მოგესალმებით მეგობრებო,
დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: მუშაობს მხოლოდ 2 „კოდალა“.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:
მესამე _ „დედა“ კოდალა ისვენებს:
„მამა“ კოდალა ერთდროულად (ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ) ანგრევს „ზ“ და „თ“ კორპუსების მე-4 სართულს:
„დ“ და „ე“ კორპუსების ადგილზე ესღა დარჩა:
საძირკველთან მიერთებული სვეტების მონგრევას უფრო ფაქიზი მუშაობა სჭირდება, რომელსაც შვილი“ კოდალა ასრულებს:
ყოფილი „დ“ და „ე“ კორპუსების ხედი ეზოს ქვედა მხრიდან ასეთია:
„ვ“ კორპუსის მე-3 სართულზე ცოტა დარჩა მოსანგრევი, ხოლო „ზ“ კორპუსი დაყვანილია მე-3 სართულამდე.
მოხვევის შემდეგ ეზოს მხარეს „თ“ კორპუსია, რომლის მე-4 სართულსაც ანგრევს „მამა“ კოდალა:
საერთო ხედი ასეთია:
მესამე „კოდალისთვის“ სათადარიგოს სტატუსის მინიჭებამ ცოტათი შეაჩერა ტემპი, მაგრამ მოდით ამასაც სხვა კუთხით შევხედოთ _ შენელებული ტემპი სჯობს სულ უტემპობას.
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.