მოგესალმებით მეგობრებო,
რაც უფრო ახლოვდება მშენებლობის დასრულების დრო,
მით უფრო მეტი მსურველი გამოჩნდა ბინის მუქთად მიღებისა _ ე.წ. „წურბელები“.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც დავინახე მიწისა
და ბინის დაკარგვის საშიშროება, დავთანხმდი ამხანაგობის თავმჯდომარეობაზე, მიუხედავად
იმისა, რომ მშობლები მუდმივად ამის წინააღმდეგი იყვნენ. ეს იყო აუცილებელი საჭიროება.
კარგად მოგეხსენებათ, თუ რა წინააღმდეგობა შეხვდა
ჩემ თავმჯდომარედ არჩევას. როგორ ჩიოდნენ ლ.ბერუაშვილისა და ხ.რუხაიას გუნდი, ხან შემოსავლების
სამსახურში, ხან აღსრულების ერ.ბიუროში, ხან პროკურატურაში და ა.შ.
ბევრი თქვენგანი აჰყვა მათ. ნაწილი ამხანაგობის
წევრებისა სიამოვნებით უწერდით ხელს ამ საჩივრებზე. სამწუხაროდ მათ ტყუილ სიტყვას უჯერებდით
და ვერ აღიქვამდით რეალობას.
ამასობაში დავკარგეთ 5 წელი (2014-2018).
ბოლოს, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარემ გამოვაცხადე,
რომ მე ვივიწყებ ყველა წყენას (გახსენება დღესაც შემიძლია, მაგრამ არ ვიხსენებ) და
ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ავაშენოთ ბინა, ოღონდ ერთი პირობით _ უნდა მენდოთ.
ამხანაგობის წევრთა უმრავლესობა მართლაც მენდო.
ერთად დავიწყეთ წინა გამგეობის მიერ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება.
ფაქტიურად შეწყდა ის დაპირისპირება, რაც ზემოაღნიშნული
პირებისგან და მათი მხარდამჭერებისგან მოდიოდა და დაიწყო ჯერ გამოუყენებელი და არასწორად
აშენებული შენობის დემონტაჟი, ხოლო შემდეგ მშენებლობა, რომელიც უახლოვდება დასასრულს.
სულ ცოტა ხანში საჯარო რეესტრში დაირეგისტრირებთ
ბინებს და აღსრულდება თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ოცნება.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა აცნობიერებს
რეალობას _ დაკარგულად მიჩნეული ბინის რეალურად აშენებას, ზოგიერთი წევრი მაინც ამჟავნებს საკუთარ ხასიათს და ისევ უნდა არეულობის შემოტანა, ამხანაგობის წევრების ერთმანეთზე
გადაკიდება. უკვე რამდენიმე წელია ამხანაგობის წევრთა უმრავლესობამ დაიჯერა და ფაქტი
სახეზეა, რომ მშენებლობა სრულდება, მაგრამ გარკვეულ ჯგუფს მაინც არ ასვენებს დამატებით
ქონების მიღების სურვილი და ცდილობს არეულობა შემოიტანოს ამხანაგობის წევრთა ურთიერთობაში,
ამასთან არ ერიდებიან ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და არც იმას ერიდებიან, რომ ვინმეს
დაუმსახურებლად შეასხან ტალახი.
როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოში გვიჩივლა
ქალბატონმა მ. აფხაძემ, რომელიც თითქმის 100 000 $ ითხოვს. მას ეთანხმებიან ამხანაგობის
წევრები: თამარ ონიანი, ლალი გულუა და ლია ბერუაშვილის მემკვიდრე -მაია გაბრავა.
გამოჩნდა თამაზ ილიაშვილიც. მას ამხანაგობამ
პასუხი გასცა ა.წ. 1 თებერვლის საერთო კრებაზე, თუმცა აგრძელებს უსაფუძვლო მოთხოვნების დაყენებას.
ამ ადამიანებმა, ამხანაგობის წევრებს დაუგზავნეს
გოჩა ძასოხოვის საქმეში არსებული ხელშეკრულება და ამხანაგობის წევრების ტელეფონები,
სადაც მათ მიმართავენ, რომ ს.ჯორბენაძემ და ხ.გრიგალაშვილმა ხელი მოაწერეს ქ-ნ ხათუნასთვის
თანხის გადაცემაზე.
ზოგიერთი თქვენგანი წამოეგო ამ პროვოკაციას და უკვე
რამდენიმე დღეა სატელეფონო ზარებს ვერ ავუდივარ. ამიტომ წერილობით განგიმარტავთ, რომ
აღარ გქონდეთ დამატებითი კითხვები.
- გოჩა ძასოხოვის საქმის მასალებში
წარდგენილი გვქონდა ხათუნა გრიგალაშვილისათვის ჰონორარის დაკისრების ხელშეკრულება,
რაზეც ვთხოვეთ სასამართლოს, რომ გოჩა ძასოხოვისთვის დაეკისრებინა ადვოკატის ჰონორარი.
ეს ხელშეკრულება წარდგენილი იქნა უზენაეს სასამართლოში. სასამართლო საქმიდან მასალების
ამოღება შეუძლია მხარეს. ჩვენ ეს უფლება არ მიგვიცია. ე.ი. დარჩა ძასოხოვი და
მისი ნდობით აღჭურვილი პირები _ ადვოკატები ნუნუ კვანტალიანი, მეორე ადვოკატი
და ჯიმი ყიფიანი. სასამართლო მასალებთან წვდომის უფლება სავარაუდოდ მათ მიერ განხორციელდა.
ჯიმი ყიფიანის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის დროს იმავე სასამართლოში მუშაობდა თამაზ ილიაშვილიც. აქედან გამომდინარე, ცხადია,
თუ ვინ არის ძასოხოვის მხარე.
- ადვოკატ ხათუნა გრიგალაშვილთან
გაფორმებული ხელშეკრულება აუცილებელი იყო გოჩა ძასოხოვთან ბრძოლისთვის. არავინ
არ ითხოვს ფულს თქვენგან, არც მე და არც ქალბატონი ხათუნა. ძასოხოვთან კი ვიბრძოლებთ
ამ ხელშეკრულებით.
- ვისაც კიდევ არ გჯერათ ჩვენი
და ვინმეს კიდევ გეპარებათ ეჭვი ჩვენ პატიოსნებაში, შეგიძლიათ ბინებში არ შეხვიდეთ.
- ხშირი იყო შემთხვევა, როცა
მე და ხათუნა გრიგალაშვილი საკუთარი თანხებით ვიხდიდით საფასურებს და არ შეგვიწუხებიხართ.
ასეთი ტექნიკური ხარჯები რამდენჯერმე გამგეობის წევრებსაც აქვთ გადახდილი.
- რაც შეეხება კალიგრაფიულ
ე1ქსტერტიზაზე გადასახდელ თანხებს, მინდა იცოდეთ ამასთან დაკავშირებით საქმის
ვითარება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მანანა აფხაძის სარჩელის
განხილვა, სადაც მოპასუხეებად დასახალებული არ არის ამხანაგობის ყველა წევრი,
მოსარჩელე აფხაძემ დაასახელა მხოლოდ ის პირები, ვისი იმედიც ჰქონდა, რომ სარჩელს
ცნობდნენ, ასევე, ამხანაგობის თავმჯდომარე. თავმჯდომარე მე ვარ და ბუნებრივია
ჩამრთო საქმეში. არც ხიმური რუხაიამ და არც ლია ბერუაშვილმა კანონიერ გამგეობას არ გადმოგვცეს არანაირი დედანი დოკუმენტი, თუმცა წლების მანძილზე ვთოვდით,
რომ გადმოეცათ დოკუმენტები. იძახდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ. სინამდვილეში კი, მალავდნენ
და არ გადმოგვცეს არც ლია ბერუაშვილმა და მისი გარდაცვალების შემდგომ არც მისმა
შვილმა, ამხანაგობა „ბაგები 502“-ის გამგეობის წევრთა კრების ოქმის დედანი ჩვენ
არ გადმოგვცა და გადასცა მანანა აფხაძეს, რომელმაც გააყალბა 2010 წლის გამგეობის
სხდომის ოქმზე გამგეობის წევრთა ხელმოწერები, კერძოდ, ჩაამატა პავლე ჩაგელიშვილის
ხელმოწერა. ამ ხელმოწერით კვორუმი დგებოდა და გადაწყვეტილება მიღებულად ითვლებოდა.
ამის გამო ვიშუამდგომლეთ, რომ დადგენილი იყოს სიყალბე, რის გამოც სასამართლომ
სამხარაულის ექსპერტიზას გაუგზავნა კალიგრაფიული კვლევის ჩასატარებლად ბერუაშვილთან
შენახული და მანანა აფახაძისათვის გადაცემულ კრების ოქმზე ხელმწოერების ავთენტურობის
დასადგენად. წინასწარი გათვლებით ექსპერტიზის გადასახდელი თანხა საკმაოდ ძვირი
იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ექსპერტიზის ბიურო არ გვეუბნება კონკრეტილ თანხას და
გვისაბუთებს იმით, რომ რამდენი შესადარებელი დოკუმენტიც იქნება იმის მიხედვით
დაითვლიან შესრულებული სამუშაოს დასრულების შემდეგ და მხოლოდ მას შემდეგ გვეცოდინება
თანხის ოდენობა, რაც ბოლოსაა გადასახდელი. აქედან გამომდინარე, აქედანვე იცოდეთ,
რომ ეს თანხა გადანაწილდება ამხანაგობის წევრებზე. ამხანაგობაზე ვრცელდება სოლიდარული
პასუხისმგებლობა.
- ამხანაგობის წევრების ტელეფონების
სია, რომელიც გამოგიგზავნათ მანანა აფხაძემ ჩემი შედგენილია. ეს სია არასდროს
გადამიცია არავისთვის, მათ შორის არც ძასოხოვის ადვოკატებისთვის (მიუხედავად ადვოკატ
ნ.კვანტალიანის მრავალგზისი თხოვნისა) და არც მისი სხვა წარმომადგენლისთვის, რადგან
ის შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მაგრამ წარდგენილი გვქონდა სასამართლოს საქმეში
სასამართლოს მოთხოვნის გამო. მ.აფხაძემ კი, მოახდინა მათი გავრცელება. შესაბამისად
იძულებული ვიქნებით აღნიშნულ ქმედებაზე მივმართოთ პერსონალური დაცვის სამსახურს.
დე, იმათმა გადაწყვიტონ მ.აფხაძის მიერ პერსონალური მონაცემების გავრცელების კანონიერება.
- ასევე თამაზ ილიაშვილი გვაშანტაჟებს
და გვამუნათებს, თითქოსდა 3 ბინა, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წლის 24 მაისის ნოტარიულად
დამოწმებულ ამხანაგობა „ბაგები 504-ის წესდებაშია მოხსენიებული, რომ ამხანაგობას
მშენებელმა უნდა გადასცეს 128 ბინა, 68 ბინა სამოთახიანი, ხოლო 60 ბინა ოთხოთახიანი.
ვისაც არ გჯერად გადაამოწმეთ წესდება. ამ 128 ბინაზეა საუბარი დღემდე. დამატებითი
3 ბინა კი არაა, ამ 128 ბინაშია ის 3 ბინაც. მოქმედ გამგეობას არანაირი სურვილი აქვს ედავოს დასახელებული
3 ბინის მესაკუთრეებს მანანა კერესელიძეს,
ნინო ნემსიწვერიძესა ან/და კახა ვეფხვაძეს, რომ თითქოსდა მათ ეს ბინები არ ეკუთვნით.
მემკვიდრეობით რაც გადმოგვეცა ბინების ოდენობა (128), ზუსტად ამდენს გვაძლევს
ინვესტორი. თამაზ ილიაშვილი მიუთითებს, რომ თითქოსდა ამ სამი ბინიდან ერთი ბინის
გადაცემას ხიმური რუხაია დაჰპირდა მას, რაც არანაირად დასაჯერებელი არ არის, რადგან
ეს 3 ბინა განაწილებული იყო ჯერ კიდევ 2005 წლის 11 ივლისის კრების ოქმითა და
შემდგომი დოკუმენტაციით. თამაზი ილიაშვილის მიერ გავრცელებულ არასწორ პროვოკაციას
არ წამოეგოს ვინმე, არავინ დაიჯეროს, რადგან ეს ინფორმაცია სიცრუეა, შანტაჟი თამაზი ილიაშვილის
მხრიდან, მხოლოდ ბინის მიღების სურვილიდან გამომდინარეობს.
დღემდე არავითარი დოკუმენტი თ.ილიაშვილს არ წარმოუდგენია. ამ სამ ბინას ჰყავს
მესაკუთრეები და ვერანაირად ვერ მოხდება მათთვის საკუთრების წართმევა და სხვისთვის
გადაცემა.
როგორც კი მოხდება შენობების ექსპლუატაციაში
მიღება, არც ერთი ამხანაგობა და აღარც მეორე იარსებებს. მეც სიამოვნებით დავთმობ თავმჯდომარეობის
სტატუსს, მაგრამ ნამდვილად გული მწყდება იმაზე, თუ როგორ უღირსად იქცეოდნენ ამხანაგობის
ზოგიერთი წევრი პროფესორ-მასწავლებელი და/ან მათი მემკვიდრეები.
საბედნიეროდ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ უმცირესობას
ეხება.
იქამდე კი, აუცილებელია სასამართლო პროცესების
მოგება.
პატივისცემით,
ამხანაგობის თავმჯდომარე