Tuesday, 12 November 2019


ძვირფასო მეგობრებო,

დღეს, 12 ნოემბერს ინვესტორი იწყებს ღობის მასალის შემოტანას. ხვალიდან კი, ღობის მონტაჟს.
ღობის გაკეთება იწყება ქვედა მხრიდან და დამთავრდება „კარფურის“ მხრიდან.
ასე, რომ ყველაფერი მიმდინარეობს გეგმაზომიერად.
ამ ეტაპზე მოგახსენებთ შემდეგს:
1.      ინვესტორმა განახორციელა ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება. ამჯერად გთავაზობთ ამ ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის შედეგად გამოვლინდა, რომ პირველი კორპუსი დასანგრევია საძირკვლის დონემდე, სხვა კორპუსებში საჭიროა მზიდუნარიანობის აღდგენა-გაძლიერება. (ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას ამ დრეებში განვათავსებთ საიტზე). პირველი კორპუსი დასანგრევი რომ იყო ისედაც ვიცოდით. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სხვა კორპუსები დასანგრევი არაა, რადგან ინვესტორი სწორედ იმ პირობით შემოდიოდა, რომ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დასანგრევი არ იქნებოდა მთელი შენობა.
2.      პარასკევს, 15 ნოემბერს ინვესტორი, მშენებლობის ტერიტორიაზე დადგამს ჯიხურს და დააყენებს გუშაგს ეზოს და ქონების დასაცავად.
3.      ინვესტორის მიერ მომზადდა პროექტის ესკიზი.
4.      ამხანაგობის ზოგიერთი წევრი კვლავ მირეკვს და კრების მოწვევას ითხოვს ბოლო ინფორმაციის გაცნობის მიზნით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ როგორც კი იქნება კრების ჩატარების აუცილებლობა ამას გავაკეთებთ, მაგრამ იქამდე ყველა ახალ ინფორმაციას (ძირითადად შედეგს და არა ჩვენ დახმარებას აინვესტორისადმი და ინვესტორის სირბილს სხვადასხვა ტექნიკურ საქმეებზე) შემოგთავაზებთ ამ საიტზე. იმ წევრების გასაგონად, რომლებსაც პრობლემა აქვთ კომპიუტერთან და მათივე თქმით არ იციან რა არის საიტი, გთხოვთ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენ შვილებსა და შვილიშვილებს. ამხანაგობის წევრებმაც დაეხმარეთ, ამობეჭდეთ საიტზე დანთავსებული ინფორმაცია და წააკითხეთ მათ.
ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და იმედია პროექტის შექმნისა და დამტკიცების შემდეგ კიდებ უფრო სწრაფად და წარმატებით გაგრძელდება საქმიანობა.
პატივისცემით,
სანდრო ჯორბენაძე 

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.