Sunday, 1 March 2026

 მოგესალმებით მეგობრებო,



გილოცავთ გაზაფხულის დადგომას!

48-ე გაზაფხულზე (აღმასკომის პირველი აქტიდან. ამ დოკუმენტამდე 2 წელი (1976 წლიდან) სიების შედგენა და დოკუმენტების მოძიება-შესაბამისობა მიმდინარეობდა) როგორც იქნა ვამთავრებთ დიდ ეპოპეას. მართალია ზოგიერთები მოგვიანებით შემოუერთდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ არავის დღემდე იმედიც არ გვქონდა აშენების.

მოკლედ, მივედით ბოლოში. 

მერიის ყველა ხარვეზი არათუ გამოსწორდა, არამედ სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაზე იქნა შემოწმებული.

გუშინ, შაბათს ნოტარიუსმა დაამთავრა დოკუმენტების შემოწმება და ხვალ, ორშაბათს გუმბათი და მე (თქვენი სახელით) ვაწერთ ხელს ახალ განშლას და რეესტრში ჩასაბარებელ სხვა წერილებს. მარტო მე, 1500-ზე მეტი ხელმოწერა მაქვს გასაკეთებელი ყველა ფურცელზე.

ამის შემდეგ, ორივე მხარე მივდივართ რეესტრში და ვაბარებთ დოკუმენტების სრულ პაკეტს.

იმედია, რომ რეესტრს არავითარი შენიშვნა არ ექნება.

რეესტრის დადებითი პასუხის შემდეგ ვიწყებთ ამხანაგობის სახელზე საკადასტრო კოდის დარეგისტრირებას. უკვე ამის შემდეგ კი, ინდივიდუალურად თქვენზე დარეგისტრირებას.

ვადებს სპეციალურად არ ვასახელებ, რადგან 2-3 დღის გადაცდენაზე ზოგიერთს პანიკა ეწყება და იწყებს ნერვიულობას, ლანძღვას, ტყუილი ფაქტების მოგონებას _ თითქოს ამდენი წელი უქმად არ ისხდნენ და ზიანს გვაყენებდნენ .

საკადასტრო კოდისა და ავტოსადგომის თანხების აკრეფა შაბათს თამთავრდა.

ამხანაგობის სახელზე არა, მაგრამ თქვენ სახელზე დარეგისტრირებისთვის უნდა გაკეთდეს ინდივიდუალური მიმართვები რეესტრზე, ამისთვის საჭიროა სამკვიდროების ან ცესიის ხელშეკრულებების დედნების მოტანა.

შემდეგ კვირაში, მეილზე გამოგიგზავნით ამ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლის დედნებიც გვჭირდება. უმრავლესობამ მშვენივრად იცით, რომ დედნები არ გადმოგიციათ.

თუ დედნები არ გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ ნოტარიუსებს და მათი დამოწმებული ასლი აიღოთ.

დედანი დოკუმენტის გარეშე ინდივიდუალურად ვერ დაგირეფისტრირებთ, ვერ მივმართავთ რეესტრს.

დედანი სამკვიდროები, ცესიის (დათმობის) ან ნასყიდობის ხელშეკრულებები და რწმუნებები შეგიძლიათ მომაწოდოთ პირადად მე ან ქალბატონ ირა მგელაძეს.

არავითარი დოკუმენტის მოტანა არ სჭირდება იმათ, ვინც თავიდან იყო ამხანაგობის წევრი და დღეს საბედნიეროდ ჯანმრთელად არის. მაგალითად. ე.აკობია, ი.მგელაძე, ო.ქომურჯიშვილი და სხვ.

ჩვენ ამხანაგობაშიც მოვიდა გაზაფხული.

ამხანაგობის თავმჯდომარე


.


No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.