ბმა „ბაგები 502-სა“
და „ბაგები-504-ის“ წევრებს
ძვირფასო მეგობრებო და
მომავალო მეზობლებო!
უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას,
ვინც გამგეობის ბოლო სხდომის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ შემოგვეხმიანეთ და შემოგვთავაზეთ
თქვენი დახმარება და მხარდაჭერა.
დახმარება გვინდოდა იმ საბუთების მერიისთვის გადაცემაზე,
რომლებიც საჭირო იყო ინვესტორისთვის მშენებლობის ნებართვის მისაცემად. ამ ეტაპზე საჭირო
დოკუმენტები როგორც იქნა მოვიპოვეთ (პირადი გავლენებისა და შესაბამისი თანხების ხარჯვით)
და გადავეცით თბილისის მერიას. ამხანაგობის იმ წევრების სიჯიუტის გამო (სანაცვლოდ გარკვეული
პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნა, რაზეც ჩვენგან კატეგორიული უარი მიიღეს), რომლებმაც
არ მოგვცეს ეს დოკუმენტები, მერიის მოთხოვნების შესრულება გაიწელა, რამაც გამოიწვია
თვეზე მეტი ხნით პროცესის გაჭიანურება. ინვესტორმა ჩაატარა 2 ექპერტიზა, რაც ასევე
მერიის მოთხოვნა იყო.
დღევანდელი სიტუაცია
ასეთია:
ყველა საბუთი, ექსპერტიზის დასკვნები, ნებართვები და
ა.შ., რაც ძრითად საბუთებთან ერთად, აგრეთვე დამატებითი საბუთები გადაეცა თბილისის
მერიის შესაბამის კომისიას 1 ნოემბერს.
კომისია სავარაუდოდ ნოემბრის პირველ დეკადაში განიხილავს
და იმედს ვიტოვებთ, რომ დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს და კომპანია „გუმბათს“ მისცემს
მშენებლობის ნებართვას.
როგორც იცით მესამე პირების (თ.ჩარკვიანის მიერ გაყიდული
ფართები) რაოდენობა იყო 58. ამჟამად, მესამე პირად ყოფნაზე პრეტენზიას აცხადებს 62
ადამიანი. სულ რამდენიმე დღეა, რაც გამოჩნდა ვინმე სერგო ჯაბუა, რომელმაც მოიტანა თ.ჩარკვიანთან
დადებული ხელშეკრულება. სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არავინ შეგვატყობინა და ინვესტორტან
ურთიერთობაში გვიქმნის პრობლემებს.
მესამე პირების საბუთების სისწორეს შეისწავლის ინვესტორი.
ყველას მიმართ მაქვს
ასეთი თხოვნა, თუ
გაქვთ რაიმე მსგავსი ინფორმაცია შეგვატყობინეთ დროულად; თუ ვინმეს გაქვთ რაიმე დოკუმენტი,
რომელიც დაკავშირებულია ჩვენ მშენებლობასთან _ მოგვაწოდეთ. თუ გამგეობის ყოფილი წევრებივით
ვერ თმობთ ამ დოკუმენტებს, მაშინ ასლები მოგვაწოდეთ, ან ასლებს ჩვენ გადავიღებთ. თქვენ
მიერ დოკუმენტების დამალვა ჩაითვლება საერთო საქმის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად.
მერიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
ინვესტორი იწყებს ღობის გაკეთებას (შესაბამისი მასალები შეკვეთილია და მზადდება), შემდეგ
შიდა ეზოს მოწესრიგებას. პარალელურად მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომელიც ალბათ
იანვარ-თებერვალში დამთავრდება.
პროექტის დამტკიცების შემდეგ მოიხსნება ყადაღა (დაკმაყოფილდება
ის 8 მესამე პირი, რომლებმაც იჩივლეს სასამართლოში) და დაიწყება მშენებლობა.
პროექტის დამტკიცების შემდეგ „ბაგები 502-ის“ წევრები
საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებთ თქვენს ფართებს (ღიად რჩება გულუას საკითხი, რომელსაც
თანხა არ აქვს გადახდილი ბოლომდე).
ძვირფასო „ბაგები
502-ის“ წევრებო! დღე
არ გავა, რომ რომელიმე წევრმა არ დამირეკოს და მთხოვოს მათ შვილიშვილზე ან შვილზე ბინის
გადაფორმება.
თქვენი მიღებულია „ბაგები 502-ის“ დებულება, რომლის
მიხედვითაც ამის პრეროგატივა აქვს ამხანაგობის საერთო კრებას. რატომ მიიღეთ ეს ნორმა
არ მესმის, მაგრამ ასეთი იყო თქვენი ნება. რამდენიმე თვის წინ ამხანაგობის წევრმა დ.აფციაურმა
მოითხოვა მის მაგივრად შვილიშვილი გამხდარიყო ამხანაგობის წევრი. ეს გავიტანეთ საერთო
კრებაზე, დავამტკიცეთ ნოტარიულად და ა.შ., თუმცა შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა
კრებაზე ნოტარიუსის დასწრება და სხვა საბუთები, რომელთა წარდგენაც შეუძლებელი გახდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ნოტარიუსის მოწვევა და სხვა
ქმედებებისთვის თანხის გადახდა მოგიწევთ და ამის შემდეგაც შეიძლება შემოსავლების სამსახურმა
მაინც შექმნას პრობლემები, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოვიცადოთ ცოტა ხანი. 40 წელია
შენდება ჩვენი ბინა, 3-4 თვე არაა ის დრო, რომ ვერ მოვითმინოთ.
ბინების რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ გადააფორმეთ
ვიზეც გინდათ, ეს დაგიჯდებათ 51 ლარი.
აქედან გამომდინარე, ვინც ფიქრობთ, რომ სიბერის გამო
გინდათ შვილებზე გადაფორმება _ გიკრძალავთ სიკვდილს. ეს ჯერ ადრეა. უნდა იყოთ ჯანმრთელად
და ყოჩაღად.
გიკრძალავთ სიკვდილზე საუბარს, ჯანმრთელობაზე წუწუნს.
სულ რამდენიმე თვეში თვითონ მიხვალთ საჯარო რეესტრში
და თქვენივე ხელით გადაუფორმეთ ბინა შვილებს ან შვილიშვილებს.
პატივისცემით,
სანდრო ჯორბენაძე
Batono Sandro, madloba inpormaciistvis.
ReplyDeletemadloba aseti gamxnevebistvis rasac chveni mshoblebis mimart gamoxatavt, mat es dzalian chirdebat. darcmunebulebi vart ase pozitiurad da carmatebit miikvant sakmes bolomde!!!