Thursday, 16 April 2026

 მოგესალმებით მეგობრებო,

დღევანდელი სიახლე.

სულ ცოტა ხნის წინ დამთავრდა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი სხდომა.

საბაჰატდინ ილდიზი და გოჩა ძასოხოვი ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ საქმე.

მოითხოვეს განხილვის 3 თვით გადადება.

როგორც მოგეხსენებათ, ხაშურის სასამართლომ VTB ბანკს დააკისრა 7 მილიონ აშშ დოლარამდე გადახდა საბაჰატდინ ილდიზის სასარგებლოდ, თუმცა ჩვენ მიმართ უარი უთხრა მოთხოვნაზე.

მიუხედავად ამისა, მაინც შემოიტანა ჩვენ წინააღმდეგ. 

ცალკე ბანკმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ გადადო სხდომა ა. წ. 7 მაისისთვის. შესაბამისად შემდეგი სხდომა გაიმართება სააპელაციო სასამართლოში 7 მაისს. 11:00 საათზე, სხდომის დარბაზი # 15.


სიახლე # 2

მშენებლობიდან მოხსნილია ყვითელი ამწე და გატანილია.

მალე მეორე ამწეც მოიხსნება.


სიახლე # 3

კიდევ ერთმა ადამიანმა გვიჩივლა _ ზაალ უდუმაშვილი (ჟურნალისტი) 


სიახლე# 4

იმ კვირიდან (სამშაბათი, ოთხშაბათი) ვიწყებთ ბინების და ავტოსადგომის დარეგისტრირებას ამხანაგობის სახელზე, რადგან თბილისის მერიის თანხმობა, რასაც რეესტრი და ჩვენ ველოდით მოვიდა.

 ამხანაგობის სახელზე დასარეგისტრირებლად გადასახდელი თანხები გადახდილი გაქვთ. ინდივიდუალურად დასარეგისტრირებელ თანხას თვითონვე გადაიხდით.

ამხანაგობაზე დარეგისტრირების შემდეგ გადავალთ ინდივიდუალურ დარეგისტრირებაზე (აპრილის ბილო დღეები და მაისის პირველი რიცხვები).

ინდივიდუალურად, პირველ ეტაპზე დაურეგისტრირდება იმათ ვინც ფინანსთა სამინისტროს მიერ ვალის აღიარების წერილში მითითებულია და თავის სახელზე ირეგისტრირებს ბინას.

მეორე ეტაპზე _ ის ვინც ამ სიიდან დღესაც ჯანმრთელადაა, მაგრამ არეგისტრირებენ სხვის (შვილი, შვილიშვილი და სხვ.) სახელზე ცესიის ან ნასყიდობის ხელშეკრულებით.

მესამე ეტაპზე სიიდან გარდაცვლილი პირის მემკვიდრეებზე.

9 მაისისთვის თუ არა 26 მაისისთვის ბინის მესაკუთრეები იქნებით.

ბინის დარეგისტრირება არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მოხსნილი გექნებათ. ასე, რომ ყველა სასამართლო პროცესი თქვენ გეხებათ. საერთო გადასახადებიდან არ თავისუფლდებით და ა. შ. 

გამგეობის წევრები ვალდებული იქნებიან როგორც კი საჭირო იქნება ჩაატარონ სხდომა, რათა არ შეწყდეს ეფექტიანი მუშაობა და დროულად მოხდეს ბინების დარეგისტრირება.

49-ე წელია მშენებლობის. რა არ გადაგვხვდა, რამდენ სიგიჟეს გავუძელით.

მარტო 2017 წლის ბოლოს არჩეულ გამგეობას როგორ უშლიდა ზოგიერთი ხელს და აყოლილი იყვნენ სხვები. როგორ გვიციოდით პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში, საგადასახადოში, აღსრულების სამსახურში, მერიაში და სხვ. ამის გამო, 2020 წლამდე ვერ დავიწყეთ მშენებლობა.

გაიხსენეთ 2017 წლამდე ლანძღვა-გინება, წყევლა და ცილისწამება, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ბინით მეტი მიეღო ზოგიერთს.

გაიხსენეთ, რომ თითქმის დაკარგული იყო ჩვენი ბინები და ამაში ბევრ თქვენგანს მიუძღვის წვლილი. 2-3 კაცს ნუ გადააბრალებთ. იმ 2-3 ადამიანს უსიტყვოთ უჯერებდით და საერთო საქმის საწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებდით.

ამიტომ, მიდით ეკლესიაში და ბოდიში მოიხადეთ ღმერთის წინაშე, ამხანაგობის იმ გარდაცვლილი წევების სულების წინაშე, ვინცვერ მოესწრო მშენებლობის დამთავრებას, იმ ხალხის წინაშე ვინც სტუდენტობიდან მოყოლებული პენსიაში გასვლამდე, დღემდე სტუდქალაქში ცხოვრობს და ყველა სხვა ადამიანის წინაშე, ვინც ათეული წლების წინ გეგმებს აწყობდა და დღემდე ვერ აუსრულებიათ სურვილები.

გისურვებთ წარმატებებს!  

 

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.