ძვირფასო მეგობრებო,
ყველამ ნახეთ
კახა კალაძისა და გიორგი ტყემალაძის გამოსვლა ტელევიზიით, სადაც მათ მიერ კატეგორიულად
იყო გაცხადებული, რომ ყიფშიძის 1-ში სახლი აშენდება და ის არ არის უკანონო მშენებლობა.
კახა კალაძემ
ისიც განაცხადა, რომ სართულების დაწევაზეც შეიძლებოდა ინვესტორთან მოლაპარაკება.
მიუხედავად ამისა,
ყიფშიძის მომჩივანი მეზობლები მაინც აგრძელებენ საპროტესტო აქციებს (10-15 ადამიანი).
გარდა რამდენიმე
საინფორმაციო გადაცემისა, ისინი აკეთებენ სპეციალურ გადაცემებს, ძირითადად ტელეკომპანია
„ფორმულაზე“. ტელეკომპანია „ფორმულა“ პერმანენტულად ახორციელებს ყიფშიძის 1-ის მშენებლობის
წინააღმდეგ გადაცემებს, ცდილობს უფრო მეტი სიმძაფრე შემატოს ამ საკითხს.
ამის ნათელი დადასტურება
იყო ა.წ. 9 სექტემბერს „ფორმულაზე“ გასული (10:40 - 11:05) ჟურნალისტ თაკო ნოზაძის
სიუჟეტი და ამ საკითხის სტუდიაში განხილვა (https://drive.google.com/file/d/1vTBa6n_ojSbya5T-2ZUxdLnZ6kILWjxs/view).
ეს არაა ტ/კ
„ფორმულის“ პირველი გადაცემა, ამიტომ ჩვენი ამხანაგობების გამგეობამ და წევრებმა გადავწყვიტეთ,
რომ ყველა სიუჟეტზე გაჩუმება არ ეგების და შევიტანეთ განცხადება საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიაში. განცხადების ფარგლებში, ქარტია (რომელიც ჟურნალისტებისგან შედგება)
იმსჯელებს ტ/კ „ფორმულის“ ამ ჟურნალისტის მიმართ, ეთიკის ქარტიის 1-ლი პრინციპის დარღვევასთან
დაკავშირებით: ჟურნალისტმა
პატივი უნდა
სცეს სიმართლეს
და საზოგადოების
უფლებას – მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია.
მიგვაჩია, რომ
ამ ჟურნალისტის წინააღმდეგ, ამხანაგობის მიერ
შეტანილი განცხადება პრევენციულად იმოქმედებს არა მარტო ტ/კ „ფორმულაზე“, არამედ
სხვა ტელევიზიებსა და ჟურნალისტებზე.
დაველოდოთ შედეგს.
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.