Monday 27 September 2021

 

ძვირფასო მეგობრებო,

ყველამ ნახეთ კახა კალაძისა და გიორგი ტყემალაძის გამოსვლა ტელევიზიით, სადაც მათ მიერ კატეგორიულად იყო გაცხადებული, რომ ყიფშიძის 1-ში სახლი აშენდება და ის არ არის უკანონო მშენებლობა.

კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ სართულების დაწევაზეც შეიძლებოდა ინვესტორთან მოლაპარაკება.

მიუხედავად ამისა, ყიფშიძის მომჩივანი მეზობლები მაინც აგრძელებენ საპროტესტო აქციებს (10-15 ადამიანი).

გარდა რამდენიმე საინფორმაციო გადაცემისა, ისინი აკეთებენ სპეციალურ გადაცემებს, ძირითადად ტელეკომპანია „ფორმულაზე“. ტელეკომპანია „ფორმულა“ პერმანენტულად ახორციელებს ყიფშიძის 1-ის მშენებლობის წინააღმდეგ გადაცემებს, ცდილობს უფრო მეტი სიმძაფრე შემატოს ამ საკითხს.

ამის ნათელი დადასტურება იყო ა.წ. 9 სექტემბერს „ფორმულაზე“ გასული (10:40 - 11:05) ჟურნალისტ თაკო ნოზაძის სიუჟეტი და ამ საკითხის სტუდიაში განხილვა (https://drive.google.com/file/d/1vTBa6n_ojSbya5T-2ZUxdLnZ6kILWjxs/view).

ეს არაა ტ/კ „ფორმულის“ პირველი გადაცემა, ამიტომ ჩვენი ამხანაგობების გამგეობამ და წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ ყველა სიუჟეტზე გაჩუმება არ ეგების და შევიტანეთ განცხადება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში. განცხადების ფარგლებში, ქარტია (რომელიც ჟურნალისტებისგან შედგება) იმსჯელებს ტ/კ „ფორმულის“ ამ ჟურნალისტის მიმართ, ეთიკის ქარტიის 1-ლი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას     მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მიგვაჩია, რომ ამ ჟურნალისტის წინააღმდეგ, ამხანაგობის მიერ  შეტანილი განცხადება პრევენციულად იმოქმედებს არა მარტო ტ/კ „ფორმულაზე“, არამედ სხვა ტელევიზიებსა და ჟურნალისტებზე.

დაველოდოთ შედეგს.

Thursday 23 September 2021

მოგესალმებით მეგობრებო, 
რამდენიმე დღის წინ ამხანაგობის წევრებს მოგმართეთ თხოვნით გაგეზიარებინათ:

 https://www.facebook.com/groups/776419683091089/?ref=share 

ბევრმა გაიზიარა და მოინდომა ჯგუფში გაწევრიანება. იმის გამო, რომ პირი ვინც გაწევრიანებთ ჯგუფში, აქვს ამხანაგობის წევრების სია და არა მათი ოჯახის წევრების. ამიტომ ვერ აწევრიანებს მაგ. Tako-tako-ს, teako-ს და სხვ. გადმოგცემთ მის თხოვნას: ჯგუფში გაწევრიანების მოთხოვნისას მიუთითეთ ამხანაგობის წევრთან თქვენი ნათესაური კავშირი. გარდა ზემომითითებული ვებგვერდისა, გთხოვთ გაიზიაროთ:

 https://www.facebook.com/%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-504-bagebi-504-104941438596635 

გარკვეული ინფორმაცია ამ გვერდზეც დაიდება. ამხანაგობის წევრებს შეუძლიათ დაემატონ ჯგუფს იგივე პრინციპით. ჩვენი გვერდი არ უქმდება, რადგან ის წარმოადგენს შიდა ინფორმირების წყაროს.
 როგორც ამ დღეებში კომუნიკაციის შედეგად აღმოჩნდა, ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და ოპერატიული e-mail იყო. 
ამიტომ გთხოვთ ყველას ვისთანაც e-mail არ იყო გაგზავნილი, გამოაგზავნეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი, რითაც უზრუნველყოფილი იქნებით სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალებით.
აღნიშნული შეეხება ყველას, მათ შორის ე.წ. მესამე პირებს.

Wednesday 15 September 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


გუშინ, 14 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ უპასუხა ვაკელების შეკითხვებს.

ბუნებრივია, ასეთ შანსს არ გაუშვებდა ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლები, რომლებმაც შეკითხვები დაუსვეს ჩვენი სახლის _ ყიფშიძის 1-თან დაკავშირებით.

ბატონმა კახიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება და ის არავითარი უკანონო მშენებლობა არ არისო.

იხილეთ ვიდეოები:



მთლიანი ინტერვიუ იხილეთ: 


ყიფშიძის 1-თან დაკავშირებული მონაკვეთებია:

1. დრო _ 22::25  -  27:14
2. დრო _ 36:25  -  37:27

Tuesday 14 September 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


იმის გამო, რომ დაგეგმილ შეხვედრაზე სურვილი გამოთქვა 200-ზე მეტმა ადამიანმა, იძულებული გავხდით შეგვეტყობინებინა ჯანდაცვის შესაბამისი ორგანოებისათვის, საიდანაც მივიღეთ რეკომენდაცია, რომ გონივრული ვადით (მაქსიმალურად ახლო პერიოდით) გადაგვედო ღონისძიება.

როგორც კანონმორჩილი ადამიანები, ვითვალისწინებთ აღნიშნულ რეკომენდაციას და ხვალინდელი ღონისძიება გადაიდო გონივრული ვადით.

შეხვედრის ახალ თარიღს შეგატყობინებთ რამდენიმე დღით ადრე. 

Monday 13 September 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,


ეს ორი დღეა ფაქტიურად ყველასთან გვქონდა კომუნიკაცია ტელეფონით e-mail-ით ან facebook-ით. რამდენიმე ადამიანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ყველაფერი ძალაში რჩება.

გარდა ამისა ამხანაგობის წევრებს გთხოვთ გაიზიაროთ:

https://www.facebook.com/groups/776419683091089/?ref=share

გარკვეული ინფორმაცია ამ გვერდზეც დაიდება.

ამხანაგობის წევრებს შეუძლიათ დაემატონ ჯგუფს.

Wednesday 8 September 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მსენებლობის მეზობელი სახლების ქრონიკული მომჩივნები არ ჩერდებიან და თავიანთი აკვიატებებით ცდილობენ მშენებლობის შეფერხებას.

ჯერ იყო მვერის წუხილი, შემდეგ ხმაურის, ახლა მზის სხივების, თვითონ არ იციან რის გამო უნდა გვიჩივლონ. მთავარია გვიჩივლონ. ეტყობა ესაა მათი გართობის საშუალება. ბოლოს წარმოადგინეს ვიღაც ბერეჩიკიძის ანალიზი (და არა დასკვნა), თუმცა ვინაა ეს ბერეჩიკიძე , რა სტატუსი აქვს და ა. შ. არ წარმოუდგენიათ. ფაქტობრივად ატყუებდნენ მერიას.

გთხოვთ, ყურადღებით და ბოლომდე წაიკითხოთ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის 25 აგვისტოს # 1223 ბრძანება , საიდანაც ნათლათ იკვეთება, რომ ჩვენ არაფერი დაგვირღვევია და 100 % მართლები ვართ.

გადაწყვეტილებაში ნათლად იკვეტება ერთი მუჭა ხალხის უაზრო და უსამართლო მოთხოვნები.

გთხოვთ წაიკითხეთ:

















Friday 3 September 2021

 მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,


დაიწყო სექტემბერი და გაჩაღდა ბინძური საარჩევნო კამპანია.

მიმდებარე შენობების მაცხოვრებლები სარგებლობენ ამით და ხან ერთ ოპოზიციურ პარტიას გამოიყვანენ მოტყუებით, ხან მეორეს.

ამჯერად „ლელოს“ მერობის კანდიდატი გამოიყვანეს და ბადრი ჯაფარიძე.

პარტიას, რომელიც საქმეში ჩაუხედავად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გამოდის და ამდენი ადამიანის 40-წლიან მოლოდინს გადაუსვამს ხაზს იმის გამო, რომ როგორმე ცუდი თქვას მოქმედ ხელისუფლებაზე, მომავალი არ აქვს.

თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში. იხ.:  https://www.facebook.com/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%A7%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-Beton-Kipshidze-100426255628884


ჩვენი თხოვნა იქნება, არ დავტოვოთ არცერთი ასეთი ვებგვერდი პასუხგაუცემლად. გაეცით მათ პასუხი (სამართლის ფარგლებში, შეურაცხყოფილს გარეშე) და გააგებინეთ ხალხს სიმართლე. ჩვენ დუმილს აღიქვამენ სისუსტედ.

შებრძანდით „ლელოს“ ვებგვერდზე _ https://www.facebook.com/LeloForGeorgia/

და მოუყევით სიმართლე. თუ ეს გვერდი ექვემდებარება ცენზურას, შედით სხვა პარტიის ვებგვერდზე და იქედან ამცნეთ ხალხს ჭეშმარიტება.


მივმართავ ბადრი ჯაფარიძეს,

ბადრი,

ჩვენ სტუდენტობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. შენ მშვენივრად იცი, თუ რა დღეში იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები. თუნდაც იმ ფაკულტეტის მეცნიერ-მუშაკები, სადაც შენ მუშაობდი. ამ ამხანაგობაში არიან შენი მასწავლებლების ოჯახებიც, რომლებიც დღესაც იმ პირობებში არიან, როგორც მაშინ.

შენ იმიტომ არ ხარ ჩვენი ამხანაგობის წევრი, რომ იმ დროს ბიზნესით იყავი დაკავებული და დიდ კაპიტალს აგროვებდი.

საკრებულოს თავმჯდომარეობაზე გაქვს პრეტენზია და იმ ქალბატონს მერობაზე და არც კი შეგისწავლიათ საკითხი და ისე გამოდიხართ პოპულისტური სიტყვით. ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ დავუშვათ თქვენ გაიმარჯვეთ, ჩვენ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ პროფესორ-მასწავლებლების) უფლებებს არ იცავთ?

თუ პარტიის ლიდერები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, წარმომიდგენია როგორი იქნება ქვედა რგოლები.

აქედან გამომდინარე, თუ ოდნავ მაინც შეგრჩენიათ მოქალაქეობრივი (და არა პარტიული) სინდისი, გამოდით და ბოდიში მოიხადეთ 3 სექტემბერს, ყიფშიძის #1-თან გამოთქმული თქვენი გადაუმოწმებელი და შეუსწავლელი ინფორმაციის გაჟღერების გამო.


სანდრო ჯორბენაძე

პროფესორი, ადვოკატი,

ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტი,

ამხანაგობა „ბაგები 502 (504)-ის“ თავმჯდომარე