მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,
დაიწყო სექტემბერი და გაჩაღდა ბინძური საარჩევნო კამპანია.
მიმდებარე შენობების მაცხოვრებლები სარგებლობენ ამით და ხან ერთ ოპოზიციურ პარტიას გამოიყვანენ მოტყუებით, ხან მეორეს.
ამჯერად „ლელოს“ მერობის კანდიდატი გამოიყვანეს და ბადრი ჯაფარიძე.
პარტიას, რომელიც საქმეში ჩაუხედავად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გამოდის და ამდენი ადამიანის 40-წლიან მოლოდინს გადაუსვამს ხაზს იმის გამო, რომ როგორმე ცუდი თქვას მოქმედ ხელისუფლებაზე, მომავალი არ აქვს.
თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში. იხ.: https://www.facebook.com/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%A7%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-Beton-Kipshidze-100426255628884
ჩვენი თხოვნა იქნება, არ დავტოვოთ არცერთი ასეთი ვებგვერდი პასუხგაუცემლად. გაეცით მათ პასუხი (სამართლის ფარგლებში, შეურაცხყოფილს გარეშე) და გააგებინეთ ხალხს სიმართლე. ჩვენ დუმილს აღიქვამენ სისუსტედ.
შებრძანდით „ლელოს“ ვებგვერდზე _ https://www.facebook.com/LeloForGeorgia/
და მოუყევით სიმართლე. თუ ეს გვერდი ექვემდებარება ცენზურას, შედით სხვა პარტიის ვებგვერდზე და იქედან ამცნეთ ხალხს ჭეშმარიტება.
მივმართავ ბადრი ჯაფარიძეს,
ბადრი,
ჩვენ სტუდენტობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. შენ მშვენივრად იცი, თუ რა დღეში იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები. თუნდაც იმ ფაკულტეტის მეცნიერ-მუშაკები, სადაც შენ მუშაობდი. ამ ამხანაგობაში არიან შენი მასწავლებლების ოჯახებიც, რომლებიც დღესაც იმ პირობებში არიან, როგორც მაშინ.
შენ იმიტომ არ ხარ ჩვენი ამხანაგობის წევრი, რომ იმ დროს ბიზნესით იყავი დაკავებული და დიდ კაპიტალს აგროვებდი.
საკრებულოს თავმჯდომარეობაზე გაქვს პრეტენზია და იმ ქალბატონს მერობაზე და არც კი შეგისწავლიათ საკითხი და ისე გამოდიხართ პოპულისტური სიტყვით. ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ დავუშვათ თქვენ გაიმარჯვეთ, ჩვენ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ პროფესორ-მასწავლებლების) უფლებებს არ იცავთ?
თუ პარტიის ლიდერები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, წარმომიდგენია როგორი იქნება ქვედა რგოლები.
აქედან გამომდინარე, თუ ოდნავ მაინც შეგრჩენიათ მოქალაქეობრივი (და არა პარტიული) სინდისი, გამოდით და ბოდიში მოიხადეთ 3 სექტემბერს, ყიფშიძის #1-თან გამოთქმული თქვენი გადაუმოწმებელი და შეუსწავლელი ინფორმაციის გაჟღერების გამო.
სანდრო ჯორბენაძე
პროფესორი, ადვოკატი,
ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტი,
ამხანაგობა „ბაგები 502 (504)-ის“ თავმჯდომარე
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.