Saturday, 25 January 2025

 

მოგესალმებით მეგობრებო,

 

როგორც იცით, მოვიდა ბინების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების დრო. ამისთვის საჭიროა შესაბამისი ქმედებების (მათ შორის ახალი წესების შესაბამისად)  განხორციელება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ამხანაგობა „ბაგები-502-ის“ საერთო კრების ჩატარება, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში,

ამიტომ, ამხანაგობის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ მოწვეულ იქნეს იბა „ბაგები 502-ის“ საერთო კრება 2025 წლის 1-ელ თებერვალს, 12:00 საათზე, თსუ მე-2 კორპუსი (ი.ჭავჭავაძისგამზ. # 3), ფიზიკის დიდ აუდიტორიაში (ფდა _ მე-2 კორპ., მე-2 სართული, მარცხენა ფლიგელი).

დღის წესრიგი:

1.      1. ფართებისა და მიწის ნაკვეთის შესაბამისი წილების გადანაწილების განშლის ოქმის თაობაზე (მომხს. ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი.

2.     2.  ამხანაგობის წევრების მემკვიდრეთა და უფლებამონაცვლეთა დადგენა და ამხანაგობის წევრად მიღება (მემკვიდრეობა ან ცესია).

3.      3. ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობის წევრთა არჩევა.

4.      4. მიმდინარე საკითხები.

დღის წესრიგის მე-2 საკითხთან დაკავშირევით, აუცილებელია წარმოადგინოთ სამკვიდროს ან ცესიის ხელშეკრულების (უფლების გადაცემის შესახებ) ასლი.

თუ ამხანაგობის წევრი ვერ ახერხებს მოსვლას და აგზავნის ოჯახის წევრს, ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს ნოტარიულად დამოწმებული რწმუნება, რომლითაც უფლება ექნება კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

ვინც არ იქნება კრებაზე მოსული პირადად ან წარმომადგენლის (იგულისხმება ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებით) სახით, მისთვის ფართის განაწილების საკითხი გადაიწევს მომდევნო კრებისთვის.

კიდევ ერთხელ იმათთვის ვინც ცესიის წესით გადასცა (თანხის სანაცვლოდ ან მის გარეშე) სხვას ბინები _ უნდა მოხვიდეთ უშუალოდ თქვენ ან ნოტარიული

რწმუნებით აღჭურვილი ის პირი ვისაც (მათი დასწრებაც სავალდებულოა _ ისინი ხდებიან ამხანაგობის წევრები) ცესიით გადაეცით.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.