშაობას, რათა არ დაზიანდეს სხვა სიკეთეები.


პარალელურად სუფთავდება მანქანის ჩასასვლელი ადგილი და მასალების ყოფილი საწყობი:





პროგნოზის გაკეთება რთული და აარასანდო საქმეა, მაგრამ სახლის დარჩენილი ნაწილის _ „ზ“ და „თ“ სადარბაზოს პირველი სართულის დემონტაჟი უნდა დამთავრდეს ამ თვეში.

Saturday 15 May 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,


დღეს შაბათია, კვირის ბოლო (ხვალ „კოდალა“ ისვენებს) და გთავაზობთ გაწეული სამუშაოების ფოტო- ანგარიშს.

ბოლო 3-4 დღის მანძილზე, მშენებლობაზე მიმდინარეობდა ნელი, მაგრამ ინტენსიური მუშაობა.

საერთო ხედი მიქელაძის ქუჩიდან, „კარფურის“ მხრიდან:




ამ დღეების მანძილზე მოხერხდა მეორე სართულის შუა ნაწილის დემონტაჟი:



პარალელურად ნანგრევებისგან გასუფთავდა ტერიტორია. ბლომად იყო დაგროვებული ნანგრევები, რომელიც გატანილი იქნა თვითმცლელი მანქანების მიერ:




სატვირთო მანქანებს ნანგრევები გააქვთ ჩვენი ეზოდან პირდაპირ ყუფშიძის ქუჩაზე გავლით:





მოსანგრევი დარჩა სულ ცოტა, კერძოდ:

1. მარცხენა მხარის პირველი და მეორე სართული:





2. შუა ნაწილისა და მარჯვენა მხარის 1 სართული:






სულ ცოტა ხანი და „კოდალას“ხმა აღარავის შეაწუხებს. იქამდე, კიდევ ერთხელ ვუხდით მეზობელი შენობების მაცხოვრებლებს ბოდიშს სამშენებლო ხმაურისათვის და მადლობას მეზობლური თანადგომისათვის.