მოგესალმებით ყველას,
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მერიის მიერ დადგენილი ხარვეზების გამოსწორება. ეს ხარვეზები არ ეხება ფართებს, ხარისხს და ა.შ.
როგორც კი დამთავრდება ხარვეზების გამოსწორება, ახალი განშლა და გადანომრვა მოხდება და დავიწყებთ საკადასტრო კოდის აღებას. კოდის აღების შემდეგ _ ინდივიდუალური გადაფორმება. ცოტაც მოითმინეთ.
ბევრს სურს თავისი ბინის ნახვა ახლოდან.
სამწუხაროდ ჯერ ამის უფლებას არ გვაძლევენ უსაფრთოების წესების დაცვის გამო.
გთავაზობთ 2 ნოემბერს გადაღებულ ფოტოებს. როგორც ხედავთ, ეზოს მეორე ნაწილიც მოსუფთავდა და დაიგო ავტოსადგომის ადგილზე. გარდა ამისა შეამჩნევთ. რომ ერთი ამწე (ლურჯი) მოხსნილია.





















