Sunday 9 October 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


ბევრ თქვენგანს სურვილი აქვს ბინის გაყიდვის. გამომდინარე ჩვენი 40-წლიანი სამშენებლო ეპოპეისა, ჩავთვალე, რომ კეთილ საქმეს გავაკეთებდი, თუ დაგეხმარებოდით და დაგაკავშირებდით პოტენციურ მყიდველებთან. მეგონა ამით შემცირდებოდა ის დრო, რაც საჭიროა მყიდველთა მოძიებისთვის.

სამწუხაროდ, ზოგიერთმა არ უღალატა |თავის ბუნებას და ტრადიციულად მორიგი ცილისმწამებლური ჭორები გაავრცელა, თითქოს მე დაინტერესებული ვიყავი რაღაცით ამ გაყიდვებიდან.

აქედან გამომდინარე, დაინტერესებულ მყიდველებს მხოლოდ იმათ ტელეფონებს გადავცემ ვისაც სწამს, რომ მე არც მაკლერი ვარ, არც რაიმეთი დაინტერესებული და ამავე დროს მეც ძალიან ვცემ მათ პატივს.

დანარჩენებმა დრო არ დამაკარგვინოთ, ისედაც რამდენი წელი დაგვაკარგვინეთ.

ამჯერად, გთავაზობთ საქართველოში ერთი ცნობილი ადამიანის შემოთავაზებას, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და სწორედ ამის გამო გამოვიტანე მისი წინადადება. ამ ადამიანს ჩვენი მშენებლობიდან 50 მეტრში (ყიფშიძის ქუჩაზე) აქვს გარემონტებული ბინა 120 კვ.მ და სურს დღესვე გაუცვალოს ჩვენი ამხანაგობის იმ წევრს, რომელსაც ეკუთვნის 140 კვ. მ. 

ე.ი. 120 კვ.მ გარემონტებული  =  140 კვ.მ. მშენებარე.

მსურველი დამიკავშირდით ან მეილით ან მესიჯით. 


საუკეთესო სურვილებით,


სანდრო ჯორბენაძე

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.