მოგესალმებით მეგობრებო,
შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ინვესტორის შეფასება _ EQCLfvbkTrdUJ1wfyNI9uOdcK30z1wbWWX060mrXBNwp2Tse
ამ ეტაპზე ისევ ხარვეზის გამოსწორება მიმდინარეობს. როგორც კი გამოსწორდება, გადაეცემა მერიას და რეესტრში დასარეგისტრირებლად ახალი განშლა შევა. როგორც ინვესტორმა გვითხრა, ამას კიდევ 2 კვირა დასჭირდება. + - რამდენიმე დღე.
ამის შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარე იღებს საკადასტრო კოდს, რასაც 1 კვირა მოუნდება.
კიდევ ერთხელ შევახსენებ მემკვიდრეებს, რომ ამ დროისთვის გამზადებული გქონდეთ სამკვიდროს დედნები.
იქამდე ცოტა მოითმინეთ. 49 წელია ველოდებით ბინას. 2-3 კვირა ან 2-3 თვეც რომც იყოს დაგვიანება, პრეტენზია როგორ უნდა წამოგცდეთ? განსაკუთრებით იმ ხალხს, რომლებმაც 5 წელი დაგვაკარგვინა და ნაცვლად იმისა, რომ მხარში დადგომოდნენ ც.კოტეტიშვილის, ც.ნიკოლაიშვილის, ე.აკობიას ს.ჯორბენაძის და სხვ. საღ აზრს, მათ წინააღმდეგ პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურში შექონდათ საჩივრები.
აღმაშფოთებელია იმ ხალხის პრეტენზიები, რომლებიც რეკავენ და აპლომბით აცხადებენ, რომ გადაიხადეს 153 ლარი და ხომ არ დაიკარგება ეს თანხაო.
სამწუხაროდ, ასეთი მეზობლები გვარგუნა ბედმა.
თუ ვინმე კიდევ დარეკავს და ასეთ პრეტენზიას განაცხადებს, იმათ დავუბრუნებთ ფულს და როგორ აიღებენ საკადასტრო კოდს იმასაც ვნახავთ.
სიახლეა ის, რომ შეძენილია ლიფტები (უმაღლესი ხარისხის) და მიმდინარეობს მათი მონტაჟი.
ეზოში კი, შენდება ავტოსადგომი.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.






























No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.