Thursday, 23 April 2026

 მოგესალმებით,


გუშინ დავიწყეთ ბინების რეგისტრაცია ამხანაგობის სახელზე. შევიტანეთ განცხადებები და 22 ბინაზე გადავიხადეთ შესაბამისი თანხა, რაც თქვენგან იქნა აკრეფილი. 2 ოჯახს დარჩა გადასახდელი და ისინიც გვპირდებიან, რომ გადაიხდიან ამ დღეებში.

კვლავ ვერ ვპოულობთ თეიმურაზ ბურჭულაძეს და მის ოჯახს. იქნებ ვინმემ იცით მის შესაზებ. შეგვატყობინეთ.

განაცხადების შეტანა პერმანენტულად მოცდება. გუშინდელ 22 განაცხადზე 4 საათზე მეტი დაიხარჯა საჯარო რეესტრში.

ვფიქრობ, საერთო ჯამში _ ბინები + ავტოსადგომების ამხანაგობაზე დარეგისტრირებას 2 კვირა, შეიძლება ოდნავ მეტი დასჭირდება.

შემდეგ გადავალთ ინდივიდუალურ დარეგისტრირებაზე.

ყინული დაიძრა. გავედით ფინიშის სწორზე.

მალე დამთავრდება თითქმის 50-წლიანი ეპოპეა.

სულ უფრო ლამაზდება ჩვენი სახლი _ როგორც საპატარძლო გათხოვების წინ.

გთავაზობთ გუშინ საღამოს გადაღებულ ფოტოებს.




























Thursday, 16 April 2026

 მოგესალმებით მეგობრებო,

დღევანდელი სიახლე.

სულ ცოტა ხნის წინ დამთავრდა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი სხდომა.

საბაჰატდინ ილდიზი და გოჩა ძასოხოვი ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ საქმე.

მოითხოვეს განხილვის 3 თვით გადადება.

როგორც მოგეხსენებათ, ხაშურის სასამართლომ VTB ბანკს დააკისრა 7 მილიონ აშშ დოლარამდე გადახდა საბაჰატდინ ილდიზის სასარგებლოდ, თუმცა ჩვენ მიმართ უარი უთხრა მოთხოვნაზე.

მიუხედავად ამისა, მაინც შემოიტანა ჩვენ წინააღმდეგ. 

ცალკე ბანკმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ გადადო სხდომა ა. წ. 7 მაისისთვის. შესაბამისად შემდეგი სხდომა გაიმართება სააპელაციო სასამართლოში 7 მაისს. 11:00 საათზე, სხდომის დარბაზი # 15.


სიახლე # 2

მშენებლობიდან მოხსნილია ყვითელი ამწე და გატანილია.

მალე მეორე ამწეც მოიხსნება.


სიახლე # 3

კიდევ ერთმა ადამიანმა გვიჩივლა _ ზაალ უდუმაშვილი (ჟურნალისტი) 


სიახლე# 4

იმ კვირიდან (სამშაბათი, ოთხშაბათი) ვიწყებთ ბინების და ავტოსადგომის დარეგისტრირებას ამხანაგობის სახელზე, რადგან თბილისის მერიის თანხმობა, რასაც რეესტრი და ჩვენ ველოდით მოვიდა.

 ამხანაგობის სახელზე დასარეგისტრირებლად გადასახდელი თანხები გადახდილი გაქვთ. ინდივიდუალურად დასარეგისტრირებელ თანხას თვითონვე გადაიხდით.

ამხანაგობაზე დარეგისტრირების შემდეგ გადავალთ ინდივიდუალურ დარეგისტრირებაზე (აპრილის ბილო დღეები და მაისის პირველი რიცხვები).

ინდივიდუალურად, პირველ ეტაპზე დაურეგისტრირდება იმათ ვინც ფინანსთა სამინისტროს მიერ ვალის აღიარების წერილში მითითებულია და თავის სახელზე ირეგისტრირებს ბინას.

მეორე ეტაპზე _ ის ვინც ამ სიიდან დღესაც ჯანმრთელადაა, მაგრამ არეგისტრირებენ სხვის (შვილი, შვილიშვილი და სხვ.) სახელზე ცესიის ან ნასყიდობის ხელშეკრულებით.

მესამე ეტაპზე სიიდან გარდაცვლილი პირის მემკვიდრეებზე.

9 მაისისთვის თუ არა 26 მაისისთვის ბინის მესაკუთრეები იქნებით.

ბინის დარეგისტრირება არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მოხსნილი გექნებათ. ასე, რომ ყველა სასამართლო პროცესი თქვენ გეხებათ. საერთო გადასახადებიდან არ თავისუფლდებით და ა. შ. 

გამგეობის წევრები ვალდებული იქნებიან როგორც კი საჭირო იქნება ჩაატარონ სხდომა, რათა არ შეწყდეს ეფექტიანი მუშაობა და დროულად მოხდეს ბინების დარეგისტრირება.

49-ე წელია მშენებლობის. რა არ გადაგვხვდა, რამდენ სიგიჟეს გავუძელით.

მარტო 2017 წლის ბოლოს არჩეულ გამგეობას როგორ უშლიდა ზოგიერთი ხელს და აყოლილი იყვნენ სხვები. როგორ გვიციოდით პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში, საგადასახადოში, აღსრულების სამსახურში, მერიაში და სხვ. ამის გამო, 2020 წლამდე ვერ დავიწყეთ მშენებლობა.

გაიხსენეთ 2017 წლამდე ლანძღვა-გინება, წყევლა და ცილისწამება, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ბინით მეტი მიეღო ზოგიერთს.

გაიხსენეთ, რომ თითქმის დაკარგული იყო ჩვენი ბინები და ამაში ბევრ თქვენგანს მიუძღვის წვლილი. 2-3 კაცს ნუ გადააბრალებთ. იმ 2-3 ადამიანს უსიტყვოთ უჯერებდით და საერთო საქმის საწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებდით.

ამიტომ, მიდით ეკლესიაში და ბოდიში მოიხადეთ ღმერთის წინაშე, ამხანაგობის იმ გარდაცვლილი წევების სულების წინაშე, ვინცვერ მოესწრო მშენებლობის დამთავრებას, იმ ხალხის წინაშე ვინც სტუდენტობიდან მოყოლებული პენსიაში გასვლამდე, დღემდე სტუდქალაქში ცხოვრობს და ყველა სხვა ადამიანის წინაშე, ვინც ათეული წლების წინ გეგმებს აწყობდა და დღემდე ვერ აუსრულებიათ სურვილები.

გისურვებთ წარმატებებს!  

 

Monday, 13 April 2026

გილოცავთ!


ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვართ მოლოდინის რეჟიმში.

ველოდებით მერიისგან თანხმობას.

ამის შემდეგ ფორსირებულად წავა ყველაფერი.

რაც შეეხება სხვა სიახლეს, ადრეც გამოქვეყნდა და ეხლა შეგახსენებთ, რომ 

16 აპრილს, ხუთშაბათს, 11 საათზე, # 15 სხდომათა დარბაზში გვაქვს სასამართლო პროცესი ძასოხოვის თურქი ძმკაცის  სიბაჰადტინ ილდიზის საჩივარზე ჩვენსა და ვტბ ბანკის წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოში (პოლიციის სამმართველოს გვერდით, რომაქიძის პროსპეკტთან).

ფაქტიურად ეს იგივე ძასოხოვია.

გელით.