მოგესალმებით მეგობრებო,
ადვოკატი თ.ილიაშვილი და მ.აფხაძე კვლავ არ ჩერდებიან და მორიგ პასკვილებს უგზავნიან ამხანაგობის წევრებს.
მართალია არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, რადგან ძნელია იმართლო თავი იმ ტალახის შესხმაზე, რასაც კადრულობენ ეს ადამიანები. ადამიანები, რომლებიც მიჩვეული არიან ტალახის სროლას იმდენად, რომ უკვე ხასიათში აქვთ გადასული.
სამწუხაროდ, ამხანაგობის ზოგიერთი წევრი აჰყვა მათ და რაღაც ნაწილში ეჭვი ეპარება ჩვენში.
შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ როდესაც ახალი გამგეობა იქნა არჩეული, ჩვენ შევთანხმდით, რომ დავკმაყოფილდებოდით მხოლოდ იმით, რაც გვეკუთვნის. გამგეობის ყველა წევრი დათანხმდა ამ პირობას.
გარკვეული პირობების გამო, გამგეობაში ძველი გამგეობის წევრებიც იქნნენ შეყვანილი, რომლებიც მუდმივად ხელის შეშლაზე და ინტრიგაზე იყვნენ ორიენტირებულები.
ისინი შევცვალეთ სხვა წევრებით.
აღნიშნულ ინტრიგნულ და დესტრუქციულ ქმედებებს ზოგიერთი დღესაც ახორციელებს.
ამხანაგობის ზოგიერთი წევრის. (მათ შორის გარდაცვლილის) ესტაფეტა წარმატებით აიტაცა მ.აფხაძემ და თ.ილიაშვილმა.
ამჯერად, ამხანაგობის წევრებს მიმართავენ, რომ ძველი გამგეობის წევრთა ხელმოწერებში პ.ჩაგელიშვილის ჩამატებული გვარი აფხაძეს არ გაუკეებია. სასამართლო პროცესზე თვითონ აღიარა, რომ ადრეც წარადგინა სხვა საქმეზე აღნიშნული დოკუმენტი, რომელზეც არ იყო ჩაგელიშვილის ხელმოწერა.
სწორედ ამ დოკუმენტზე ტარდება კალიგრაფიული ექსპერტიზა.
ეს დოკუმენტი გადმომცა ლ.ბერუაშვილის შვილმაო.
ქ-მა ლიამ ჩაამატა, მისმა შვილმა, თუ აფხაძემ, არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ჩამატებულია და სასამართლოში წარდგენილია აფხაძის მიერ.
ვნახოთ რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა.
ისინი აცხადებენ, რომ ტაბლიაშვილის, ახრახაძის და სხვების (სულ 8 მოსარჩელე) საქმეზე ბატონმა ხ.რუხაიამ შეიტანა ბაჟის 5 000 ლარი.
ამ 8 ადამიანის (მესამე პირები) მიერ სარჩელზე უარის თქმა იყო ქალბატონ ხათუნა გრიგალაშვილის, ს.ჯორბენაძისა და „გუმბათის“ ერთობლივი ზალისხმევის შედეგი, რითაც ყადაღა მოეხსნა ჩვენ მშენებლობას.
გახსოვთ, ალბათ, რომ იმ დროს ამათი და ძასოხოვის ყადაღა ედო მიწას და ბინებს.
ბაჟის თანხა დაუდია 50-მდე ადამიანს. არ დაუდია უმრავლესობასო და არც ს.ჯორბენაძესო.
ს.ჯორბენაძეს მართლაც არ დაუდია, იმ მიზეზის გამო, რომ მასთან არ კონტაქტობდა იმჟამინდელი გამგეობა.
ეხლა, რაც შეეხება ბაჟის თანხის დაბრუნებას.
მართალია სასამართლომ დაადგინა მხარეებისთვის თანხის დაბრუნება, მაგრამ აღნიშნული თანხა ს.ჯორბენაძის თავმჯდომარეობით მოქმედ გამგეობას არ დაუბრუნებია. შესაბამისად არც არსებობს არავითარი დოკუმენტი ს.ჯორბენაძის ან გამგეობის მიერ ამ თანხის დაბრუნებისა.
ცუდი თვისების ადამიანებს სხვა ადამიანებიც თავისნაირი ჰქონიათ. მათთვის წარმოუდგენელია, რომ სხვამ კეთილსინდისიერად შეიძლება იმოქმედოს იმ სიტუაციაში, რაშიც თვითონ ათასნაირ უღირს საქციელს იკადრებდნენ. სადაც აფხაძე და ილიაშვილი ბინებს ითხოვენ, ისე, რომ არც წითლდებიან, რაღა უნდა ვილაპარაკოთ?
სამწუხაროდ მათ ჰგონიათ, რომ ეს 5 000 ლარი ს.ჯორბენაძემ ან ხ.გრიგალაშვილმა აიღო, რადგან თვითონ ასე იზამდნენ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ არც ს.ჯორბენაძე და არც ხ.გრიგალაშვილი არ იყიდება 5 000 ლარად, არც უფრო ძვირად.
ჩვენ არ შევსულვართ გარიგებაში ძასოხოვთან (გახსოვთ ძასოხოვის მოთხოვნა 4 800 000 $), მიუხედავად მათი მცდელობისა, რადგან ერთადერთი რაც დაგვრჩა ჩვენი წინაპრებისგან, არის სახელი და პატიოსნება, რომელიც არავითარ თანხაზე არ იყიდება.
ბინძური სულის ადამიანები (თანაც აღდგომის დღეებში) რაღაცას დააბრალებენ სხვას და იმ სხვამ მერე იმართლოს თავი როგორც უნდა.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ახანაგობის ზოგიერთ წევრს მათი ცილისწამება და ტყუილები ერთადერთი, აბსოლუტური ჭეშმარიტება ჰგონიათ.
თავის მართლების ნაცვლად, ამ ცილისმწამებლებს ვთავაზობ შემდეგს _ მივიდნენ და მიიღონ ეს 5 000 ლარი, რადგან ჩვენ მიერ ეს თანხა დაბრუნებული
არაა.
მივმართავ ხ.რუხაიას მემკვიდრეებს, მ.აფხაძესთან და თ.ილიაშვილთან ერთად დაიბრუნონ ეს თანხა, ორონდ 2 პირობით:
1. იმ 50 კაცს დაუბრუნონ თავიანთი გადახდილი.
2. თანხის დაბრუნებისთანავე მოიხადონ ბოდიში ს.ჯორბენაძის, ხ.გრიგალაშვილისა და ამხანაგობის მიმართ ამ ცილისწამებისთვის.
ამხანაგობის თავმჯდომარე