მოგესალმებით ყველას,
პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, ორშაბათს, 16:00 საათზე (დარბაზი # 64), მოსამართლე ხათუნა კაკაბაძესთან გვაქვს სასამართლო პროცესი ქეთევან ჭანუყვაძის სარჩელთან დაკავშირებით.
წესით ამავე სხდომაზე დამთავრდება საქმის განხილვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დასწრება.
ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ყველა აქტიურობს და ერთი სული აქვთ დაარეგისტრირონ ბინა ეს ასეც იქნება, მაგრამ სასამართლო პროცესებიც თქვენ გეხებათ, რადგან წაგების შემთხვევაში ყველა გადაიხდის პროპორციულად.
რეგისტრაციასთან დაკავშირებით გვაქვს სიახლე.
რეგისტრაციას ვიწყებთ სექტემბრის მე-2 ნახევრიდან. ამიტომ, ამ დროისთვის უნდა იყოთ თბილისში და თან იქონიოთ სამკვიდროს, უფლების დათმობის, ჩუქების, ცესიის ხელშეკრულების ან უფლების გადაცემის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული დედნები.
ვისაც დედნები არ გაქვთ, ან არ აგიღიათ, ან დაკარგულია, ამ ხარვეზის გამოსასწორებლად გაქვთ 3 თვე. მოემზადეთ ამ დროისთვის და ეცადეთ, რომ 15 სექტემბრიდან იყოთ თბილისში ან საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტში.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.
ყველა სადარბაზოსთვის მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, ამიტომ, გარედან მხოლოდ აივნების ამოშენება ჩანს.
ამ დღეებში დაიწყება 3 ამწიდან ერთის დემონტაჟი, რადგან საჭირო აღარაა.
1-ელ, მე-2 და მე-3 სადარბაზოს წინ, ეზოში გადაიხურა ავტოსადგომის 1-ლი სართული და დაიწყო მე-2 სართულის მშენებლობა:
გელით პროცესზე!