Friday 2 February 2024

 მოგესალმებით ყველას,


სააპელაციო სასამართლოში დღეს შედგა სასამართლო სხდომა.

ბრწყინვალედ გამოვიდა ქალბატონი ხათუნა გრიგალაშვილი, რომელმაც დეტალურად განიხილა და გააქარწყლა აპელანტ ძასოხოვის წარმომადგენლის ყველა მოთხოვნა. 

გარკვეული კითხვები დაისვა მოსამართლისგან.

ასე, რომ დამთავრდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა.

13 თებერვლის 14:55 საათზე დაინიშნა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება. 

ვინც არ იცის სარეზოლუციო ნაწილის შესახებ _ ესაა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება _ შედეგი.

ამ დროს, მოსამართლე აცხადებს შედეგს.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გაგრძელდება 3-4 წუთი. ამიტომ, ზედმეტად თავის შეწუხება (რაიონებიდან ჩამოსვლა და მისთ.) საჭირო არაა, რადგან ეს ინფორმაცია რამდენიმე საათში დაიდება ამ საიტზე.

ვინც საიტზე დადებამდე ვერ მოითმენთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ.


დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გავიგეთ, რომ რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილა ამხანაგობის წევრი ანზორ საჯაია. მოგვიანებით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.