Monday, 28 September 2020

 გამარჯობა მეზობლებო,

გუშინ მოგახსენეთ, რომ დემონტაჟის ნებართვა მიღებულია. დღეს უკვე ამუშავდა ჩვენი კოდალა და გაგრძელდა მშენებლობა.

ეს ორი დღეა ტელეფონის ზარები არ წყდება ჩემთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველას უნდა ბინის აშენება, ზოგიერთი ისეთ რაღაცეებს მეუბნება, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ. ზოგმა მერიის კეთილგანწყობა არჩევნებს დაუკავშირა, ზოგმა რა და ზოგმა რა.

მერიას კეთილგანწყობა რომ აქვს ჩვენ მიმართ ეს მართლაც ასეა, რაც ძალიან კარგია, თუმცა ასე არ იყო როცა მართთან ურთიერთობას ვიწყებდით, სანამ გავარკვევდით, რომ ახალი გამგეობა რადიკალურად განსხვავდება ძველისგან და ჩვენ ვართ ორიენტირებული მშენებლობაზე და არა სხვა რამეზე და ა.შ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ანდრიაძის დროინდელი აღმასკომის შემდეგ ასეთი მეგობრული და გვერდში მდგომი მერია ჩვენ მშენებლობას არ ჰყოლია. ამასთან, ყოველთვის ასრულებენ კანონის მოთხოვნებს. აშკარად იგრძნობა, რომ მერიას არავითარი ინტერესი ჩვენი მშენებლობიდან არ აქვს. ანალოგიურია საქართველოს მთავრობაც. ეს გინდათ რეკლამაში ჩათვალეთ, გინდათ სარჩევნო მოწოდებაში, მაგრამ რეალობა ასეთია. თუ ისინი შეიცვლიან თავიანთ პოზიციას, ამას იმწუთას შეგატყობინებთ. 

მე მეგონა დამთავრდა ის დრო, როდესაც ამხანაგობის ზოგიერთი ქალბატონი მშენებელზე, ინვესტორზე და სხვებზე, ვითომ კომპრომატებს მოიძიებდა და ამის საშუალებით ცდილობდა ერთგვარი გავლენა ჰქონოდა გამგეობაზე. ძალიან გთხოვთ, სხვისი პირადი საიდუმლოებები ჩემამდე არ მოვიდეს, რადგან არც მაინტერესებს და არც რამეს მატებს მშენებლობას.

ანალოგიურია, სხვადასხვა ცრუ ინფორმაციები, მათ შორის ჩვენ ინვესტორზე, რადგან ინვესტორის ყველა მშენებლობა დაგეგმილ ტემპში მიმდინარეობს თბილისის იპოდრომზეც, ბაკურიანშიც და ბათუმშიც. დღემდე არავინ ყოფილა მ.ტყეშელაშვილის უკმაყოფილო. იმედია ასე ვიქნებით ჩვენც.

პატარა წინააღმდეგობა (რამდენიმე დღით „კოდალას“ გაჩერება) არ უნდა გახდეს წინა გამგეობის მიერ დანერგილი სიბინძურისა და ტალახის მისხმის საშუალება. დააკვირდით თქვენ თავს და გამოდით წინა გამგეობის ზომბირებისგან. კიდევ თუ ვინმე დაუჯერებდა ზოგიერთების მოგონილ ტყუილსა და ჭორებს და მოქმედ გამგეობას არა, ნამდვილად არ მეგონა.

გთავაზობთ, მერიის მიერ გაცემული დემონტაჟის ნებართვას და დღეს მუშაობის პერიოდში გადაღებულ „კოდალას“ ფოტოებს:














1 comment:

Note: only a member of this blog may post a comment.