კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო,
ისევ გილოცავთ სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას!
მადლობა ყველა იმას ვინც დაგვიჯერა და სწამდა, რომ ჩვენი პოზიცია სიმართლე იყო. თუმცა, სიმართლე ერთია და სიმართლის დასაბუთება მეორე.
დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა გრიგალაშვილს გაწეული შრომისთვის, რომელსაც ამხანაგობის წევრებიდან ერთი თეთრიც კი არ მოუთხოვია. პირიქით, საკუთარ ფულს ხარჯავდა ამა თუ იმ დოკუმენტის ან ინფორმაციის მოსაპოვებლად. სასამართლომ კი, მიზერული თანხა დააკისრა ძასოხოვს ქალბატონი ხათუნას ასანაზღაურებლად.
განჩინების ტექსტი სასამართლოს ჯერ არ დაუწერია. რაც შეეხება სარეზოლუციო ნაწილს, შემდეგ კვირას გავუგზავნით ხაშურის სასამართლოს. იმედია, რომ მოხსნიან თურქის ყადაღას.
თუ ხაშურის სასამართლომ არ მოხსნა ყადაღა, მაშინ ყადაღის საქმეს განიხილავს სააპელაციო სასამართლო.
ვიმედოვნებთ, რომ ხაშურის მოსამართლე უარს არ იტყვის თავის პროფესიაზე და მოხსნის ყადაღას, რადგან თურქის სარჩელს არ ახლავს არავითარი მტკიცებულება. იმდენად უაზრო სარჩელია, რომ მესამე კურსელ (მე-6 სემესტრელ) სტუდენტსაც შეუძლია ამ საქმის გადაწყვეტა.
სასამართლოს სხვა პროცესებზე ჯერ სხდომის დღე ჩანიშნული არაა.
გთავაზობთ შაბათის (18.11.2024) ფოტოებს.
1-ელ-მე-3 („მ“-„კ“) (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სადარბაზოების გადათვლა ხდება ბოლოდან _ „კ“-დან „ა“-კენ) სადარბაზოებისთვის დამთავრდა გაერთიანებული მე-10-მე-11 სართულის და თითქმის დამთავრების სტადიაზეა მე-12 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა:
მე-4-მე-6 („ი“-„ზ“) სადარბაზოებში გარდა შიდა სამუშაოებისა, მიმდინარეობს მეტალო-პლასტიკის კარ-ფანჯრების ჩასმა:
მე-7-მე-9 („ვ“-„დ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-9 და დაწყებულია გაერთიანებული მე-10 -მე-11 სართულის მშენებლობა:
რაკურსი „კარფურის“ მხრიდან:
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.