Wednesday, 2 December 2020

 მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,


იმედია ყველანი კარგად ბრძანდებით. 

ნუ გეშინიათ კორონასი, მაგრამ მაინც უფრთხილდით გარეთ გამოსვლას, ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით იმ უაზრო მიტინგებს, რომლითაც უნდათ ჩვენი სახლის მშენებლობაზე გვერდში დამდგომი ხელისუფლების შეცვლა.

კიდეევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ პანდემიის პერიოდში შეუძლებელია კრების მოწვევა. კვორუმი არის 65 ადამიანი. მინიმუმ 65 ადამიანის შეკრება გარდა იმისა, რომ გამოიწვევს თსუ-ის დაჯარიმებას 10 000 ლარით, ასევე ჩემ, აგრეთვე თითოეული თქვენგანის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იმის გარანტიას, რომ ვინმეს ვინმესგან კორონა არ გადაედება ვერავინ მოგვცემს.

დღევანდელი მდგომარეობა კი, ასეთია: კომპანია „გუმბათი“ ნელ-ნელა უკავშირდება ამხანაგობის წევრებს.

„ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსების დანგრევა (ყიფშიძის მხრიდან) დამთავრებულია. იხ. ფოტო:


ამჟამად მიმდინარეობს სახლის ბოლო ნაწილის (სადაც მხოლოდ გარაჟები იყო აშენებული) დანგრევა, რაც აუცილებელი გახდა კონსტრუქციების დარღვევით გაკეთებისა და გეოდეზისტების ბოლო (მეორე) დასკვნის შედეგად. იხ. ფოტოები:







აქვე გვინდა კიდევ ერთხელ მოვუხადოთ ბოდიში გვერდითა (თვალის კლინიკა „„მზერას“) კორპუსს იმ ხმაურისთვის, რასაც იწვევს ჩვენი „კოდალა“, მაგრამ სულ ცოტა კიდევ უნდა მოითმინონ.

როგორც ცნობილია „მზერას“ კორპუსი აშენებულია ჩვენ ტერიტორიაზე. ეს რატომღაც მათ ავიწყდებათ. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა ქალბატონი, ვინმე გელაშვილი, რომელიც ყოველ მეორე დღეს რეკავს მერიაში, გვიჩივის და ა.შ.

კიდევ კარგი, რომ ამ კორპუსის სხვა მაცხოვრებლები არ ემსგავსება ჭირვეულ მეზობელ გელაშვილს და საღად აფასებს შექმნილ მდგომარეობას.

დღეს შემხვდა თსუ-ის ყოფილი თანამშრომლის კობა გიგინეიშვილის და და დისშვილები და განაცხადეს, რომ უმრავლესობა არაფერს ვამბობთ ამ ხმაურზეო, რადგან გვესმის, რომ მიმდინარეობს მშენებლობა, თუმცა ძალიან ძნელია შეგუებაო.

ჩვენი ინვესტორიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ასიამოვნოს ამ კორპუსის მაცხოვრებლებს და გარაჟის პირველი სართულის მანქანები რომ არ დაზიანებულიყო ნგრევის შედეგად ბეტონის ანასხლეტით, მათი კორპუსის გარაჟის პირველ სართულს ააკრა სპეციალური ბადე, რომელიც შეაკავებს მანქანების დაზიანებას. იხ. ფოტოები:







No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.