Monday 31 August 2020

 ძვირფასი მეგობრებო,


დღეს (31 აგვისტოს) შედგა ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის წევრთა (12 წევრი) შეხვედრა ინვესტორთან და არქიტექტორთან.

კომპანია „გუმბათის“ წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ბოლო ინფორმაცია. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ძველი არქიტექტურული პროეტი არ ემთხვევა კონსტრუქციულ სამუშაოებს და სამშენებლო სამუშაოებს. პროექტი იყო თავისთვის, კონსტრუქციები თავისთვის და ჩარკვიანის მიერ აშენებული თავისთვის. სამივე კომპონენტი (არქიტექტურა, კონსტრუქციები და მშენებლობა) უნდა იყოს აბსოლუტურად თანხვედრაში _ ჩენთან აცდენილია.

როგორც ინვესტორმა განაცხადა, ისინი ესაუბრნენ კონსტრუქტორებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს კონსტრუქციები მათ მიერ გათვლილი იყო 6 სართულზე და არა მაღალ შენობაზე. თუმცა არც 6 სართულიანის კონსტრუქციების მიხედვით არაა აშენებული და რამდენიმე მზიდი ბურჯები აცდენილია ერთმანეთს. 

აქედან ცხადია, რომ ამ მშენებლობას „თბილისი“ ვერასდროს დაამთავრებდა, რადგან 6 სართულის შემდეგ აშენებული მალე ჩამოინგრეოდა ან სულაც არ ააშენებდნენ და დარჩენილ ფართებსაც გაყიდნნენ.

ამ ეტაპზე ასეთი მდგომარეობაა; ინვესტორს უნდოდა მთელ სახლზე 2-3 სართულის დამატება, რაზეც ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა ყველგან ეს ვეღარ ხერხდება. არქიტექტორებმა საკმაოდ იწვალეს და არსებული მდგომარეობიდან მიაგნეს ფაქტობრივად ერთადერთ გამოსავალს და მხოლოდ ორ ადგილას ამატებენ სართულებს. შესაბამისად პროექტი შეიცვალა და გახდა ცოტა სხვაგვარი (იხ. ფოტოები).

ჩვენი ფართები რჩება იგივე. ამაზე ადრეც გვქონდა ინფორმაცია. იმ ადგილებში სადაც დამატებითი საყრდენი ბოდებია ამოსაყვანი შეიძლება 3-4 კვ.მ-ით შეუმცირდეს ვინმეს ფართი, რომლიც თანხას დაგიფარავთ ინვესტორი. შეიძლება მოხდეს ისე, რომ პირიქით, მოგემატოთ 3-4 კვ.მ. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა დაამატოთ თანხა შეღავათიან ფარგლებში.

მოკლედ, დაახლოებით 10 დღეში (ალბათ იმ კვირის ბოლოს) ინვესტორი მერიაში შეიტანს პროექტს დასამტკიცებლად.

იმ კორპუსებზე, რომლებზეც ჩანს არმატურა, ეს არმატურა უნდა მოიხსნას დაუზიანებელ დონემდე , ე.ი. იქამდე სადაც არაა დაჟანგული.

მეორე „კოდალა“ ამ დღეებში დაემატება (მერიიდან ჯერ თანხმობა არაა) და უფრო სწრაფად წავა საქმე წინ. რამდენიმე დღეა პირველი „კოდალა“ ისვენებს და ხვალ-ზეგ ისევ გააგრძელებს მუშაობას.

სექტემბერშივე დაიდგმება ამწე. რადენიმე თვეში მეორე ამწეც დაემატება.

გარდა ამ ინფორმაციისა ინვსტორმა უკვე დააყენა საკითხი ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაზე.

უახლოეს დღეებში დაიწყება ინდივიდუალური ხელშეკრულებების ხელმოწერა. ასე, რომ ელოდეთ გამოძახებას. ცოტა სირთულე იქნება უცხოეთში გადახვეწილ მეზობლებთან დაკავშირებით, რადგან მათ უნდა რწმუნება გაუკეთონ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც ენდობა. კარგი იქნება, თუ რწმუნებასთან ერთად ამხანაგობის თავმჯდომარესაც შეატყობინებთ (უმჯობესია ელექტრონულად) აღნიშნულის შესახებ _ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ინვესტორთან შევთანხმდით, რომ მისი სურვილია ფეისბუქის გაკეთება, სადაც ნებისმიერს შეგეძლებათ შესვლა და სიახლეების ნახვა. აღარ იქნება საჭირო ჩვენი საიტი. ინვესტორი აგზავნის ჩვენთან, შემდეგ ჩვენ ვდებთ საიტზე და ა.შ. პირდაპირ თვითონ დადებს ფეისბუქზე სიახლეებს და კითხვებიც შეგეძლებათ უშუალოდ მათ დაუსვათ შესაბამის საკითხებზე.

ჩვენი საიტი დარჩება შიდა ამხანაგობრივი, ჩვენი საქმეების გასაცნობად.

იხილეთ ჩვენი სახლის ახალი პროექტი:

1. ხედი ჭავჭავაძიდან



2. ხედი ზემოდან


3. ხედი ყიფშიძიდან






4. ხედი ეზოდან (კლინიკა „მზერას“ მხრიდან)




ალბათ. შეამჩნიეთ, რომ ორ დამატებულ ადგილზე არის ცარიელი ფართი (1 სართული. ეს იმ დონეზეა გაკეთებული, სადაც გამონაბოლქვი ვერ აღწევს და ამ ადგილზე იქნება დასასვენებელი ზოლი (მწვანე ნარგავები, შეზლონგები, ველო-ბილიკები და ა.შ.).


5. უშუალოდ ეზო


აქ არქიტექტორმა ეზოში გაითვალისწინა დიდი ჭადრაკის კუთხე, რომლის თვალიერებაც შესაძლებელი იქნება ზედა სართულებიდან. ეზოში არ იქნება მანქანების დასაყენებელი _ მხოლოდ გამწვანება და ბავშვებისთვის უდაფრთხო სივრცე.

Tuesday 18 August 2020

 მეგობრებო,

სულ რამდენიმე დღის წინ ქართულ მიწას მიაბარეს გამოჩენილი მეცნიერი გრივერ ფარულავა.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს დანაკარგს. გამძლეობასა და მხნეობას ვუსურვებთ მათ.


სამწუხაროა, რომ ეს ამბავი დღეს შევიტყვეთ და ვერ მოვახერხეთ მისამძიმრება. გვინდა მივმართოთ ამხანაგობის წევრებს. აწინ ძალიან ძნელია რაიმე გასწავლოთ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ჩვენი ეს საიტი არის სადარბაზოებში გამოკრული განცხადება. ამიტომ კარგი იქნებოდა ვინმეს მესიჯი მაინც გამოეგზავნა, რომ დაგვედო მისამძიმრების განცხადება. ამხანაგობის წევრები ჩვენ საიტს უფრო ხშირად კითხულობენ, ვიდრე გაზეთებს და აქედან მაინც შეიტყობდა ვინმე ამ სამწუხარო ამბავს. აეთი შეტყობინებებით ჩვენ ადრეც გამოგვიქვეყნებია მისამძიმრებები, მისამართის (თუ ეს ვიცოდით), პანაშვიდისა და გასვენების დღეების  მითითებით.

გამგეობა

Monday 10 August 2020

 ბოლო სიახლეები


ჩვენი „კოდალა“ აგრძელებს მუშაობას, რაც ძალიან აწუხებს გვერდითა (ჩვენგან გამოყოფილ ტერიტორიაზე აშენებულ „მზერას“) კორპუსს.

გასაგებია, რომ ხმაურია. დილით ძილი უნათ, მაგრამ ეს დედაქალაქია და არა მთის კურორტი. ამიტომ „მზერას“ კორპუსმაც უნდა ითმინოს. რამდენჯერმე გაფრთხილებულიც გვყავს იქ მცხოვრებლები, რომ სანამ ჩვენი სახლი არ აშენდება, ან დასასრულისკენ არ წავა, იქამდე ხელს არ მოვუწერთ ჩაბარებაზე და იქნებიან ასე ჰაერში გამოკიდებულები.

მოკლედ, ისევ უკმაყოფილება და ჩივილი. თუმცა ვერაფერს მიაღწიეს, მაგრამ დასვეს საკითხი, რომ იქნებ დაგვეჩქარებინა იმ სამი კორპუსის დანგრევა.

როდესაც ინვესტორს შემოყავდა „კოდალა“, მაშინ შესთავაზა მეორე „კოდალის“ მუშაობაც, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადეს იქ მცხოვრებლებმა. ეხლა კი, პირიქით, მოითხოვეს ნგრევის დროული დამთავრება და მეორე „კოდალის“ ჩართვაც. იმასაც დათანხმდნენ, რომ ორჯერ მეტი ხმაური იქნება, მაგრამ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია სწრაფად, აგვისტოშივე დამთავრდეს ეს სამუშაო.

ინვესტორი დაეთანხმა და 1-2 დღეში დაემატება მეორე „კოდალა“.

2 „კოდალა“ უფრო სწრაფად განახორციელებს ნგრევის პროცესის ბოლომდე მიყვანას.

ამ ეტაპზე ჩამონგრეულია ნახევარზე მეტი.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.