მოგესალმებით მეგობრებო,
გუშინ 12 თებერვალს როგორც იქნა გადავეცით მასალები მერიის კომისიას.
სამი კვირა მოვუნდით საბუთების მოძიებას. იმ საბუთებისა, რომლებიც ყველას ხელმისაწვდომად უნდა ჰქონდეს.
მოვიძიეთ და დავუკავშორდით უცხოეთში გადახვეწილ და მრავალი წლის მანძილზე დაკარგულ ამხანაგობის წევრებს.
იქამდე სანამ მერიის კომისიის გადაწყვეტილება არ იქნება, არ მსურს საბუთების შეგროვების დეტალებზე ღიად საუბარი (ჯერ არ ითქმის). მინდა მხოლოდ ერთი რამ გაითვალისწინოთ _ ამ საბუთების შეგროვება იყო მერიის კომისიის მოთხოვნა.
გარდა ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ სადამფუძნებლო საბუთებისა, მოითხოვეს მესამე პირების საბუთები, ასევე 128 ოჯახის საბუთები, იმ მემკვიდრეობის, უფლების გადაცემის, ანდერძის ან ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც ყოველი თქვენგანი დღეს ფიქსირდება ამხანაგობის წევრად.
რამდენად მართალია ზოგიერთი პირები, როდესაც მალავენ საბუთებს, არ გვაძლევენ და ყველანაირად ხელს გვიშვლიან წინსვლაში თქვენთვის მოგვინდია.
მერიის კომისიის წევრებმა 20 იანვარს მითხრეს, რომ 24 იანვარს დავნიშნოთ შეხვედრა და მოგვიტანეთ ეს დოკუმენტებიო, მე უარი განვუცხადე, რითაც გაოცებულებიც კი დარჩნენ, 3-4 დღეში საბუთების მოტანას რაღა უნდაო. ეს შეუძლებელი იყო, რადგან ზოგიერთმა იანვარ-თებერვალში განახორციელა უფლების გადაცემის და სხვა საბუთების მოძიება.
ნაცვლად იმისა, რომ მე ვაჩქარებდე ინვესტორს, ის აქეთ გვსაყვედურობს და გვაჩქარებს დროის გაჭიანურების გამო.
ნაცვლად იმისა, რომ მე ვაჩქარებდე ინვესტორს, ის აქეთ გვსაყვედურობს და გვაჩქარებს დროის გაჭიანურების გამო.
ყველამ კარგად იცით, რომ ძველმა თავმჯდომარემ და გამგეობამ უამრავი საბუთი არ გადმოგვცა. ამის გამო იძულებული ვართ სხვადასხვა გზით მოვიპოვოთ ეს მასალა. მესამე პირების საბანკო ამონაწერები დღემდე არ გადმოუციათ. შესაბამისად, მოგვიხდა ერთი დღის დაკარგვა მარტო ამ საქმეზე, აღარ ვამბობ ყოველ ფეხის ნაბიჯზე დახარჯულ თანხაზე. მაგალითად გუშინ
მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცეებს სიამოვნებას გვრის დროის გაწელვა, ასეთ ხელშეშლას და სულმდაბლობას დიდი დრო არ უწერია, რადგან ძალიან მალე მოხდება კომისიის გადაწყვეტილების გამოტანა.
გამომდინარე იქინდან, რომ შესამოწმებელია (ეს არაა 64 კაცის საბუთების ნამდვილობის შემოწმება) 128 + 64 პირის საბუთები, სხვა წარდგენილი საბუთები, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თებერვლის თვეში გამოიტანს კომისია გადაწყვეტილებას, რომლითაც მოგვენიჭება კოეფიციენტი _ კ-2 და მალე გავაგრძელებთ მშენებლობას.
აქვე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის იმ თანამშრომლებს (ამხანაგობის წევრებს), რომლებმაც ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ დროზე შეგვეგროვებინა მოთხოვნილი საბუთები. მათი დახმარების გარეშე, 3 კვირა შეიძლება 6 კვირამდე გაგრძელებულიყო.
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.