Thursday 15 February 2024

 მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ !


ყველას გილოცავთ სააპელაციო სასამართლოში გამარჯვებას!

ალბათ ყველა ხვდებით, თუ რა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.


გაზეთ „ასავალ-დასავალში“ 12 თებერვალს გ.ძასოხოვის ინტერვიუმ ნათლად დაგვანახა, თუ რა ტყუილებზე აქვს აგებული სასარჩელო მოთხოვნა.

პროფესორ-მასწავლებლებს სთხოვს მილიონების გადახდას და ჩვენ გვეძახის თაღლითებს.

ჯ.ძასოხოვის საგაზეთო პასუხები სავარაუდოდ ბ-ნ ჯიმი ყიფიანს ეკუთვნის. ამის საფუძველს იძლევა ჯიმი ყიფიანის, როგორც მოწმის ჩვენება სასამართლოზე, რომელიც ემთხვევა ძასოხოვის ინტერვიუს ნახევარს.

პროცესის წინა დღეს ინტერვიუს გამოქვეყნება საბჭოთა მეთოდია.  „მეგობრებს“ დაუძველდათ მეთოდები.

კიდევ კარგი, რომ დიდი ხანია დაიშალა საბჭოთა კავშირი.

გ.ძასოხოვი ინტერვიუს ბოლოს ვაჟკაცობაზე საუბრობს. მისი ინტერვიუ კი, ორღობის თავში მჯდომი დედაკაცის ჭორიკნობას ჰგავს.

პროფესორ-მასწავლებლებისთვის ქონების წართმება, ალბათ ვაჟკაცობად ითვლება მის რუსულ პარტიასა და რუს მეწარმეებში.

გაზეთში გამოქვეყნებული სიბინძურის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვეთ.

ყოჩაღ ქართულ სასამართლოს, რომ ობიექტურად შეაფასა ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობა.

სამართალმა პური ჭამა!

ძასოხოვს შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციოს გადაწყვეტილება საკასაციო (უზენაეს) სასამართლოში. ეს, ალბათ მისი „ვაჟკაცობის“ დამადასტურებელი ქმედება იქნება.

ჩვენი მხრივ, ვაპირებთ ვუჩივლოთ მას ცილისწამებისთვის, ხოლო მისი გაყალბებების გამო პროკურატურაში უკვე შეტანილი გვაქვს მოთხოვნა გამოძიების დაწყების მიზნით.


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:


1-ლი-მე-3 („მ“-„კ“)  სადარბაზოებისთვის გრძელდება სამუშაოები. ამ სადარბაზოებისთვის დამთავრდა უკანა მხრიდან ყიფშიძეზე გასასვლელი გზის ნაწილის დაგება:









მე-4-მე-5 („ი“-„თ“) სადარბაზოებისთვის კვლავ მიმდინარეობს შიდა სამუშაოები:




მე-6 („ზ“) სადარბაზომ გააგრძელა სიმაღლეში ასვლა. ის უკვე დაეწია მე-4-მე-5 სადარბაზოებს და პროექტით უნდა ასცდეს 3 სართულით:




მე-7-მე-9 („ვ“-„დ“) სადარბაზოებისთვის დაგებული ფილის გვერდით დაიწყო ეზოს ნაწილის მოწესრიგება და დაიგო ბეტონის ფილა:







სულ რაღაც 2 სართული დარჩა პირველ ლოკაციაზე (მე-10, კომერციული და მე-11 („გ“-„ა“) სადარბაზოები). პარალელურად ყველგან მიმდინარეობს შიდა სამუშაოები:




.ხედი აბულაძის გუჩიდან:






ხედი „აგროჰაბის“ და „კარფურის“ მხრიდან:






No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.