Saturday 20 May 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


გუშინ შედგა სასამართლო პროცესი.

პროცესზე წარდგენილ იქნა გამოთხოვილი დოკუმენტები.

აღმოჩნდა, რომ გ.ძასოხოვი 2008 წლის 1 აგვისტოს მართლაც არ იმყოფებოდა საქართველოში 2016 წლამდე.

ძასოხოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ ადრე, 1 აგვისტომდე მოაწერა ხელიო.

აქედან და კიდევ სხვა (ჩარკვიანის ხელმოწერის გაყალბება, და ა.შ.) ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენმა ადვოკატმა ხათუნა გრიგალაშვილმა მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტის (რომლითაც თ.ჩარკვიანი ვითომ გადასცემს ნახევარ ბინებს ძასოხოვს) ყალბად მიჩნევა და მტკიცებულებიდან ამოღება.

საქმე იმაშია, რომ მათი უკანონო მოთხოვნა აგებულია ამ ყალბ დოკუმენტზე.

სასამართლომ სამწუხაროდ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მოწინააღმდეგეს დაავალა დაადასტუროს ხელმოწერების ნამდვილობა.

აქ ესეთი სიტუაციაა _ ჩვენც გვინდოდა ექსპერტიზის ჩატარება ჩარკვიანის ხელმოწერილი დოკუმენტის, მაგრამ ძასოხოვის მხარემ ვერ წარმოადგინა დედანი. ექსპერტიზა კი, ასლს არ უკეთდება. ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს დედანს. დედანს არ აჩენენ, რადგან იმწუთასვე დადგინდება სიყალბე.

მომავალ სხდომაზე ვნახოთ რას წარმოადგენენ, როგორ „გააპრავებენ“ თავიანთ სიყალბეს. ამასობაში VTB-ბანკისგანაც მოვა ჩვენი გამოთხოვილი მასალა.

შემდეგ სხდომაზე მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით მოსამართლეს არაფერი უთქვამს.

ჩვენი მხრიდან იგრძნობოდა დამსწრეთა სიმცირე. გთხოვთ გაითვალისწინოთ.

ყველა ღელავს, ყველას აწუხებს. მაგალითად, ქალბატონი ნინა შონია სამეგრელოდან ჩამოვიდა ამ დღეს _ სხდომაზე დასასწრებად.

სასამართლო სხდომა გაგრძელდება 16 ივნისს 14 საათზე. დარბაზი # 51

 


No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.