Tuesday 31 May 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა საიტზე ახალი მასალის დადება. გარდა ამისა, ვერ მოხერხდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვა, რასაც მოგვიანებით გილოცავთ!

გამომდინარე იქიდან, რომ მოვიდა ზაფხული, შეიძლება ყოველ კვირას ვერ მოხერხდეს ფოტოების გადაღება. ასეთ შემთხვევაში, ათასნაირი ჭორის და ტყუილის აგორების (მსგავსად ბოლო 4 დღისა) თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია დღეის შემდეგ მშენებლობის ფოტოები დაიდოს თვის შუა რიცხვებში და თვის ბოლოს.

ამით უფრო ნათელი და ვიზუალურად შესატყობი იქნება 2 კვირის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების შედარება, ვიდრე 1 კვირისა.

ვისთვისაც 2 კვირა დიდი ვადაა, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ადგილზევე, გვერდითა სახლის ეზოდან მიადევნოთ თვალყური მშენებლობას.

სხვა ინფორმაციები და მიმართვები შეიძლება გამოქვეყნდეს ნემისმიერ დროს.

10 დღის წინ გადაღებული ფოტოების შემდეგ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მშენებლობის ყველა ფრთაზე.

გთავაზობთ დღევანდელ (მაისის ბოლოს) გადაღებულ ფოტოებს:

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე დაიგო ბეტონი _ გადაიხურა მე-2 სართული მთელ სიგრძეზე. ამჟამად, საყრდენი ბოძები მიდის სიმაღლეში და კეთდება მე-3 ანუ მიწის დონის (პირველი) სართული, რომელშიც განთავსდება კომერციული ფართები. ზოგიერთი ბოძი უკვე დაიწნა და ხარაჩოშიც ჩაისვა. როდესაც ყველა ბოძი ჩაისმება ხარაჩოში, შემდეგ ერთდროულად ჩაისხმება მათში ბეტონი:








„ზ“ სადარბაზოსთვისაც იწნება მაღალი ბოძები და შენდება მე-3 სართული (ყიფშიძიდან პირველი) _ კომერციული ფართებისთვის:





მესამ (იგივე პირველ საცხოვრებელ) სართულზე იწნება ბოძები დაზემოთ მიიწევს „თ“ და „ი“ სადარბაზოებიც:




უწყვეტ რეჟიმში მოდიოდა ბეტონი და ისხმებოდა ფილა „ი“ სადარბაზოს ძემდგომ ყველა სადარბაზოსთვის _ ეზოს ბოლომდე:







სასიხარულო ამბავია ის, რომ „თ“ სადარბაზოსთან დაიდგა მეორე ამწე. თუ პირველი ამწე საქართველოს ფერებშია, მეორე _ უკრაინის. სჯობდა ზემოთ ლურჯი და ქვემოთ ყვითელი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი ამწის შოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა:







გთავაზობთ მცირე ვიდეოებსაც:










No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.