Saturday 26 February 2022

 ძვირფასო მეგობრებო,


გუშინ, 101 წლის წინ ბოლშევიკებმა დაიპყრეს საქართველო.

დღეს, ნეო-ბოლშევიკები იპყრობენ უკრაინას.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას



ჩვენი მშენებლობა თავისი ტემპით მიმდინარეობს. იმედია, რომ უკრაინა-რუსეთის ომი ხელს არ შეუშლის სამშენებლო მასალების ,მოწოდებას.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე სიმაღლეში იზრდება კოლონები:




ბეტონის ამოჭრა და ხიმინჯების ჩასმა მიმდინარეობს და მალე დამთავრდება „კ“, „ლ“ და „მ“ სადარბაზოების ადგილზე:





ზოგიერთი „ურწმუნო თომის“ დასანახად, რომლებიც პირიდან მხოლოდ სხამს უშვებენ და თვალებს იბნელებენ _ გთავაზობთ „ზ“ სადარბაზოს ადგილზე არმატურის დაწნის პროცესს, ფილის ბეტონის ჩასხმისთვის მოსამზადებლად:





ყიფშიძის მხრიდან დროებითი გზა ისტორიას ბარდება. იშლება ეს გზა და ამ ადგილზე დაიწყება ბეტონის ამოჭრა და ხიმინჯების ჩასმა, როგორც კი, „ლ“, და „მ“ სადარბაზოს ადგილზე დამთავრდება ხიმინჯების ჩასმა:







მოტანილია არმატურის ახალი მარაგი:





მშენებლობაზე თავისუფალი შესვლა ფაქტიურად ჩაიკეტა.

შესვლა ამხანაგობის წევრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მოხდება  მხოლოდ დარაჯთან შეთანხმებით:







გთავაზობთ რამდენიმე ვიდეო ჩანაწერს:






Tuesday 22 February 2022

 მშენებლობის ახალი ამბები


მეგობრებო,


გუშინ, მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ბეტონის ჩასხმა (ფილის გაკეთება) „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე:













სულ ჩაისხა 150 ბეტონამრევი მანქანიდან. ამ ავტომობილების ინტენსივობა იმდენად დიდი იყო, რომ 3, 4 და მეტი მათგანი მუდმივად რიგში იდგა.


ერთდროულად ისხმებოდა 3 ბეტონამრევი მანქანიდან:


ბეტონის ჩასხმა გუშინ შებინდებამდე გაგრძელდა (თებერვალში ჯერ კიდევ ადრე ღამდება), ამიტომ გთავაზობთ გუშინდელი შესრულებული სამუშაოს დღევანდელ შედეგს. 

რამდენიმე დღე ბეტონს მორწყვა სჭირდება:



ფილის დაგება ნიშნავს იმას, რომ ფილის გაშრობის შემდეგ, ამ ადგილზე საძირკვლის მომზადება დამთავრებულია.


გარდა ფოტოებისა იხილეთ გუშინდელი და დღევანდელი ვიდეო ჩანაწერები:







Saturday 19 February 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


კვირის ბოლოა და გაგაცნობთ მშენებლობის მიმდინარეობას დღევანდელი დღისთვის. 

თითქმის დამთავრდა (დარჩენილია წვრილმანები) „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე ფილის დასაგებად არმატურის დაწნა:









ბეტონის ამოჭრამ გადაინაცვლა „ლ“ სადარბაზოსკენ:







ხიმინჯებისთვის ორმოების ამოჭრამ გადაინაცვლა „კ“ სადარბაზოსკენ:



არატურის მარაგი საკმარისია. ორ-სამ დღეში ერთხელ ხდება ახალი არმატურის დამატება:




ფილისთვის დასაგებად, არმატურის დაწნა და 1.5 მეტრის ღობის („აპალოვკის“) აგება დაიწყო „ზ“ სადარბაზოს ადგილზე:









ყიფშიძის ქუჩის მხრიდან ეს ძველი გზა მალე აღარ იქნება:



დიდი ტექნიკა ყიფშიძის ქუჩიდან მაინც ვერ შემოდიოდა. ძირითადი ჭიშკრიდან კი, ტექნიკას უჭირდა მოტრიალება და მუდმივი პრობლემები იყო (მანქანების გაყვანა და სხვ.). ამიტომ, დაიდგა ახალი ჭიშკარი, რითაც გაფართოვდა ტექნიკის შემოსვლის არეალი:





გთავაზობთ მცირე ვიდეო ჩანაწერებს, რადგან 40-45 წამზე მეტი ვიდეომასალა არ იტვირთება: