მოგესალმებით მეგობრებო,
როგორც იცით, ა.წ. 1 თებერვალს ტარდება ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ საერთო კრება.
კრების ჩატარების გამოცხადების შემდეგ ზოგიერთ თქვენგანს გაუჩნდა კითხვები. ამ კითხვებთან დაკავშირებით ვაზუსტებთ:
1. იმ შემთხვევაში, თუ კრებაზე მოდის ამხანაგობის წევრი (მაგ., ს.ჯორბენაძე), მას არავითარი დიკუმენტის მოტანა არ სჭირდება. იგულისხმება, რომ პირადობის დამადასტურებელი თან ექნება.
2. იმ შემთხვევაში, თუ კრებაზე ვერ მოდის ამხანაგობის წევრი (მაგ., ზ.უფლისაშვილი), მის მაგივრად შეუძლია მოვიდეს მისი რწმუნებული (ლ.უფლისაშვილი), ოღონდ ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებით (მინდობილობით). კრებაზე დასწრების ხელმოწერისას მიუთითებს _ რწმ.
3. იმ შემთხვევაში, თუ კრებაზე მოდის ამხანაგობის გარდაცვლილი წევრის მემკვიდრე, ხელმოწერისას მიუთითებს _ მემკ.; იგულისხმება, რომ სამკვიდრო დამოწმებულია ნოტარიულად.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის გარდაცვლილი წევრის სამკვიდრო რამდენიმე პირზეა გაცემული, მაშინ მოდიან _ ის რამდენიმე პირი. მათ შეუძლიათ ერთმანეთს გაუფორმონ მინდობილობა. აქაც იგულისხმება, რომ სამკვიდრო ნოტარიულადაა დადასტურებული.
5. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოდის ამხანაგობის წევრი და არ ჰყავს რწმუნებული, უნდა მოძებნოს სანდო პირი და გაუფორმოს ნოტარიული რწმუნება. ოჯახის წევრი _ მეუღლე, შვილი, შვილიშვილი ასეთი რწმუნების გარეშე არ ჩაითვლება წარმომადგენლად, ვერ მოაწერს ხელს, თუმცა შეეძლება კრებაზე მხოლოდ დამსწრედ ყოფნა.
6. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ბინა აქვს გაყიდული, გაჩუქებული ან სხვაგვარად გადაცემული _ მოდის ამხანაგობის ის წევრი, რომელმაც გაყიდა, გააჩუქა ან სხვაგვარად გადასცა. მაგ., დ.აფციაურმა ბინა ნოტარიულად აჩუქა შვილიშვილს. კრებაზე მოსვლა აუცილებელი იქნება დ.აფციაურისთვის და არა შვილიშვილისთვის. ამ კრების შემდეგ შვილიშვილი გახდება (შესაბამისი კანონისმიერი ფორმალობების დაცვის შემდეგ) ამხანაგობის წევრი და მომდევნო კრებებზე უკვე შვილიშვილი იქნება უფლებამოსილი მოაწეროს ხელი.
7. ამხანაგობის რამდენიმე წევრი უცხოეთშია, თანაც დიდი ხნით წასული ისე, რომ საქართველოში არ დაუტოვებიათ რწმუნებული. მათი საკითხი ჯერ ღიად დარჩება.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამხანაგობის კრება ჩატარდება 2025 წლის 1 თებერვალს, თსუ მე-2 კორპუსში, 12:00, ფდა.
ნელ-ნელა ვუახლოვდებით ფინიშს 47-წლისთავზე.
გელით კრებაზე!