Saturday, 20 March 2021

 მოგესალმებით ყველას,


ამ ბოლო დროს ხშირად გვიწევს საიტზე ინფორმაციის დადება. 

მეზობელი სახლის (ყიფშიძის 2) მაცხოვრებლემბა ამჯერად გადაწყვიტეს, რომ დაიწყონ ქუჩის აქციები ჩვენი მშენებლობის წინააღმდეგ. ავრცელებენ ფლაერებს და ა.შ.

დაუკავშირდნენ ვიღაც გიორგი ჯაფარიძეს, რომელიც ალბათ დიდ მეომრად მიიჩნევს თავს და იმედს აძლევს ამ ხალხს, რომ არა მარტო შეაჩერებს ჩვენ მშენებლობას, არამედ ამ ადგილზე ბაღსაც გააკეთებს და სხვ. ცხადია ამას უფულოდ არავინ აკეთებს. ვიდეო გამოსვლაში (იხ. https://www.facebook.com/groups/271735611237713/permalink/282948296783111/) იმასაც ამბობს, რომ მას ჰყავს ადვოკატი, რომელიც გარკვეული საფასურის საფუძველზე მოახერხებს ჩვენი სახლის მშენებლობის შეჩერებას.

ყიფშიძის 2-ის ხალხი დადის გვერდზე კორპუსებში და ხელს აწერინებენ მაცხოვრებლებს, რომ არ აშენდეს ჩვენი სახლი. ჯერ დაიწყეს ხმაურით, მერე მტვერზე გადავიდნენ და ახლა ხედის გაფუჭებაზე საუბრობენ.

ამზადებენ წერილს მერიის სახელზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყოველივე ამას ხელისუფლებასთან ბრძოლად მიიჩნევენ და იმასაც კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იშენებენ ბინასო.

ვიცით, რომ ამ საიტს კითხულობენ. შეიძლება არც დაიჯერონ, მაგრამ თქვენ მაინც ხომ იცით, რომ 2008 წლიდან მოყოლებული არცერთ ადამიანს ბინა არ შეუძენია ჩვენ ამხანაგობაში და ის მესამე პირები ისევ იმდროინდელი პირები არიან.

ყიფშიძის 2-ის ხალხი ჩვენ ალბათ, არ გვენდობა, ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლებად მიაჩნიათ თავი და რადიკალურ განცხადებებს ავრცელებენ. მათ შეუძლიათ მიმართონ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს  ზაალ უდუმაშილს, რომელმაც ძალიან კარგად იცის ჩვენი მშენებლობის საკითხი და 2005-2008 წლებში ტელევიზიითაც კი ავრცელებდა ამის შესახებ ინფორმაციას.

ყიფშიძის 2-ის წევრებს მივმართავთ _ თქვენ ამ დაპირისპირებით ხელისუფლებას კი არ უპირისპირდებით, არამეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც 40 წელზე მეტია ბინას ელოდებიან, რომელთა უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარაა, ხოლო მათი შვილები იმდროინდელ მშობლებზე უფრო დიდი ხნისანი გახდნენ. თქვენ უპირისპირდებით უფულო და წესიერ ადამიანებს. შეიძლება ბევრი მათგანი თქვენი პედაგოგებიც კი იყვნენ სტუდენტობის პერიოდში. პროფესორთა რამდენიმე ოჯახი დღესაც სტუდენტთა ქალაქში ცხოვრობს _ სტუდენტობიდან მოყოლებული პენსიამდე. რამდენმა ვერ შექმნა ოჯახი უბინაობის გამო, რამდენმა ოპერაციები ვერ გაიკეთა უფულობის გამო, რამდენი გაჭირვებულია დღესაც, მაგრამ თქვენთვის მთავარია გაღვიძებისას კარგი ხედი გქონდეთ ფანჯრიდან, 12 საათამდე იძინოთ და ა.შ.

სამწუხაროა, რომ დღევანდელ კვერცხს ირჩევთ და არა ხვალინდელ ქათამს, თორემ აქეთ უნდა გვეხვეწებოდეთ, რომ იმუშაოს სამმა „კოდალამ“, რათა უფრო მალე დამთავრდეს ნგრევა და არ გაიჭიმოს ზაფხულამდე. ყველას ვერ მოსთხოვ შორსმჭვრეტელობას.


ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ და „ბაგები 504-ის“ ძვირფასო წევრებო,

ჩვენი თხოვნაა კვირას, ორშაბათს ან სამშაბათის 14 საათამდე მიბრძანდეთ მშენებლობაზე, სადაც გამზადებულია მცირე ტექსტი თბილისის მერის კ. კალაძის სახელზე და მოაწეროთ ხელი. ესაა ჩვენი თხოვნა მერისადმი, რათა ნახონ თუ რამდენი და ვინ ვართ.

იმ შემთხვევაში თუ ვინმე ვერ ახერხებს მისვლას, ხელის მოწერა შეუძლია ოჯახის წევრს, ოღონდ შენიშვნაში მიუთითეთ, რომ ბრძანდებით მემკვიდრე ან ნდობით აღჭურვილი პირი. შენიშვნაშივე შეგიძლიათ მიუთითოთ სტატუსი _ პროფესორი, ექსპერტი ან სხვ.

განცხადება-მიმართვა 2 ეგზემპლარადაა. ხელი მოაწერეთ ორივეს. დარაჯი კახა იქვე იქნება სადმე, მისი ტელეფონია _ 5 44 44 14 26.


სხვა სიახლეები

რადგანაც კვირის ბოლოა, ფოტომიმოხილვით დავამთავროთ დღე.


საერთო ხედი ზემოდან:



მანქანებს ნანგრევები გააქვთ:




მანქანები უწყვეტად მუშაობენ და ერთმანეთს ცვლიან მთელი დღის განმავლობაში:



მანქანაზე დაყრილ ნანგრევებს, წესის შესაბამისად გადაფარებული აქვს სპეც. საშუალება, რათა გზაში არ გადმოიყაროს:



თვითმცლელი მანქანების გასასვლელი გაკეთდა ყიფშიძის ქუჩის მხრიდან, სადაც 2 მანქანა აღმოჩნდა ერთდროულად:




გზა ისევ ნანგრევებით დატვირთულმა მანქანამ დათმო:





„კოდალების“ შეჩრერების შემდეგ „თ“ და „ი“ კორპუსის ნახევრის მე-4 სართული მოინგრა:


დღეს მარტო ეს „კოდალა“ მუშაობდა:



No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.