Wednesday, 1 October 2025

კიდევ ერხელ მოგესალმებით ყველას,


საკადასტრო კოდის აღებასთან დაკავშირებით _ ფული გადარიცხულია ეკატერინე ქადაგიძის მიერ. იმის გამო, რომ გაურკვეველია მისი ვინაობა, ვთხოვთ, ქალბატონ ეკატერინეს დაუკავშირდეს ქალბატონ ირინა მგელაძეს.


გუშინ დამთავრდა სასამართლო პროცესი მ.აფხაძის საჩივართან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ეს ქალბატონი პრეტენზიას აცხადებდა 265000 ლარზე. თითქოს ის ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას (თუმცა ადვოკატობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან უბრალოდ ადვოკატის რიგითი ნომრის წარმოდგენაზე უარს აცხადებდა) და მოწვეული იყო თავის დროზე ლ.ბერუაშვილისა და ხ.რუხაიას მიერ, რომლებიც დაპირებიან 10 კვ.მ კომერციულ ფართს. 

იმის გამო, რომ ფართების ნებისმიერ გასხვისებაზე საჭირეო იყო საერთო კრების გადაწყვეტილება, ამხანაგობის იმდროინდელმა გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი გაეტანა გამგეობის სხდომაზე. გამგეობის 13 წევრიდან სხდომას ესწრებოდა 6. ე.ი. არ იყო უმრავლესობა (7 ხმა) (იხ. ამ საიტზე გამოქვეყნებული ა.წ. 24 თებერვლისა და 20 აპრილის ტექსტები). ამ სხდომის ოქმი ინახებოდა ლ.ბერუაშვილთან (ყველამ იცით, რომ ახალ გამგეობას არაფერი გადმოგვცეს დოკუმენტების, ოქმების სახით). მისმა შვილმა ეს ოქმი გადასცა მ.აფხაძეს. აფხაძემ კი, სასამართლოს წარუდგინა მე-7 ადამიანის (პროცესის დაწყებისთვის უკვე გარდაცვლილი) პ.ჩაგელიშვილის ხელმოწერით.

სიყალბის ჩადენისთვის მოვითხოვეთ სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარება კალიგრაფიის შეუსაბამობის დადასტურების გამო. ექსპერტიზის ჩატარების თანხები სასამართლომ დააკისრა მხარეებს. 

ამხანაგობის წევრებმა (აქედან 3 _ ონიანი, გულია და ბერუაშვილის შვილი აფხაძის მხარეს იყვნენ) უარი განაცხადეს თანხის გადახდაზე. ასევე უარი განაცხადეს სხვა წევრებმა-მოპასუხეებმა. იმის გამო, რომ ექსპერტიზა აუცილებლად ცატარებულიყო და დამტკიცებულიყო ხელმოწერის სიყალბე, ამხანაგობის მაგივრად თანხის (3000 ლარამდე) გადახდის ვალდებულება იკისრა პირადად ს.ჯორბენაძემ, რაზეც დაიდო ხელშეკრულება ს.ჯორბენაძესა და სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის.

ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო იყო მ.აფხაძის მხრიდანაც თანხის გადახდა, რაზეც მან უარი განაცხადა შემოგვთავაზა გარკვეული პირობებით საქმის დასრულება.

ამ საიტზე, შეგიძლიათ იხილოთ ა.წ. 5 მაისის ტექსტი, რომლითაც  შეგატყობინეთ, რომ მ.აფხაძე და თ.ილიაშვილი აცხადებდნენ და მეილებზე უგზავნიდნენ ამხანაგპბის წევრებს, რომ ტაბლიაშვილის, ახრახაძის და სხვების (სულ 8 მოსარჩელე) საქმეზე ბატონმა ხ.რუხაიამ, ამხანაგობის სახელით შეიტანა ბაჟი 5 000 ლარი და ეს თანხა ამხანაგობის თავმჯდომარე ს.ჯორბენაძემ და ადვოკატმა ხ.გრიგალაშვილმა გამოიტანეს და შეჭამესო.

როდესაც დავამტკიცეთ, რომ ამ თანხისთვის ხელი არ გვიხლია და არც ვაპირებდით თანხის უკან დაბრუნებას (ცილისმწამებლებს დრემდე არ მოუხდიათ ბოდიში), მ. აფხაძემ, მიხვდა რა, რომ საქმეს ვერ მოიგებდა და შეიძლებოდა იქით შევდავებულიყავით გაყალბების გამო, განაცხადა, რომ გამოგვეტანა ეს თანხა და მიგვეცა მისთვის, რითაც მეტი პრეტენზია აღარ ექნებოდა ჩვენ მიმართ და გაიხმობდა სარჩელს.

ამის შესახებ ს.ჯორბენაძემ შეატყობინა გამგეობის წევრებს, რომლებმაც განაცხადეს თანხმობა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად 100 % გამარჯვებული ვიქნებოდით სასამართლო გადაწყვეტილებით.

ცილისწამების გამო, ს.ჯორბენაძემ კატეგორიული უარი განაცხადა ამ თანხის გამოტანაზე, თუმცა შეეძლო 1 დღეში მოეგვარებინა ეს საკითხი.

თანხის გამოტანა ითავა ხ.რუხაიას შვილმა მიხეილმა. კარგა ხნის წვალების შემდეგ მან ეს თანხა გამოიტანა, თუმცა ის ვერ გადასცემდა ამ თანხას აფხაძეს, იმის გამო, რომ რუხაია არ იყო მოპასუხე.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე ჩვენი მოთხოვნა იყო მორიგების გაფორმება და არა სარჩელის გამოხმობა.

საბოლოოდ გავაფორმეთ მორიგება. მორიგების შედეგად, საქმის წარმოება შეწყდება მორიგების პირობების შესრულებისთანავე. პირობა კი, ასე შესრულდება: მ.რუხაია გადაურიცხავს თანხას ლ. გულუას, ეს უკანასკნელი მ. აფხაძეს.

იმ შემთხვევაში, თუ ლ.გულუა არ გადაურიცხავს თანხას, ამხანაგობა იძულებული იქნება მას არ დაურეგისტრიროს ბინა.

სხდომის დამთავრების შემდეგ ლ.გულუამ ისევ დაიწყო ყვირილი და ნერვები მოუშალა ამხანაგობის სხვა წევრებს. ამხანაგობის წევრებო, რით ვერ ისწავლეთ ამდენი წლის მანძილზე, რომ ამ ქალბატონების წივილ-კივილს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ძალაუნებურად ერთი ქართული ანდაზა შეიძლება გაგახსენდეთ _ „ძაღლი რაც უნდა გაწვრთნა, ყეფას მაინც არ მოიშლისო“.

ცოტა ხანში რეესტრშიც დავარეგისტრირებთ ბინებს. სასამართლო პროცესებიც დამთავრდება და ამ ე.წ. ბერუაშვილის დაქალებთან აღარ გექნებათ ურთიერთობა, გარდა მათი სართულის მეზობლებისა.

მორიგი საქმე სასამართლოში გვაქვს ა.წ.  3 ოქტომბერს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 65, თამრო ჩანქსელიანის საქმესთან დაკავშირებით. გამოცხადდება სასამართლო გადაწყვეტილება. ე.ი. იქნება მხოლოს გამოცხადება, ამიტომ დასწრება აუცილებელი არაა.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.