კიდევ ერთხელ მოგესალმებით,
ბინის ნახვის განრიგის გამოქვეყნების შემდეგ ვესაუბრე ინვესტორის წარმომადგენელს, რომელმაც გარკვეული საკითხების დაზუსტება მთხოვა გამეცნო თწვენთვის.
გასათვალისწინებელია შემდეგი:
1. ლიფტით ვერ ახვალთ. ვისაც გიჭირთ კიბეებზე ასვლა, გთხოვთ სხვა გამოგზავნოთ სახლიდან. მართალია ლიფტი მუშაობს, მაგრამ გამოცდის, შემოწმების რეჟიმში. შესაბამისად, ინვესტორი ჯერ ვერ აიღებს თავის თავზე უსაფრთხოების პასუხისმგებლობას.
2. გთხოვთ, მოხვიდეთ დანიშნულ დროზე 10-15 წუთით ადრე.
3. განრიგში მითითებული მეორე გვარი არის თქვენი მეზობელი. რატომ ეგონა ზოგიერთს თავისი ბინის თანამესაკუთრე ვერ ვხვდები.
4. შეშვება განხორციელდება მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვით _ თავზე ჩაფხუტით. დღეს რამდენიმე ქალბატონმა დამირეკა და განაცხადა, რომ ჩაფხუტს არ დაიხურავენ.
ყველასთან ბოდიში, მაგრამ უსაფრთხოების წესებს ადგენს კანონმდებლობა და არა ამხანაგობა. ინვესტორი თავს არ დაიჯარიმებს თქვენი ვარცხნილობის გამო.
5. ვიღაცას შეიძლება არ აწყობდეს განრიგის დრო, მაგრამ ეს ჩვენი შერჩეული არაა. განრიგი ინვესტორმა შეადგინა სადარბაზოებისა და სართულების მიხედვით. ე.ი. დროს ჩვენ არ ვარჩევთ. ვინც ვერ მოახერხებთ მოსვლას _ დაუცადეთ ახალ წელს, როდესაც ინვესტორი გვპირდება ბინის გადმოცემას.
6. ბინების დათვალიერებისთვის უნდა მიხვიდეთ ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩის მხრიდან, სახლის ბოლოს, იქ სადაც დგას ჩვენი ნაგვის ბუნკერები, ე.წ. მოქანდაკეების საზღვართან.
ჭიშკართან ეტყვით, რომ ხართ ბინის მესაკუთრე და დაბარებული ხართ.
ინვესტორის მიერ სპეციალურად დაქირავებული პირი _ დავითი (გვარი არ ვიცი) აგიყვანთ ბინის სანახავად.
ჯერ კიდევ ამხანაგობის თავმჯდომარე
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.