ამხანაგობა „ბაგები502-ისა“
და „ბაგები 504-ის წევრებს
2019 წლის 17 ივლისს 19 საათზე თსუ მეორე კორპუსის
009 აუდიტორიაში შედგა ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის გაფართოებული სხდომა.
ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ 17 წევრიდან სხდომას ესწრებოდნენ:
სანდრო ჯორბენაძე, მერი ნიკოლაიშვილი, ელეონორა კაჭარავა, ნინო ბაბუნაშვილის წარმომადგენელი
(ნოტარიული რწმუნებით) ხათუნა გრიგალაშვილი, ომარ ქომურჯიშვილი, კახა ხარატიშვილის
წარმომადგენელი (ნოტარიული რწმუნებით) სანდრო ჯორბენაძე, ნინო ღაღანიძის წარმომადგენელი
(ნოტარიული რწმუნებით) თენგიზ გუჯეჯიანი, გრიგოლ დავითაია,, ხიმურ რუხაია, მანანა დოლაბერიძე,
შალვა ანდღულაძე, არჩილ გეგეშიძე (სულ 12 წევრი).
სხდომაზე გამოცხადდა გამგეობის წევრის გიორგი ჯაოშვილის
წარმომადგენელი, რომელსაც არ ჰქონდა ნოტარიულად დამოწმებული რწმუნება. აქედან გამომდინარე,
ის სხდომაზე დარჩა სტუმრის სტატუსით და არ მიეცა უფლება მონაწილეობა მიეღო კენჭისყრაში.
სხდომას ესწრებოდა შპს „თსუ ყიფშიძის 1“ სრული შემადგენლობით.
ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრები: სოლომონ კილაძე, თენგიზ გლოველი და გულნარა კანდელაკის
წარმომადგენელი ბესო კანდელაკი, ზურაბ უფლისაშვილის წარმომადგენელი ლაშა უფლისაშვილი.
კრებას თავმჯდომარეობდა სანდრო ჯორბენაძე, ხოლო მდივნობდა
ომარ ქომურჯიშვილი.
შესავალი სიტყვით გამოვიდა სანდრო ჯორბენაძე, რომელმაც
განაცხადა, რომ იგი დაფიქსირდა ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარედ ა.წ. 28 ივნისიდან.
არც იქამდე და არც ამის შემდეგ ერთი დღითაც არ შეწყვეტილა ინვესტორებთან მოლაპარკებები,
რომელსაც იგი და ხათუნა გრიგალაშვილი აწარმოებდა, ხანდახან ღამის 12 საათამდეც კი.
მან ჩამოთვალა იმ 11 ფირმიდან და დაინტერესებული ინვესტორიდან ის 8, რომელთანაც აღარ
გაგრძელდა ურთიერთობა.
ს. ჯორბენაძემ განაცხადა, რომ გამგეობის სხდომაზე გამოაქვს
იმ 3 ფირმასთან (დასახელების გარეშე) მიღწეული შედეგები და მათი შემოთავაზებული პირობები.
ამ ფირმებიდან 2 აპირებს აშენებული ნაგებობის დანგრევას და ახალი პროექტით ახალი კორპუსის
აშენებას, ხოლო ერთი ფირმა არ აპირებს დანგრევას და არსებული პროექტის კორექტირებით,
არსებულ ფუნდამეტზე (შესაბამისი შემოწმების შემდეგ) აშენებას.
აზრი გამოთქვეს: ა.გეგეშიძემ, მ.დოლაბერიძემ, ლ.უფლისაშვილმა,
ზ.ბურჭულაძემ, მ.ნიკოლაიშვილმა.
ამხანაგობის წევრების მრავალ კითხვას პასუხი გასცა ხათუნა
გრიგალაშვილმა, რომელმაც დეტალურად და ამომწურავად უპასუხა ყველს კითხვას და დაფაზე,
თვალსაჩინოებისთვის ჩამოწერა სამივე ფირმის პირობები და მოთხოვნები, რათა დამსწრეებს
შეძლებოდა თავადვე დაენახათ და გაეანალიზებინათ სამივე ფირმის აქტიური და პასიური მხარეები.
საბოლოოდ სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა
საკითხი იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მომხრე დღემდე აშენებული ნაგებობის დანგრევის და
მის ადგილზე ახალი სახლის აშენების ან ძველი აშენებულის გაგრძელებისა.
ს. ჯორბენაძემ მოითხოვა ფარული კენისყრის ჩატარება.
კენჭისყრის შედეგად (2 მომხრე (ს.ჯორბენაძე, ო. ქომურჯიშვილი) 10 წინააღმდეგი) გადაწყდა,
რომ კენჭი ეყარათ ღიად.
კენჭისყრაზე დაისვა საკითხი: ვინაა მომხრე არსებული
ნაგებობის ბაზაზე მშენებლობის გაგრძელების (დანგრევის გარეშე)?
კენჭისყრის შედეგი: თანახმა _ 11, წინააღმდეგი _ 0,
თავი შეიკავა _ 1 (მ.დოლაბერიძე).
კენჭისყრის ჩატარების შემდეგ ხ.გრიგალაშვილმა გაშიფრა
ის 3 ფირმა, რომელსაც სურვილი ჰქონდა მშენებლობის გაგრძელების.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით დარჩა ერთი ფირმა _ სამშენებლო
კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ (https://gumbatigroup.ge/ge/).
ს. ჯორბენაძემ კიდევ ერთხელ დააყენა კენჭისყრაზე საკითხი:
ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობა თანახმაა, რომ სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს
კომპანია „გუმბათმა“. მიღებული იქნა ერთხმად.
გამგეობის სხდომამ დაადგინა:
1. დაიდოს ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფთან“ სახლის მშენებლობის გაგრძელებაზე,
ძირითადი ნაგებობის დაუნგრევლად (გარდა დაჟანგულის შეცვლისა და გაფუჭებული ბეტონის
მოშლისა).
2. დაევალოს ქალბატონ ხათუნა გრიგალაშვილს კომპანიასთან
წვრილმანი დეტალების შეთანხმების შემდეგ, წარმოადგინოს ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი,
რათა მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ინვესტორთან კონტრაქტის დადება.
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.