კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს!
უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ!
ინვესტორმა შეასრულა თავისი პირობა და 8 იანვარს განაახლა ინტენსიური მუშაობა. ისევ რიგი დადგა თვითმცლელი მანქანების. ექსკავატორი ინტენსიურად მუშაობს.
გუშინ 6 მანქანა მუშაობდა, დღეს 10. თუმცა 1 გაფუჭდა და 9 თვითმცლელმა გააგრძელა საქმიანობა. თითოს გააქვს 4-5 გზა დღეში. მერიის მიერ დაწესებულია ამ მასალის გადაყრის 2 ადგილი _ ფონიჭალა და გლდანი. გასათვალისწინებელია ის, რომ 1 გზა 150 ლარი ჯდება, თვითონ დათვალეთ რა ოდენობის სამუშაო ხორციელდება დღის მანძილზე
ექსკავატორი უზარმაზარ ლოდებს ეჭიდება
ძველი ჯიხურიც ერთი დარტყმით გადმოაბრუნა და დაანგრია
თვითმცლელი ავტომობილებიც საკმაოდ ტევადობისაა
„კოდალას“ დარჩა მცირე, უფრო ფაქიზი სამუშაო შენობის ბოლოსკენ, რაც იუველირულ შესრულებას მოითხოვს და ამისთვის აუცილებელია მიწის და ნანგრევების გატანა.
„კოდალას“ დარჩა „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსის საძირკველთან ნარჩენების დანგრევაც, რომელიც ძველი საბერძნეთისა და რომის სასახლეების ნანგრევებს ჰგავს. ესენიც მიწის რაღაც დონის გასუფთავების შემდეგ მოხდება
იმის გამო, რომ „კოდალას“ ჯერ არ აქვს სამუშაო, მას გამოეცვალა ნისკარტი და გარდაიქმნა ექსკავატორად, რომელიც ეხმარება პირველ ექსკავატორს, რომ უფრო ჩქარა გაგრძელდეს მუშაობა და თვითმცლელი მანქანები არ მოცდეს რიგში დგომით
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ნამდვილად არ გვსურდა საუბარი, მით უფრო ახალი წლის დღეებში, მაგრამ სხვა გზა არაა, უნდა ითქვას.
ძალიან ვთხოვთ, გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვინც არ იშლის თავისას და ჩხუბი და ბოღმა შობა-ახალ წელსაც აწუხებს. ამხანაგობის წევრებმა კარგად უწყიან ამ ადამიანების ყიამყრალობის შესახებ. ინვესტორი არ გიცნობთ და ნუ გააცნობთ საკუთარ თავს. გთხოვთ, ნუ ურეკავთ ინვესტორს და ნუ ეჩხუბებით, ნუ ლანძღავთ.
სჩხუბარი როცა იქნება, ამხანაგობის გამგეობა და თავმჯდომარე იქნება პირველი, ვინც ამას გააკეთებს. ინვესტორთან საჩხუბარი ჯერ არაფერია. აქვთ საოცარი კეთილგანწყობა ჩვენ მიმართ, იმდენად, რომ მესამე პირების (58 ოჯახი) დამატებით გამოჩენაზე (5-6 ოჯახი), ჩვენი დიპლომატიისა და ჩვენი მხრიდანაც კეთილგანწყობის გამო პრეტენზია ჩვენთან არ აქვთ და თვითონ გადაწყვეტენ ამ პრობლემას. წარმოიდგინეთ, რომ ამ ახალი ოჯახების დაკმაყოფილება ჩვენთვის დაეკისრებინათ რა დღეში ჩავვარდებოდით.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნებისმიერი პრეტენზია შეატყობინოთ თავმჯდომარეს და რამდენიმე დღეში მიიღებთ პასუხს.
დაუჯერებელია, რომ ვიღაცა კიდევ იმაზე ფიქრობს, რომ მშენებლობა შეჩერდეს ან ინვესტორი გავაქციოთ.
შეიძლება უხეშ ნათქვამად ჩაითვალოს, მაგრამ იქნებ ამხანაგობის ამ წევრფებმა გადააბრუნოთ თქვენი ტვინები და თანამშრომლობისკენ და არა ხელშეშლისკენ მიმართოთ დაუოკებელი ენერგია. ხელშემშლელები ისედაც ბევრი გვყავს.
იმედი გვაქვს, რომ თქვენ ბოროტ განზრახვებს სიკეთით შეცვლით.
გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს!
Madloba rogorc koveltvis. Gasaocaeia rogor unda moergos axal proekts es dzveli karkasebi, pundamenti, axali standartebi da ase shemdeg,an amdeni clebis shemdeg da kodalas ngrevit da rkevit tu varga kide es nageboba dznelaf carmosadgenia. A b da g korpusebi fundamentianad moispo da arvarga turme da sxva rac datoves rogor ivargebs?!
ReplyDeleteპირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს! მართალია თქვენ არ გვილოცავთ, მაგრამ ჩვენგან მიიღეთ მოლოცვა.
ReplyDeleteმეორე, ამხანაგობის წევრებს ერთმანეთთან დასამალი და დასაფარი არაფერი გვაქვს და რატომ მალავთ თქვენ ვინაობას გაუგებარია.
მესამე, იქნებ ჩაყვეთ და ნახოთ ძველი ინფორმაციები, სადაც მოძებნით ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც ამოიკითხავთ პასუხს თქვენ კითხვებზე. თქვენთვის ძნელად წარმოსადგენი მეცნიერულადაა დამტკიცებული.
პატივისცემით, სანდრო ჯორბენაძე