Friday, 30 December 2022
Tuesday, 27 December 2022
მოგესალმებით ყველას,
გუშინ, ჩვენმა ინვესტორმა _ „გუმბათი ჰოლდინგმა“ ბრწინვალე წინასაახალწლო შეხვედრა მოუწყო ბავშვებს.
იყო მუსიკა, სიცილი, ხალისი და საჩუქრები. ყველა გამვლელისთვის უფასო ჩაი, ყავა, ცხელი შოკოლადი, სხვა უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეულობა.
გთავაზობთ დღეს გადაღებულ ფოტოებს.
ასეთი განათებული იქნება ჭავჭავაძის პროსპექტისა და რამიშვილის ქუჩის კუთხის სკვერი (ჭავჭავაძის პრ. # 23ა, ყოფილი კაფე „ფრანციის“ მიმდებარე ტერიტორია).
მადლობა კომპანია „გუმბათს“ ბავშვების გახარებისა და ქალაქის გალამაზებისთვის.
Saturday, 24 December 2022
მოგესალმებით მეგობრებო,
წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ბედნიერება და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ!
წლის ბოლო სამუშაო შაბათ-კვირაა, რადგან მშენებლობა შეჩერდება 30 დეკემბერს და განახლდება 4 იანვარს.
აქედან გამომდინარე, გთავაზობთ დღევანდელ, ამ წლის დასკვნით ფოტოებს. ასევე, 1 წლის წინანდელ ფოტოებს თვალსაჩინოებისთვის.
მე-4-მე-5 („ი“, „თ“) სადარბაზოებისთვის გადაიხურა მე-9 სართული და დაიწყო მე-10 სართულის მშენებლობა:
მშენებლობა თითქმის ამწე „უკრაინის“ დონემდე ავიდა. ამიტომ, ამ დღეებში ამწე აიწევს სიმაღლეში:
ამ სადარბაზოების ხედი „კარფურის“ მხრიდან:
მე-10 სართული შენდება მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვისაც:
მე-10, კომერციული და მე-11 („გ“, „ბ“ და „ა“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-8 სართულის მშენებლობა (გადახურვა) და დაიწყო მე-9 სართულის მშენებლობა:
ხედი „აგროჰაბიდან“:
მშენებლობის ხედები ყიფშიძის ქუჩიდან:
ყუფშიძის ქუჩის მაცხოვრებლები აქტიურად იყენებენ ჩვენი ნაგვის ურნებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ნაგავს მიზანში ვერ ყრის:
დღევანდელი და ერთი წლის წინანდელი მდგომარეობის შედარებით, ნათლად ჩანს მშენებლობის მაღალი ტემპი:
„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ტერიტორია
2022 წლის დეკემბერი
2021 წლის დეკემბერი
„ზ“, „თ“ და „ი“ სადარბაზოების ტერიტორია
2022 წლის დეკემბერი
2021 წლის დეკემბერი
„კ“, „ლ„ და „მ“ სადარბაზოების ადგილზე არ იყო დაწყებული მიწისქვეშა სამუშაოები. ამჟამად მიწის სამუშაოები დამთავრებულია და ფილაც დაგებული. მარტიდან აქაც ამოიზრდება სართულები:
2022 წლის დეკემბერი
2022 წლის დეკემბერი
2021 წლის დეკემბერი
.
კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს!
ინვესტორის თხოვნით, განმეორებით გიგზავნით ნაძვის ხის მოსაწვევს თქვენი პატარებისთვის