Friday, 23 May 2025

 მოგესალმებით ყველას,

22 მაისს ჩატარდა სასამართლო პროცესი ქეთევან ჭანუყვაძის სარჩელთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იყო ხათუნა გრიგალაშვილის საპასუხო არგუმენტები მოსარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით. სასამართლოზე დამთავრდა მოსამზადებელი ეტაპი, შუამდგომლობების დაყენება და სასამართლო გადავიდა არსებითი განხილვის ეტაპზე, რომელიც ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 16 ივნისს, 16:00 საათზე, დარბაზი # 64. სავარაუდოდ ამ სხდომაზევე დამთავრდება საქმის განხილვა.

სასამართლო სხდომის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრი წესები, რაც გაწერილია კანონში. ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ გვთხოვა, რომ აღარ დაიგვიანოთ 16 ივნისის სხდომაზე. გარდა ამისა არ შეიძლება სხდომიდან გასვლა, მერე შემოსვლა, ისევ გასვლა და ა.შ.; სიგარეტის მოწევა, წყლის დალევა და და სხვა მოთხოვნები განახორციელეთ სხდომის დაწყებამდე. წყლის შეტანაც შეგიძლიათ.

იქამდე გვაქვს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი თამრო ჩანქსელიანის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 10 ივნისს, 11:00 საათზე, დარბაზი # 65. 

აქაც გაითვალისწინეთ მოსამართლის წინა შენიშვნა.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.