ინფორმაცია სასამართლოდან
გუშინ ჩატარდა სასამართლო პროცესი ქეთევან ჭანუყვაძის სარჩელთან დაკავშირებით.
ქეთევანის ადვოკატები ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი. გუშინდელ პროცესზე იმდენად გაჭიმეს კითხვა-პასუხის ეტაპი, რომ სასამართლოს მიერ გამოყოფილი დრო ამოიწურა.
ამის გამო პროცესი გადაიდო და გაგრძელდება პარასკევს, 20 ივნისის 15:00 საათზე (დარბაზი # 64, მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე).
ჭანუყვაძის ადვოკატები საქმის ისევ გაჭიანურებას ვეღარ შეძლებენ. რაც უნდოდათ, რაზეც ააგეს თავიანთი დაცვის სტრატეგია, უკვე თქვეს. მეტი სათქმელი არაფერი ავთ. შესაბამისად, პარასკევსვე უნდა დამთავრეს ეს დავა.
დიდი მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც ესწრებოდნენ ამ პროცესს. ბარემ 20 ივნისსაც შევიწუხოთ თავი და დავესწროთ პროცესს. 128 ოჯახიდან სამი-ოთხი ცხოვრობს რაიონში, დანარჩენი თბილისშია. რაიონიდან ჩამოსვლას არავის ვთხოვთ, მაგრამ თბილისში მაცხოვრებლები წესით დაინტერესებული უნდა იყვნენ.
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.