Friday, 13 February 2026

 მოგესალმებით ყველას,


ყველა ხარვეზი გასწორდა. დღეს, მერიის მიერ დადასტურდა ხარვეზის გამოსწორება. ე.ი. მივიღეთ დადებითი დასკვნა, რომელსაც ორშაბათს მიიღებს ჩვენი ინვესტორი.

ამის შემდეგ, ვადასტურებთ ნოტარიულად, შემდეგ ინვესტორი გადასცემს ამ განშლას საჯარო რეესტრს. შემდეგ რეესტრში ვიღებთ საკადასტრო კოდს.

ეს ყველაფერი ამ კვირაში თუ არა, შემდეგი კვირის დასაწყისში უნდა დამთავრდეს. 

შემდეგ, თქვენვე იფორმებთ საკუთარ თავზე.

ინვესტორმა გაანაწილა ავტოსადგომები. ყველას თავისი კორპუსის ქვეშ ექნება სადგომი.

აქედან გამომდინარე, მოხდება ბინებისა და ავტოსადგომების საკადასტრო კოდების ერთობლივად აღება.

ბინის ამხანაგობის სახელზე დარეგისტრირების (საკადასტრო კოდის ასაღები თანხა (153 ლარი) გადახდილი გაქვთ.

ამ ეტაპზე, სასწრაფოდ (18 თებერვლის ჩათვლით) უნდა გადაიხადოთ 153 ლარი - ავტოსადგომისთვის საკადასტრო კოდის ასაღებად.

თანხის გადახდა ისევ იმავე მეთოდით;

1. მიგაქვთ თანხა თსუ პირველ კორპუსში ქალბატონ ირა მგელაძესთან (ტ. 577595997).

ან

2. გადაურიცხავთ ქალბატონ ირას თავის ანგარიშზე.

გადარიცხვისას აუცილებელია მიუთითოთ ბინის მესაკუთრის სახელი და გვარი. დანიშნულებაში = ავტოსადგომის თანხა.

საბანკო ანგარიში იგივეა, რაც წინა გადარიცხვის დროს. თუ ვერ მოიძიებთ, შეგიძლიათ დააზუსტოთ ქალბატონ ირასთან.

გთხოვთ, არ დააყოვნოთ თანხის გადახდა.

ამხანაგობის ტავმჯდომარე