Saturday 24 December 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ბედნიერება და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ!


წლის ბოლო სამუშაო შაბათ-კვირაა, რადგან მშენებლობა შეჩერდება 30 დეკემბერს და განახლდება 4 იანვარს.

აქედან გამომდინარე, გთავაზობთ დღევანდელ, ამ წლის დასკვნით ფოტოებს. ასევე, 1 წლის წინანდელ ფოტოებს თვალსაჩინოებისთვის.

მე-4-მე-5 („ი“, „თ“) სადარბაზოებისთვის გადაიხურა მე-9 სართული და დაიწყო მე-10 სართულის მშენებლობა:







მშენებლობა თითქმის ამწე „უკრაინის“ დონემდე ავიდა. ამიტომ, ამ დღეებში ამწე აიწევს სიმაღლეში:




ამ სადარბაზოების ხედი „კარფურის“ მხრიდან:








მე-10 სართული შენდება მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვისაც:







მე-10, კომერციული და მე-11 („გ“, „ბ“ და „ა“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-8 სართულის მშენებლობა (გადახურვა) და დაიწყო მე-9 სართულის მშენებლობა:







ხედი „აგროჰაბიდან“:






მშენებლობის ხედები ყიფშიძის ქუჩიდან:
















ყუფშიძის ქუჩის მაცხოვრებლები აქტიურად იყენებენ ჩვენი ნაგვის ურნებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ნაგავს მიზანში ვერ ყრის:





დღევანდელი და ერთი წლის წინანდელი მდგომარეობის შედარებით, ნათლად ჩანს მშენებლობის მაღალი ტემპი:

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ტერიტორია

2022 წლის დეკემბერი


 2021 წლის დეკემბერი


„ზ“, „თ“ და „ი“ სადარბაზოების ტერიტორია

2022 წლის დეკემბერი



 2021 წლის დეკემბერი



„კ“, „ლ„ და „მ“ სადარბაზოების ადგილზე არ იყო დაწყებული მიწისქვეშა სამუშაოები. ამჟამად მიწის სამუშაოები დამთავრებულია და ფილაც დაგებული. მარტიდან აქაც ამოიზრდება სართულები:

2022 წლის დეკემბერი


 2021 წლის დეკემბერი


„დ“-„ვ“ სადარბაზოებისთვის არ იყო დაწყებული მიწის სამუშაოები. დღეისთვის მიწისქვეშა სამუშაოები დამთავრებულია. ამ ადგილს დროებით სამშენებლო 
პოლიგონად იყენებენ. რამდენიმე თვეში აქაც დაიგება ფილა და 
აშენდება სართულები:

2022 წლის დეკემბერი



 2021 წლის დეკემბერი

.


კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს!


ინვესტორის თხოვნით, განმეორებით გიგზავნით ნაძვის ხის მოსაწვევს თქვენი პატარებისთვის



No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.