Monday, 29 December 2025

 გილოცავთ ახალ წელს!


მრავალს დაესწარით!

იხარეთ და იბედნიერეთ!

2026 წლის ოქტომბერში შესრულდება 49 წელი ჩვენი მშენებლობის დაწყებიდან. ამ დროისთვის ბევრი უკვე ბინებში იქნებით შესული და ვაკის პარკის ჟანგბადით გექნებათ ფილტვები გავსებული.

დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: მერიამ განიხილა „გუმბათის“ მიერ გამოსწორებული ხარვეზები და გამოიტანა დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ან ხვალ ოფიციალურად გადასცემენ ჩვენ ინვესტორს.

ინვესტორის ჯგუფი საახალწლო არდადეგების შემდეგ გააკეთებს განშლას და დაადასტურებს ნოტარიულად. შემდეგ კი, გადასცემს საჯარო რეესტრს. იმედია რეესტრს არაფერი ექნება საწინააღმდეგო და 3-4 დღეში გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, ვიღებთ საკადასტრო კოდს ამხანაგობის სახელზე (თანხა გადახდილი გაქვთ), ე.ი. ყველა ბინა დარეგისტრირდება ამხანაგობის სახელზე, სავარაუდოდ, თუ სხვა არაფერმა შეგვიშალა ხელი ეს მოხდება 20-30 იანვარს. ბოლო ეტაპი იქნება, ბინის უშუალოდ თქვენზე, ინდივიდუალურად დარეგისტრირება.

ცოტათი გადაცდა დაგეგმილს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ 2-3 თვე აცდენა არაფერს ნიშნავს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მშენებლობის დამთავრებისკენ უფრო მეტმა მოინდომა ბინის გაყიდვა _ რეესტრში გაფორმებამდე. ასევე იმატა მყიდველების ოდენობამ. ეს უკანასკნელი იმის გამოცაა, რომ ინვესტორმა თითქმის გაყიდა ყველა ბინა „პენჰაუსის“ გარდა. 

კიდევ ერთხელ _ ვისაც ბინის გაყიდვა გსურთ, შეგიძლიათ გაყიდოთ ნოტარიულად დადასტურებული ცესიის ხელშეკრულებით. თუ მემკვიდრეებზე გინდათ დატოვება _ ანდერძით ან იგივე ცესიის ხელშეკრულებით.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბევრი თქვენგანი მირეკავდა და იძახდა, რომ მალე მოკვდებოდა და ა.შ. და როდის ეღირსებოდა ბინა, მე მკაცრად აგიკრძალეთ სიკვდილი. რამდენიმე ადამიანმა (90 წლის ფარგლეში ასაკისამ) დამირეკა და ისევ წუწუნი დაიწყო, რომ მშენებლობა თავდება და აქამდე შენმა სიტყვებმა გაგვამხნევაო და აწინ რაღა გვეშველებაო. 

ღმერთი თუ ასე ასრულებს ჩემ სურვილებს, მაშინ გისურვებთ 120 წლამდე მიღწევას, ოღონდ ერთი პირობით 100 წლის იუბილე უნდა გადაიხადოთ ჩვენი სახლის ღია ტერასაზე.

გისურვებთ, იყოთ კეთილი მეზობლები და არა ისეთი, როგორი ამხანაგობის წევრიც იყავით ჩემ მიმართ!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!

საუკეთესო სურვილებით,

ამხანაგობის თავმჯდომარე.


გთავაზობთ დღეს გადაღებულ, ამ წლის ბოლო ფოტოებს.


















No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.