Sunday 17 March 2024

 მოგესალმებით ყველას,


იმედია წაიკითხეთ ჩვენ საიტზე 14 მარტს დადებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება. ნებისმიერი ნეიტრალური ადამიანი თუ წაიკითხავს, დარწმუნდება, რომ ჩვენ მართლები ვართ. დღემდე პასუხგაუცემელი რჩება  შემდეგ კითხვაზე პასუხი_ რატომ შეიტანა გ.ძასოხოვმა კომპანია „თბილისის“ გაკოტრების საქმეზე მისი კრედიტორად ჩართვის შესახებ მოთხოვნა, თუ ჩვენ ვიყავით მოვალეები? ამაზე ვერც პროცესზე და ვერც პროცესის გარეთ ვერ გვიპასუხა ძასოხოვის ვერცერთმა ადვოკატმა.

თსუ პროფესორ-მასწავლებლები 45 წელია ვაშენებთ ამ სახლს. 

ჩვენ მართლები ვართ და საბოლოო გამარჯვება ჩვენი იქნება.


გთავაზობთ გუშინ საღამოს გადაღებულ მშენებლობის ფოტოებს.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის გრძელდება ბოძების არმატურის დაწნა პირველი საცხოვრებელი სართულისთვის:








ე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის კვლავ მიმდინარეობს შიდა სამუშაოები (ტიხრების გაკეთება). დროებით (სამშენებლო) აივნებზე იწყობა ბლოკები, რომელიც შემდეგ შეაქვთ შიგნით:





ამ სადარბაზოების ხედი „კარფურის“ მხრიდან:




მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვის მიმდინარეობს არა მარტო შიდა სამუშაოები, არამედ სიმაღლეში დასრულების (დარჩენილია 2 სართული) ბოლო ეტაპი:






მე-7-მე-9 („ვ“-„დ“) სადარბაზოებისთვის სრული ტემპით გაჩაღდა ავტოსადგომის მე-2 სართულის მშენებლობა:








დამთავრდა მე-10 („გ“), კომერციული („ბ“)  და მე-11 („ა“) სადარბაზოების სართულების მშენებლობა. დარჩენილია ლიფტის შახტების ბოლო სართულის ზემოთ (ისე, როგორცაა მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოების სახურავზე) მშენებლობა. შესაბამისად, ამ ლოკაციიდან გამოთავისუფლებული ადამიანები გადანაწილდა 1-ელ-მე-3 და მე-7-მე-9 სადარბაზოების ლოკაციებზე:














No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.