მოგესალმებით მეგობრებო,
გილოცავთ ძველით ახალ წელს _ კალანდობას!
როგორ მოგეხსენებათ 4 იანვარს უნდა განახლებული 2 დღით შეწყვეტილი მუშაობა. თუმცა, განახლდა 3 იანვარს.
გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ფოტოებს.
მე-4 (ყოფილი „ი“)-მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის მე-10 სართულის ნახევარი გაკეთებულია:
მე-10 სართულის ნახევარზე მეტია გაკეთებული მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვისაც:
სულ რამდენიმე დღე და მე-10 სართულის მშენებლობა დამთავრდება ამ მხარეს (მე-4-მე-6 სად.):
თითქმის დამთავრდა მშენებლობა მე-10 („გ“), კომერციულ („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის:
ხედი „კარფურის“ მხრიდან:
ამხანაგობის წევრები ხშირად კითხულობენ, თუ როგორი იქნება ჩვენი სახლის გარეგნული სახე.
სახლის მაკეტი, თავისი განათებებით დევს გყიდვების ოფისში (ი.ჭავჭავაძის პრ. # 33 დ.გურამიშვილის ძეგლსა და მე-9 საავადმყოფოს შორის), სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და თავად დატკბეთ ყურებით და თქვენივე ბინის მდებარეობა იხილოთ ვიზუალუად.
ამჯერად კი, გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც მშენებლობის ღობეზეა გამოფენილი:
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.