Saturday, 22 May 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,


გაგაცნობთ მშენებლობის მიმდინარეობის დღევანდელ მდგომარეობას.


საერთო ხედი მიქელაძის ქუჩიდან:




წინა კვირის შემდეგ დაინგრა „ი“ სადარბაზო. 

დარჩენილია ამ სადარბაზოს პატარა ნაწილის მონგრევა:




მოსანგრევი დარჩა „ზ“ და „თ“ სადარბაზოების პირველი სართულები:






მოსანგრევ ნაწილზე, სართულებს შორის გამყოფი ბეტონი ჩანგრეულია:





ძველი შენობის ამ დარჩენილი ნაწილის დანგრევის გარდა, საჭირო იქნება 1-2 დღე, არმატურის ბეტონისაგან გამოსაცალკევებლად, რადგან იქ, სადაც ბეტონს ყრიან (სულ 2 ადგილია ამისთვის გამოყოფილი თბილისში), არ შეიძლება არმატურასთან ერთად გადაყრა.

არმატურის გამოცალკევებასაც „კოდალა“ ახორციელებს (ამიტომ იყო საჭირო 2 კოდალის ერთდროულად მუშაობა). ამის შემდეგ გატანილ უნდა იქნეს ნანგრევი ბეტონები.

ეზოს დასუფთავების შემდეგ გამოჩნდება სვეტების პატარ-პატარა წანაზარდები, რომლებიც დარჩენილი იქნება საერთო ნგრევის შემდეგ და მოითხოვს უფრო ფაქიზ, იუველირულ მუშაობას, რათა არ დაზიანდეს სხვა სიკეთეები.


პარალელურად სუფთავდება მანქანის ჩასასვლელი ადგილი და მასალების ყოფილი საწყობი:





პროგნოზის გაკეთება რთული და აარასანდო საქმეა, მაგრამ სახლის დარჩენილი ნაწილის _ „ზ“ და „თ“ სადარბაზოს პირველი სართულის დემონტაჟი უნდა დამთავრდეს ამ თვეში.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.