მოგესალმებით ყველას და გილოცავთ ბარბარობას!
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.
2 დღის წინ შეგატყობინეთ, რომ მე-4-მე-5 სადარბაზოებისთვის წლის ბოლომდე გადაიხურებოდა ბეტონით. სწორედ ეს სამუშაოები მიმდინარეობდა დღეს _ დროზე ადრე.
ამრიგად, ამ სადარბაზოებისთვის გადაიხურა მე-9 სართული. რამდენიმე დღიანი გაშრობის შემდეგ დაიწყება მე-10 სართულის მშენებლობა:
გრძელდება მე-6 („ზ“) სადარბაზოს მე-9 სართულის მშენებლობა:
როგორც მშენებლები გეგმავენ, კიდევ რამდენიმე სართული უნდა აშენდეს მე-4-მე-5 სადარბაზოებისთვის, რომ დავიწყოთ 1-ლი-მე-3 („მ“, „ლ“, „კ“) სადარბაზოების მშენებლობა. ეს გამომდინარეობს მშენებლობის წესებიდან და მერიის აკრძალვებიდან. ამ სადარბაზოების მშენებლობა სავარაუდოდ მარტის თვეში უნდა განხორციელდეს. ისინი მალე წამოეწევა უკვე აშენებულ სადარბაზოებს.
გარდა ამისა, 3-5 თვის შემდეგ დაიწყება აშენებულ სართულებზე კედლების გადატიხვრაც (თქვენთან შეთანხმებით). ამიტომ, ცუდი არ იქნება, თუ იმ პერიოდისთვის მოაზრებული გექნებათ კედლების გადატიხვრის სავარაუდო ადგილები. ეს ეხება მე-4-მე-6 („ი“, „თ“, „ზ“) სადარბაზოებს.
იმედია ეს მოლოდინებიც გამართლდება.
მე-10-მე-12 (ყოფილი „ა“-„გ“) სადარბაზოებისთვის გუშინ ბეტონით გადაიხურა მე-8 სართულის დიდი ნაწილი და დაიწყო მე-9 სართულის მშენებლობა:
- გთავაზობთ მცირე ვიდეო ჩანაწერებსაც:
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.