Saturday 18 November 2023

 მოგესალმებით ყველას!


ჩვენი მსენებლობა წინ მიიწევს.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


1-ლი („მ“). მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს 1-ლი _ კომერციული _ სართულის (6 მეტრის სიმაღლის) მშენებლობა. ზოგ ნაწილზე ხარაჩოების აწყობა, ზოგზე  ბეტონის ჩასხმა, ზოგზე კი, გადახურვის სამუშაოები:







მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, რომელიც გარედან არ ჩანს.

მე-4 („ი“), მე-5 („თ“) სადარბაზოების საცხოვრებელი სართულების მშენებლობა დამთავრებულია (დარჩა ზედა ტერიტორიის, ზედა ტერასის მოწყობა), ამიტომ ამ სადარბაზოებისთვის მალე დაიდგმება ლიფტები:




მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოების მშენებლობა სოცრად მაღალი ტემპით მიმდინარეობს. დარჩენილია ერთ ხელზე  არსებული თითების რაოდენობაზე ნაკლები სართულის აშენება:










:



მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“)  სადარბაზოს ადგილზე იწყება მშენებლობა. ამით ინვესტორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასრულებს მოცემულ პირობას _ ამ ლოკაციაზე მშენებლობის შემოდგომაზე დაწყების თაობაზე. მართალია შემოდგომის ბოლო 2 კვირაა, მაგრამ მთავარია, რომ დაპირება სრულდება.

 ამ ეტაპზე უნდა მოიშალოს ყიფშიძის ქუჩაზე გასასვლელი ხელოვნური გზა. ამისთვის, საჭიროა ბეტონის კედლების მოშლა, რომელთა შორისაცაა ეს გზა გაკეთებული.

გზის მოშლა სავარაუდოდ გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე, შემდეგ უკვე დაიგება ფილა. შეგახსენებთ, რომ ამ ადგილზე მიწის სამუშაოები უკვე შესრულებულია;



მშენებლობის ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:

 







მე-10 („გ“) სადარბაზოს ხედი ვაკის პარკიდან:





ზოგიერთის საყურადღებოდ!

ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ ფოტოები უნდა დავდოთ 2 კვირაში ერთხელ. თუმცა ყოველთვის ვერ ხერხდება 15-სა და 30 რიცხვებში გადაღება. ამ ეტაპზე ადრე ღამდება და რთულია სამუშაო საათებში გადაღება.

1-2 დღით დაგვიანება უცხოეთში (მათ შორის, ავსტრალია საფრანგეთი, აშშ) ან საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მცხოვრები ამხანაგობის ზოგიერთი წევრისთვის შეიძლება  მართლაც უსიამოვნო იყოს, მაგრამ თბილიში, თსუ-ში დღესაც მომუშავე პირებიდან საყვედურის გამოთქმას ნამდვილად ვერ მივიღებთ. თსუ-ს 1-ლი კორპუსიდან ავტობუსის მე-4 გაჩერებაა, რაც 1 ლარი დაგიჯდებათ.

იმედია, ასეთი მოსაყვედურე ადამიანები სასამართლო პროცესს არ გააცდენენ, როცა ჩაინიშნება.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.